კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ღვინო, დუდუკი, ქალები“


მუნჯის ენა დედამ იცის

გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ კულტურის მინისტრი ბ-ნი რურუა კვლავ პოსტზეა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ხმებს ქ-ნი ნიჟარაძის გამინისტრების შესახებ ჯერჯერობით ახდენა არ უწერია, მაგრამ, რაკი „ეშმაკს არ სძინავს“, ადრე თუ გვიან, ყველა მოარული ამბავი სინამდვილედ იქცევა ხოლმე. თუმცა ამ ეტაპზე ქ-ნი ნიჟარაძე გვარწმუნებს, რომ ქართული კულტურა შესანიშნავ ხელებშია მოხვედრილი („შესანიშნავში“ ბ-ნი რურუას ხელები იგულისხმება) და სიცრუეს უწოდებს ხმებს საკუთარი გამინისტრების შესახებ (ეს მხოლოდ სიცილს იწვევსო). მეორე მხრივ, სავარაუდოდ, ამ ხმების გამგონეებსაც სიცილი წასკდათ და, ალბათ, იმიტომაც გადაამოწმეს ადრესატთან. თუმცა ისიცაა, თუკი ქ-ნი ქობალიას ეკონომიკის, ქ-ნი კალმახელიძის კი ციხეების მინისტრობა სავსებით მშვიდად აღიქმება, ვითომ ქ-ნი ნიჟარაძის გამინისტრება რატომღაა სასაცილო?!

სასაცილოა თუ სატირალი, რაკი გასულ კვირას ქ-ნი ქობალიას პოლიტიკური ბენეფისი შედგა (თითქმის ყველა პოლიტნიუსი მისი და მისი უწყების საქმიანობას ეძღვნებოდა), განსაკუთრებით საგრძნობი გახდა, რომ ქართულსა და მას შორის შავ კატას ჩაურბენია. მართალია, საქართველოს მთავრობას კარგად ესმის ქ-ნი ქობალიასი (სავარაუდოდ, პრინციპით, მუნჯის ენა დედამ იცისო), მაგრამ, რეალურად, მინისტრის საუბრიდან შინაარსის გამოტანა თითქმის შეუძლებელია: რადგან არც კავშირების ხმარება იცის და მისი მეტყველების კულტურა საყველპურო გრამატიკის ნორმებსაც კი არ ემორჩილება.

სავარაუდოდ, ამის მიზეზი ქ-ნი ქობალიას დასავლური განსწავლულობაა (და მერე რა, რომ მისი დიპლომი კვლავაც თვალით არ გვინახავს?!). ამიტომაც, იქნებ უპრიანიც იყოს, რომ საჯარო გამოსვლებისას ან, თუნდაც, მთავრობის სხდომებზე ინგლისურად ელაპარაკა: ჯერ ერთი, საქართველოს მოსახლეობის ყურებიც დაისვენებდა და, რაც მთავარია, მეორე მშობლიური (თუ უკვე პირველი არა) ენის დაუფლებაში ერთგვარ პრაქტიკასაც გავივლიდით.


скачать dle 11.3