კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ დღეებში ჯობია ყურძნის მოკრეფა და რატომ არის საშიში დაღმავალ მთვარეზე დაწურული ღვინის დალევა ადამიანის ჯანმრთელობისთვის


ქართველი კაცისთვის ვაზი საკუთარი შვილივითაა. მისი მოვლა, მოსავლის მოყვანა, დაწურვა და ღვინის დაყენება, ის რიტუალია, რომელიც წინაპრებისგან შთამომავლობით გვერგო და ჩვენც ამ ტრადიციას, შეძლებისდაგვარად, ვაგრძელებთ. ვაზის მოვლა-პატრონობას ჩვენი წინაპრები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ. ასევე, დიდი მთვარის ფაზებს, რადგანაც სჯეროდათ, რომ გარკვეულ დროს მოკრეფილ და დაწურულ მტევანს განსაკუთრებული თვისებები და ძალა ჰქონდა. ის არ ფუჭდებოდა და სამკურნალო თვისებებსაც დიდხანს ინარჩუნებდა.

თუ რა პერიოდშია უმჯობესი ყურძნის მოკრეფა, დაწურვა და მისი ჩასხმა შესაბამის ჭურჭელში, ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს, რომელმაც მეტად საინტერესო და აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები მოგვაწოდა.







– ვაზის მოსავლის აღების, კრეფა-დაბინავების დრო დგება. რთველისთვის გლეხი ყოველ შემოდგომას განსაკუთრებულად ემზადება და იმედი აქვს, მთელი წლის ჯაფის შემდეგ, მისი მარანი ბარაქით აივსება. ასტროლოგიური კუთხით, ჩვენი წინაპრები ამ დროს ყურადღებას აქცევდნენ მთვარის კალენდრის კონკრეტულ დღეებს, როცა ყურძნის აღება-დაბინავება განსაკუთრებულად მისაღები და ნაყოფიერი იყო. თქვენ რას გვეტყვით ამ კუთხით, როდის არის უმჯობესი ყურძნის მოკრეფა და დაბინავება?

– მართალია, ასტროლოგიურ ცოდნას ამ მხრივ ჩვენი წინაპრები დიდ ყურადღებას აქცევდნენ და სწორადაც იქცეოდნენ. სანამ უშუალოდ კითხვაზე გაგცემთ პასუხს, გეტყვით რომ, მთვარეს აქვს ოთხი ფაზა. კერძოდ, აღმავალი მთვარე, რომელშიც შედის 14 დღე და იწყება ახალი მთვარიდან. ეს ფაზაც ორად იყოფა. შემდეგი არის დაღმავალი მთვარის ფაზა – სავსე მთვარიდან ახალ მთვარემდე პერიოდი და ეს ფაზაც ორ ნაწილად იყოფა. ანუ, ერთ თვეში ჩვენ აღმავალი და დაღმავალი მთვარის ფაზები აუცილებლად გვაქვს. აღმავალ ფაზაში, მცენარეში არსებული წვენი, რომლითაც ის საზრდოობს, ამოდის ნაყოფში 14 დღის განმავლობაში, ანუ ნაყოფი უფრო წვნიანი ხდება. ამ დროს მისი დაკრეფა კარგია. მთვარის დაღმავალ ფაზაში კი ის ფესვისკენ მიდის და მისი მოკრეფა არ არის რეკომენდებული. ასე რომ, აღმავალი მთვარიდან, ყურძენი თუ სხვა ხილი უნდა მოასწროთ და დაკრიფოთ ორი კვირის განმავლობაში. ამ დროს ის წონითაც დიდია, წვნიანიცაა და ტკბილიც. შესანახადაც დიდხანს ძლებს და არც ფუჭდება. ორი კვირის შემდეგ კი ნაყოფი იფიტება წვენისგან და ის იმ შემთხვევაში უნდა დაკრიფოთ, თუ შესანახად გინდათ ზამთრისთვის. სხვათა შორის, არასასურველ მთვარის ფაზაში დაკრეფილი და დაწურული ყურძენი ადამიანის სიმთვრალეზეც მოქმედებს. ამ დროს ღვინო უფრო ეკიდება და თან თუ ახალ მთვარეზე დალევთ, მით უფრო გაორმაგდება თქვენში ნეგატიური ენერგიის გამოვლენის სურვილი. ასე რომ, გირჩევთ, ყურძენი არ დაკრიფოთ ახალი მთვარიდან მეორე, მესამე, მეხუთე, მეცხრე, მეთორმეტე, მეცამეტე, მეცხრამეტე და ოცდამეცხრე დღეს. ამ დროს მთვარიდან ნეგატიური ენერგია მოდის. სხვა დღეებში – კი ბატონო. სექტემბერში ახალმთვარეობა გვაქვს 8 სექტემბერს. ამიტომ, ყურძნის დაკრეფა-დაწურვა მისაღებია 11, 15, 16, 19, 21 სექტემბერს. 24 სექტემბერს კი რთველს მოერიდეთ.

ასეთ დროს ბადაგი სწრაფად დადუღდება, შეინარჩუნებს დიდი რაოდენობით სიტკბოს. ღვინის ბოთლებში ჩასხმა კი რეკომენდებულია დაღმავალ მთვარეზე, რათა ბოთლები არ გასკდეს და უკეთ შეინახოს. დაღმავალი ეწოდება სავსე მთვარიდან ორი კვირის განმავლობაში პერიოდს. ამ დროს მთვარე გადის სავსემთვარეობიდან ახალმთვარეობამდე პერიოდს. ასე რომ, ღვინის დაყენება კარგია ახალ მთვარეზე, ოღონდ პლუს-მინუს 12 საათის გამოტოვებით. ამ პერიოდში ის სწრაფად დადუღდება და შეინარჩუნებს სიტკბოს. საერთოდ, ასტროლოგიურად სწორად ჩაყრილი ვენახი არ საჭიროებს ქიმიკატების და სასუქების გამოყენებას. ამასთან, მოსავალიც მეტი იქნება და ღვინის ხარისხიც მოიმატებს. ყველა მცენარეს აქვს თავისი ხასიათი და ენერგეტიკა. რთვლობას საქართველოში განსაკუთრებულად უყურებენ დღესაც. ბოლოს და ბოლოს, საქართველო ხომ ვაზის ქვეყნად არის აღიარებული. მთვარის ფაზებს კი ყოველთვის აქცევდნენ ყურადღებას და ოდითგანვე, ადამიანები მთვარის ფაზების მიხედვით არკვევდნენ, როდის ჯობდა თესვა, მოსავლის აღება, დაწურვა, დაბინავება, გადატანა სპეციალურ შესანახ ჭურჭელში და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ეს ტრადიცია დღეს დავიწყებას მიეცა, თუმცა სოფლად, ასაკში შესული ადამიანები, მთვარის ფაზებს დღესაც აქცევენ ყურადღებას და მისი მითითებით ეწევიან სოფლის მეურნეობას. ასტროლოგია კი სწავლობს ბიოლოგიურ ორგანიზმებზე ციური სხეულების ზეგავლენას. ბიოლოგიურ ორგანიზმს კი არა მარტო ადამიანი, არამედ მცენარე და კონკრეტულად ვაზიც ეკუთვნის, რასაკვირველია. საუკუნეების განმავლობაშია შემჩნეული მცენარის დამოკიდებულება მთვარის ფაზებზე.

– დაწურული ყურძნის ნარჩენისგან, გლეხები არაყს ხდიან. მთვარის ფაზები არყის გამოხდის დროსაც უნდა გავითვალისწინოთ?

– გეტყვით, რომ არაყს ისეთი ძლიერი ენერგეტიკა არ აქვს, როგორც ღვინოს. ამიტომ, ის მაშინ გამოხადეთ, როცა გსურთ და ნუ ახედავთ ცაში მთვარეს. არაყი, როგორც გითხარით, ენერგეტიკულად სუსტი პროდუქტია, მასში ფერმენტები საერთოდ არ გვხვდება, ღვინოში კი 250 ფერმენტია. სწორად დაკრეფილ და მოწეულ-დაწურულ ყურძენს უდიდესი სამკურნალო ძალა და ენერგეტიკა აქვს. ამიტომ, ვამბობთ ქართველები ღვინით სადღეგრძელოს და არა რუსებივით არყით (იცინის).

– ვაზის მოვლის დროს, რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, რომ, სამომავლოდ, უხვი და ნაყოფიერი მოსავალი მიიღოს?

– ოდითგანვე, ჩვენი წინაპრები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ვაზს და ყურძნის აღება-დაბინავების პროცესს. ამ დროს, ისინი ასტროლოგიის ცოდნას ყოველთვის იყენებდნენ. ამას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე, ისინი დიდ ყურადღებას აქცევდნენ მთვარის ფაზებს. ამის მიხედვით იცოდნენ, როდის დაეთესათ, როდის აეღოთ მოსავალი და დაებინავებინათ ის. რადგან ვაზი საქართველოში უმთავრესი კულტურაა, ამიტომ აქვს მას გარკვეული პრიორიტეტი. გეტყვით, რომ ასტროლოგიურად ვაზი უნდა ჩაიყაროს ახალ მთვარეზე. ამ შემთხვევაში იგულისხმება, ახალ მთვარემდე 12 საათი და ახალი მთვარიდან 12 საათი. ანუ, ახალი მთვარიდან 12 საათი რომ გავა, ამის შემდგომი დღე და მეორე დღე კარგია ვაზის ჩასაყრელად. სასურველია, ასევე მთვარე გადიოდეს ცეცხლის სტიქიის ნიშნებს, კერძოდ, ლომის და მშვილდოსნის ნიშნებს. ვაზის გასხვლა კი სასურველია კლებადი მთვარის დროს, ანუ იგივე ცეცხლის სტიქიის დროს, როცა მთვარე გადის ვერძის, ლომის და მშვილდოსნის ნიშნებს. ამ შემთხვევაში გამონაკლისია ახალგაზრდა, ანუ სამ წლამდე ვაზი, რომელიც უნდა გაისხლას ახალ მთვარეზე – 12 საათის შემდეგ, რათა მისმა სითხემ თავისუფლად იდინოს და არ ჩადგეს. ვაზის მორწყვა არ შეიძლება ჰაერის სტიქიის, კერძოდ, ტყუპების, მერწყულისა და სასწორის ნიშნებში მთვარის გავლისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ვაზს მღრღნელები და პარაზიტები შეესიოს და გააფუჭოს. დანარჩენ დღეებში კი მორწყეთ, თუმცა აქვე გეტყვით, რომ ზედმეტი და არაბუნებრივი მორწყვაც ამცირებს მოსავლის სიტკბოს. გასხვლა და გაფურჩქვნა რეკომენდებულია სავსე მთვარიდან ახალ მთვარემდე პერიოდში. სასუქით ნიადაგის განოყიერება-გამდიდრებაც უმჯობესია დაღმავალ მთვარეზე, ცეცხლის სტიქიის ანუ ვერძისა და მშვილდოსნის ნიშნებში მთვარის გავლის დროს.

– და მაინც, არასასურველ დღეებში დაწურული ღვინო, ადამიანის ჯანმრთელობაზე თუ აისახება უარყოფითად?

– რასაკვირველია. მით უმეტეს, თუ არასასურველ მთვარის ფაზაში დაკრეფილ და დაწურულ ღვინოს დალევთ მთვარის არასასურველ დღეებში, როცა კოსმოსიდან ნეგატიური ენერგიები მოდის, ის თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. სწორედ ამიტომ, უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება რთველის სწორად დაგეგმვას და ყურძნის დაწურვას.


скачать dle 11.3