კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბოლოთი გაკვირვებულები და სამართალდავიწყებულები


გასულ კვირას არა მხოლოდ ეკონომიკაში (უფასო კულინარიული სასწავლებლების მიმართულებით) დაისახა სტრატეგიულად პრიორიტეტული მიმართულებები, არამედ განათლებაშიც. კერძოდ, გადაწყდა, რომ ამიერიდან სახელმწიფო ტექნიკურ-საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაზე იზრუნებს (მას შემდეგ, რაც რეფორმის პირველ ტალღაში ხსენებულ საგნებს ქვა ქვაზე არ დაუტოვა). ციტატა პრეზიდენტის გამოსვლიდან: „დაივიწყეთ საერთაშორისო სამართალი, იურისპრუდენცია და ეკონომიკა, სრულიად მეორეხარისხოვანია დღევანდელ მოთხოვნებთან ეს პროფესიები“ (მეორე მხრივ, ეს მეტად პრაქტიკული პრიორიტეტია, იმას მაინც ვერ მივხვდებით, რა შორს წასულა ქართული სამართალი საერთაშორისო სამართლისგან. ამ ფონზე კი არა მხოლოდ კულინარია მოგეჩვენება სტრატეგიულ მიმართულებად, ყორანიც კი გათეთრდება). ჯერჯერობით უცნობია, რა სქემით გადაწყდება ამ ქვეყანაში მოზარდებში ტექნიკური და საბუნებისმეტყველო საგნებისადმი ლტოლვის გაძლიერება და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მხოლოდ ის ვიცით, რომ თითქოს სახელმწიფო გრანტი უფრო მეტ ტექნიკური და საბუნებისმეტყველო სპეციალობის აბიტურიენტს დააფინანსებს (თუმცა ისიცაა, მხოლოდ ოთხწლიანი დაფინანსება არაფერსაც არ მოგვცემს, მაღალი დონის სპეციალისტის მომზადებას განათლების სრული კურსი სჭირდება, მაგისტრატურა მაინც).

მეორე მხრივ, სპეციალური სახელმწიფო პროგრამა (აღმსრულებელი განათლების სამინისტროა) უცხოეთის უნივერსიტეტებში მოხვედრილ ახალგაზრდა ქართველებს აფინანსებს და თითქოს პრიორიტეტი ტექნიკური სპეციალობებია, თუმცა, რეალურად, საქმე სულ სხვაგვარადაა. მაგალითად, წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულთა რაოდენობა მკვეთრადაა შემცირებული, დაფინანსებულებში კი, მოარული ხმებით, ხელისუფლებასთან დაახლოებულთა შთამომავლები ჭარბობენ (დაფინანსების მოტივი სუბიექტურია: განათლების მინისტრის მეთაურობით არსებული კომისია საკუთარი შეხედულებისამებრ წყვეტს, ვის დააფინანსებს და ვის – არა). ციტატა პრეზიდენტის გამოსვლიდან: „კარგი იურისტი კარგია, გარწმუნებთ, იმდენი უმუშევარი იურისტი დადის ამერიკასა და ევროპაში და სანთლით ეძებენ კარგ ინჟინრებს“. ჰოდა, ბოლომ რომ არ გაგვაკვირვოს, იქნებ განათლების სამინისტრომ გაგვიმხილოს, რამდენი ახალგაზრდა ინჟინრის სწავლება დააფინანსა, მაგალითად, წელს?!


скачать dle 11.3