კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2018 (107)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)

ვეტერინარის რჩევები


კითხვა: მინდა, შევიძინო რომელიმე პატარა ტანის ძაღლი. მაინტერესებს, ადვილია თუ არა მათი მოვლა?

პასუხი: პატარა ტანის ძაღლის მოვლა რთული სულაც არ არის. ისინი ოჯახის წევრების მიმართ უზომოდ თბილები და მოსიყვარულენი არიან. ამავდროულად, ერთგული მცველის ფუნქციასაც ითავსებენ. არ დაგავიწყდეთ, რომ მათ ძალიან უყვართ ყურადღება და აღმერთებენ ოჯახის წევრებთან ერთად სეირნობას. შეგიძლიათ, მათთან ერთად სამოგზაუროდაც კი წახვიდეთ, რადგან ეს პრობლემას არ შეგიქმნით. პატარა ტანის ძაღლის თან ყოლას არ კრძალავს მსოფლიოს თითქმის არც ერთი სასტუმრო.

კითხვა: შევიძინე ჩინური ქოჩორა ძაღლი, მაგრამ თავზე თმა არ ამოუვიდა. იქნებ მითხრათ, ეს ჯიშის არასასურველი წარმომადგენელია, თუ სხვა ძაღლი მაყიდინეს? ვნერვიულობ, რადგან მასში არც ისე ცოტა თანხა გადავიხადე.

პასუხი: თქვენ ალბათ, არ იცით, რომ ჩინური ქოჩორა ძაღლის ორი ნაირსახეობა არსებობს – ბეწვიანი და ქოსა. შეიძლება, ერთი მშობლების რამდენიმე ლეკვიდან ერთი ქოსა იყოს, დანარჩენი კი ბეწვიანი. ბეწვიან ძაღლებს ძირითადად ჯიშის მომშენებლები იყენებენ, რადგან ის აუცილებელია ჯიშის შემდგომი გაგრძელებისთვის. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბეწვიანი ძაღლის ქოსა ძაღლთან შეჯვარებით ბევრად უფრო ჯანმრთელი ლეკვები იბადებიან, ვიდრე ქოსა ძაღლის ქოსასთან შეჯვარებით. ასე რომ, თქვენ ნამდვილად არ შეგიძენიათ ჯიშის არასასურველი წარმომადგენელი, უბრალოდ, ის ჩინური ქოჩორა ძაღლის ერთ-ერთი ნაირსახეობაა.

კითხვა: ჩემს ძაღლს ბოლო დროს ჭამის შემდეგ ხშირად ერევა გული. რისი ბრალი შეიძლება იყოს?

პასუხი: ეს შეიძლება, საკვების ბრალიც იყოს, ანუ, შესაძლოა, ძაღლს ისეთ საკვებს აძლევთ, რაც საჭმლის მომნელებელ სისტემას აღიზიანებს. ეს კი შემდგომ იწვევს გასტრიტს, დუოდენიტს და ქოლეცისტიტს. ყოველივე ამას გართულება რომ არ მოჰყვეს, საჭიროა, დროულად მიიყვანოთ თქვენი ოთხფეხა მეგობარი ვეტერინართან.

კითხვა: სამოსამსახურეო ჯიშის ძაღლებიდან რომელზე შეიძლება არჩევანის გაკეთება?

პასუხი: სამოსამსახურეო ჯიშის ძაღლებიდან გამოირჩევიან: როტვეილერი, დობერმანი, გერმანული ნაგაზი, ამერიკული ბულდოგი და ასე შემდეგ. ისინი ორიენტირებული არიან პატრონის დაცვაზე, შედარებით უცხო ადამიანებისადმი არიან გულგრილები და უნდობლები, არიან საუკეთესო მცველები. სამოსამსახურეო ძაღლებს ადამიანისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლიათ. არ გამოხატავენ აგრესიას, თუ მათ ტერიტორიას არ გადალახავ და მათ საკუთრებაში არ შეიჭრები.


скачать dle 11.3