კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გუმანის ამარა


გულზე დახატულები

მართალია, დეკემბრამდე შორია (სწორედ ამ დროს უნდა აირჩიოს თუს-ის დიდმა საბჭომ ახალი რექტორი), მაგრამ უკვე ამთავითვე გუმანით ვგრძნობთ, რომ მომავალი რექტორი ბ-ნი კვიტაშვილი იქნება. ხოლო, რაკი მხოლოდ ჩვენი გუმანის ამარა ვართ დარჩენილი, არც ის ვიცით, თუ როგორი იქნება ახალი რექტორის სამოქმედო პროგრამა. სამაგიეროდ, ამ უკანასკნელმა უკვე მიიღო დირექტივები ქვეყნის პირველი პირისგან. კერძოდ, პრეზიდენტმა თსუ-ის „ბეზ პიატი მინუტ“ რექტორს აუხსნა, რომ უნივერსიტეტის იმ კურსდამთავრებულს, რომელმაც არ იცის ინგლისური, საერთოდაც არ უნდა მივცეთ დიპლომიო.

გამომდინარე იმ სავალალო ფაქტიდან, რომ ამ ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული დიპლომები დასავლეთში მაინცდამაინც დიდი ნდობით არ სარგებლობს (მეორე მხრივ, თუ თითქოსდა დასავლეთში განსწავლულ ამ ჩვენს მაღალჩინოსნებს, უფრო ზუსტად, მათი საქმიანობის ეფექტურობა-არაეფექტურობას გავიხსენებთ, მაინცდამაინც არც ჩვენ უნდა გვეხატებოდეს გულზე დასავლური სასწავლო დაწესებულებები), საერთოდაც, რად გვინდა უნივერსიტეტები?! გავხსნათ ინგლისური ენისა და კომპიუტერის შემსწავლელი კურსები! თანხასაც დავზოგავდით და ნერვებსაც!


скачать dle 11.3