კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2020 (48)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)

ასე არ ხდება...


სასწაულები ხდება, თუკი ამ სასწაულების გჯერა. მაგრამ გააჩნია, სასწაულსაც, ის ცოტათი მაინც უნდა იყოს ახლოს რეალობასთან. მაგალითად, ქალები ხშირად იტყუებენ თავს, როცა ჰგონიათ, რომ მამაკაცს აქვს უნარი, ხელის ერთი მოსმით დაანგრიოს რამდენიმეწლიანი სტაბილური ურთიერთობა და სერიოზულად იფიქროს ახალზე. როგორი მოხიბლულიც უნდა ვიყოთ მამაკაცის გემოვნებით, აღზრდით, ქცევის მანერით, მდიდარი შემოქმედებითი პოტენციალით და ჭკუით, უნდა ვაღიაროთ, რომ ოჯახური ცხოვრებისთვის ამ ტიპის მამაკაცები სულაც არ არიან იდეალურები. როცა უამრავი ყოფითი საზრუნავი გაქვს, მაშინ მაღალფარდოვან ფრაზებს და „არამიწიერ“ აზროვნებას, გვერდით ერთი კარგი დამხმარე გირჩევნია, რომელიც უსიტყვოდ გაგიგებს და ხელს შეგაშველებს.

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ სწორედ „ესთეტების“ ცოლებს უწევთ ყველაზე მეტი გარჯა და ორ ფრონტზე ბრძოლა. ისინი ამას ხედავენ და თუნდაც, რომ უღალატონ, მათგან წამოსვლის სურვილი არ უჩნდებათ.

სტატისტიკის მიხედვით, თუ ცოლიანმა მამაკაცმა ახალი რომანის გაბმიდან ექვს თვეში არ მიატოვა ცოლი, დიდი შანსია, რომ მას არც არასოდეს მიატოვებს. „ჩემზე ირევა და ამას აუცილებლად გააკეთებს“ – ეს თავის მოტყუებაა. შეიძლება, გადაირიოს, მაგრამ დროებით. როცა „გადარევა“ გაუვლის, ის თავის ჩვეულ გარემოში ყოფნას ამჯობინებს. ქალებს უფრო ახასიათებთ ადამიანის გაიდეალება, ვიდრე მამაკაცებს. ისინი რეალურად და საღად აფასებენ სიტუაციას. კარგად იციან, რა უღირთ და რის ფასად. თუკი ოჯახიდან წამოვა, ეს მისი ცოლის „დამსახურება“ იქნება და არა თქვენი.

P. S. ბევრი რამე ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა და წარმოგვიდგენია. ნებსით თუ უნებლიეთ, ზოგჯერ მაინც ვექცევით ილუზიების ტყვეობაში. მაგრამ, ალბათ, უნდა გვახსოვდეს, რომ ბედი მაინც ჩვენს ხელშია და ადრე თუ გვიან, ყველაფერს უკეთესობისკენ შევცვლით.


скачать dle 11.3