კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღირს გარისკო?!


ამბობენ, რისკი კეთილშობილური საქმეა და ვინც არ რისკავს, ის არც შამპანურს სვამსო. შეიძლება, ასეც არის და რადგან ეს გამოთქმა თავისი არსებობის არაერთ წელს ითვლის, სიმართლის მარცვალი მასში უდავოდ იქნება. მაგრამ, მოდი, ამ საკითხს მშვიდად, ცივი გონებით შევხედოთ. ღირს კი გარისკო ურთიერთობაში? ღირს კი რისკი რისკის ფასად? საჭიროა, საკუთარი თავი დაარწმუნო იმაში, რომ „ბეწვის ხიდზე“ გავლას შეძლებ და მიმართულებას შეუცვლი ურთიერთობას, რომელიც დასაწყისშივე განწირულია?! როგორი სტრატეგიაც არ უნდა შეარჩიოთ, ადამიანს ვერც „გადააკეთებთ“ და მით უმეტეს, ვერც შეცვლით. „ფასადის“ შელამაზებით მხოლოდ თავს მოიტყუებთ. „ვა ბანკზე“ წასვლა იქ, სადაც სასწორზე თქვენი ცხოვრება და ბედნიერება დევს, დაუშვებელია. „მოდი, გავრისკავ და გავყვები ცოლად, იქნებ ცხოვრების სტილი შეცვალოს და საქმეს მოკიდოს ხელი“, – როცა ამას ამბობთ, იფიქრეთ იმაზე, რომ ექსპერიმენტს საკუთარი ცხოვრების ხარჯზე ატარებთ. ან კიდევ, „სვამს იმიტომ, რომ ოჯახი არ აქვს. როგორც კი მე მის გვერდით აღმოვჩნდები, ყველაფერი შეიცვლება“. არ შეიცვლება და ამ შემთხვევაში „ის“ არაფერში იქნება დამნაშავე. მერე ნუღარ ეცდებით, საკუთარი შეცდომით გამოწვეული რისხვა იმას დაატეხოთ თავზე. გაიხსენეთ, განა მოგცათ პირობა, რომ შეიცვლებოდა?! კიდევ ერთი მაგალითი: თვალნათლივ ხედავთ, რომ ვერც ერთ ქალს გულგრილად ვერ უყურებს. მისთვის შიშველი მუხლისთავის დანახვაც საკმარისია, რომ ყველა და ყველაფერი დაივიწყოს. ერთდროულად რამდენიმე „სიყვარული“ აქვს და იფიცება, რომ მის გულში ყველა მათგანისთვის მოიძებნება ადგილი. როგორ გგონიათ, ამ შემთხვევაში, რისკი გამართლებული იქნება?! – არა, თუკი თანახმა ხართ მის „საერთო საცხოვრებელში“ ერთი პატარა კუნჭული გქონდეთ, მაშინ სხვა საქმეა. მაგრამ, თავს ნუ მოიტყუებთ, რომ ის თქვენს თავგანწირვას დააფასებს. თქვენ მიერ გაწეული რისკი აღაფრთოვანებს და სხვა ქალებისკენ აღარ გაიხედავს.

ერთი სიტყვით, ვიდრე გარისკავდეთ, კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდით, ღირს კი ერთი ყლუპი შამპანური მთელი ცხოვრების „პახმელიად“?!


скачать dle 11.3