კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი


პუტინი იური შევჩუკის

მუსიკას არ იცნობს

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა, გაზეთ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, არ ვიცოდი, რომ იური შევჩუკი, რუსული როკ-ჯგუფის – „დედეტეს“ სოლისტი, ცნობილი მუსიკოსიაო. „მე მითხრეს, რომ იგი ცნობილი მუსიკოსია, მაგრამ მე ის ვერ ვიცანი. პიტერში ბევრი მუსიკოსია და ყველას ხომ ვერ ვიცნობ სახეზე“, – ასეთი კომენტარი გააკეთა პუტინმა ერთ-ერთი საქველმოქმედო საღამოს შემდეგ, რომელზეც იგი იური შევჩუკს შეხვდა.

ფიდელ კასტრომ ჰომოსექსუალების დევნა აღიარა

ფიდელ კასტრომ აღიარა, რომ 1959 წლის კუბური რევოლუციის შემდეგ, მისი ბრძანებით, ჰომოსექსუალები და სექსუალური უმცირესობის სხვა წარმომადგენლები იდევნებოდნენ. კასტროს თქმით, „ეს იყო უდიდესი უსამართლობის პერიოდი“. 1960-1970-იან წლებში კუბაში ჰომოსექსუალებს ათავისუფლებდნენ სამსახურებიდან, სვამდნენ ციხეებში ან გამოსასწორებელ ბანაკებში. საინტერესოა, რომ კუბის ამჟამინდელი ლიდერის, ფიდელის ძმის, რაულის ქალიშვილი, მარიელა, სექსუალური უმცირესობების უფლებების ცნობილი დამცველია.

მუამარ ყადაფი ევროპას ისლამის მიღებას ურჩევს

ლიბიის ქარიზმატული ლიდერი, მუამარ ყადაფი, რომში ვიზიტად ყოფნის დროს, 487 იტალიელი მანდილოსნისგან შემდგარ აუდიტორიას შეხვდა და ლექცია ჩაუტარა ისლამის ღირებულებების შესახებ. ყადაფმა 487-ივე გოგონას ყურანის სასაჩუქრე ეგზემპლარი გადასცა და გამოთქვა იმედი, რომ ევროპა მალე მოეგება გონს და ისლამს მიიღებს. იტალიელი ჟურნალისტების მტკიცებით, ლექციის ჩატარება დადგმული შოუ იყო და თითოეულ მონაწილეს 100-დან 150 ევრომდე გადაუხადეს. ცნობილია, რომ სილვიო ბერლუსკონი ყადაფის მოკავშირეა დასავლეთ ევროპაში და რომში სწორედ მისი მოწვევით შედგა ლიბიელი ლიდერის ვიზიტი.

ტონი ბლერმა მემუარების წიგნი გამოსცა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის მემუარების წიგნი გასაყიდად 1 სექტემბერს გამოვიდა და უკვე გახდა ახალი სკანდალის ინიციატორი. ტონი ბლერმა მემუარების ფურცლებზე ასევე ყოფილი პრემიერი გორდონ ბრაუნი და ყველა ბრიტანელისთვის საყვარელი პრინცესა დაიანა ადამიანებით მანიპულირებაში დაადანაშაულა. ბლერის თქმით, ჯერ კიდევ მისი პრემიერობის პერიოდში, გორდონ ბრაუნი მას აშანტაჟებდა, ხოლო პრინცესა დაიანა დახასიათებული ჰყავს, როგორც ჭკვიანი, ლამაზი და მეტისმეტად ჯიუტი ადამიანი, რომელსაც ადამიანების მართვა შეეძლო. წიგნში ასევე ნახსენებია ბლერის უკმაყოფილება პრინცესა დაიანასა და დოდი ალ-ფაიედის რომანით. ბლერის მემუარების წიგნი დიდი ტირაჟით იყიდება და ახლო მომავალში ახალი პოლიტიკური სკანდალების აგორებასაც ელოდებიან.

„ფლეიბოის“ მოდელმა ვიქტორ იანუკოვიჩი აატირა

უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტზე ათასობით ადამიანის წინაშე ატირდა მას შემდეგ, რაც უკრაინული „ფლეიბოის“ სექსუალურმა მოდელმა, ეროტიკული ფოტოსესიების გმირმა ელენა ფესუნენკომ სცენიდან წაიკითხა ვლადიმირ სოსიურის ლექსი „გიყვარდეთ უკრაინა“. რამდენიმე ფოტოობიექტივმა და ვიდეოკამერამ დააფიქსირა, თუ როგორ იმშრალებდა ცრემლებს ცხვირსახოცით ვიქტორ იანუკოვიჩი. ელენა ფესუნენკოს ლექსის წაკითხვის დროს ლურჯი კაბა ეცვა და თავზე უკრაინის დროშის ფერის ლენტი ეკეთა. თვითმხილველთა მტკიცებით, მის სექსუალურ ფორმებს იანუკოვიჩი თვალს ვერ აშორებდა.


скачать dle 11.3