კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (106)
იანვარი 2020 (195)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

ვისთან ერთად იმხობდა ლონდონში ყველაფერს თავზე ნოდიკო ტატიშვილი და რისგან იღებდა ის ყველაზე დიდ სიამოვნებას


ერთ თვეზე მეტია, რაც ნოდიკო ტატიშვილი ლონდონში ცხოვრობს, სწავლობს, მასტერკლასებს გადის და იმავდროულად, ლონდონური ცხოვრების სტილით ტკბება. ნოდიკო სექტემბერში დაბრუნდება თბილისში და კლიპის, სიმღერების პრემიერას, ახალი ალბომის გამოშვებას და საინტერესო პროექტებში მონაწილეობას გეგმავს.

ნოდიკო ტატიშვილი: თანამედროვე მუსიკის შემსრულებელთა ინსტიტუტისგან მოწვევა ჯერ კიდევ სამი წლის წინ მქონდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მოვახერხე აქამდე გამგზავრება. წელს კი შევძელი. პარალელურად, ბარლინქტონის კოლეჯში, რომელიც ლონდონში ყველაზე დიდი კოლეჯია, გავდივარ ენის კურსებს. სკოლაში გერმანულს ვსწავლობდი, ამიტომ ინგლისური არ ვიცი. ბოლო პერიოდში მივხვდი, რომ სასწრაფოდ უნდა მესწავლა ინგლისური და ჩამოსვლამდე ოთხი თვის განმავლობაში ვემზადებოდი. ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა და თან, მეც მინდოდა, კარგად მესწავლა, საოცრად მონდომებული ვიყავი. ლონდონში რომ ჩამოვედი, მივედი სკოლაში, გავიარე ტესტირება, გასაუბრება და დამსვეს საშუალო დონეზე. ჩემს დას რომ დავურეკე, კვდებოდა სიცილით, გამორიცხულიაო, ალბათ, გაიგეს, მომღერალი რომ იყავი და პატივი გცესო. ჩემი და აქ ცხოვრობს, ძალიან განათლებული, ნაკითხი გოგონაა და სულ ვფიქრობ, ნეტავ, რაც მან იცის, მე ვიცოდე და ნახევარი მაინც მქონდეს წაკითხული-მეთქი. მოკლედ, დამსვეს საშუალო დონეზე, მაგრამ მე მოვითხოვე, იქნებ ერთი საფეხურით უკან დამწიოთ, რომ უკეთ ვისწავლო ინგლისური-მეთქი. გაუკვირდათ, რა თავმდაბლობაა, თავისუფლად შეგიძლია, ამ დონეზე ისწავლოო, მაგრამ მე მქონდა მოთხოვნილება, რომ უფრო დაბალი საფეხურიდან დამეწყო.

– ცხოვრების სტილიც აქტიური გექნება.

– ჩამოსვლისთანავე ძალიან აქტიური ცხოვრება დამეწყო, თუმცა თბილისისგან განსხვავებით, ვისვენებ, თუ არ ჩავთვლით იმ პერიოდს, როდესაც მუსიკის ინსტიტუტში დავდიოდი და ძალიან გადატვირთული ვიყავი. ჩემი და მეუბნებოდა, შენს ჩამოსვლას რა აზრი აქვს, ისევე ვერ გხედავ, როგორც თბილისში როცა ხარო. ახლა მხოლოდ ენის შემსწავლელ კოლეჯში დავდივარ და შედარებით ვისვენებ. თან, ლონდონი ძალიან მშვიდი ქალაქია, თუმცა არის ადგილები, სადაც შეგიძლია, ყველაფერი თავზე დაიმხო. როგორიც მიყვარს, სწორედ ისეთი ქალაქია – მშვიდი, ღრუბელი ცაზე, წვიმა და მოკლედ, ლონდონის ამინდი. წვიმა ჩემი შეყვარებულია.

– შენი და დიდი ხანია ლონდონში ცხოვრობს, საინტერესოა, როგორი შეხვედრა გქონდათ.

– ჩემი და წელიწადი და ოთხი თვე არ მყავდა ნანახი და ჩვენს შეხვედრაზე ყველა, ლაპარაკობდა, რადგან ის პერიოდი ჩემთვის ტანჯვა იყო, როცა ჩემი და გვერდით არ მყავდა. აეროპორტი, ფაქტობრივად, დაინგრა, შემოხტომა, გადახტომებით, ბატალური სცენებით, საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა. ორივე ბედნიერები ვართ, ერთად ყოფნით. როგორც კი ჩამოვედი, ჩემმა დამ წამიყვანა ძალიან კარგ კაფე-ბარში და დამალევინა ძალიან კარგი ყავა. პირველი ყლუპი რომ მოვსვი, იმ წუთიდან დაიწყო ჩემი ლონდონისადმი სიყვარული და ამის შემდეგ გადარეული ვარ. მოკლედ, თავიდანვე სრული კომფორტი შემექმნა და თავი ბედნიერ ადამიანად ვიგრძენი. არა მხოლოდ ლონდონი დავათვალიერე, არამედ მისი მიმდებარე ქალაქებიც. ვაპირებ წასვლას შოტლანდიაში, ავსტრიასა და გერმანიაში. ლონდონი არც ევროპაა, არც ამერიკა. საოცარი ხიბლი აქვს, რამდენიმე დღეში გგონია, რომ უკვე შენს ტერიტორიაზე ხარ. საქართველოს გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება, თბილისზე ვგიჟდები, მაგრამ ლონდონშიც ძალიან შინაურულად ვგრძნობ თავს. თვითონ ადამიანების დამოკიდებულებაა საოცარი. ყველა გიღიმის და არავინ ერევა შენს ცხოვრებაში. ლონდონში ძალიან ბევრი კლუბი და პაბია. პარასკევს რომ იწყება „უიქენდი“, ყველაფერს თავზე იმხობენ, ბოლომდე ერთობიან, ძალიან ბევრ ლუდს სვამენ, განსაკუთრებულად იცვამენ. ერთ დღესაც მე და ჩემი და შევესწარით, ერთ-ერთი კლუბიდან პოლიცია გამოიძახეს და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც დავინახე პოლიციელები როგორ უჭერდნენ მთვრალ გოგონებს და ბიჭებს შუბლს, თან ამშვიდებდნენ – არა უშავს, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. მომავალში ამდენი აღარ დალიოთო.

– შენც დადიხარ კლუბებში?

– არ მიზიდავს კლუბური ცხოვრება, ხმაურიანი გართობა. ერთხელ ვიყავი კლუბში, მაგრამ რამდენიმე წუთში გამოვედი. შესაბამისად, უფრო მშვიდ გარემოში ვერთობი. აქ ძალიან ბევრი ლამაზი პარკია და იქ დავდივართ. ვიყავი იმ პარკში, სადაც „ნოთინგ ჰილი“ გადაიღეს. იმ სკამზე ვიჯექი, სადაც ფილმის ბოლოს სხედან ჰიუ გრანტი და ჯულია რობერტსი. ბავშვებთან ერთად ვერთობი ხოლმე და ისინი ვერ ხვდებიან, ამხელა ბიჭი რატომ „კატაობს“ საქანელაზე. კიდევ ბევრს დავდივარ „შოპინგებზე“, ჩემი სუსტი წერტილია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ჩემი შემოსავლის დიდი ნაწილი სწორედ ამაში იხარჯება. ლონდონში ბევრი მაღაზიაა, სადაც ყველაფერი ხარისხიანია და ჩემმა დამ უთხრა თავის მეგობრებს, თქვენ გაყევით და გამოყევითო. იცის, რომ შევალ მაღაზიებში, კარავი უნდა წამოიღონ, გაშალონ და დამელოდონ. ჩემი დის მეგობრები დამყვებოდნენ. ლონდონიდან ერთი საათის სავალზე დასახლებაა, სადაც „შოპინგცენტრია“ და იქ მსოფლიოში ცნობილი ყველა ბრენდია წარმოდგენილი. წავედი იქ. რომ გაიხსნა, შევედი და დაცვა უკვე კეტავდა, უკან რომ გამოვედი. ისეთი ბედნიერი და კმაყოფილი ვიყავი. მართლაც, არჩევნით დღემდე კმაყოფილი ვარ, მაგრამ მეორე დღეს რომ გავიღვიძე, ტვინში რაღაცეებს რომ გადავხედე, ცოტა არ იყოს, ვინერვიულე ბიუჯეტის გარღვევასთან დაკავშირებით. აქ ძალიან კარგი ქართველები გავიცანი და მათ დამპატიჟეს მიუზიკლზე „ჩიკაგო“. ჰოი, საოცრებავ, ეს რა ვნახე, გადარეული გამოვედი. მთელი ღამე არ მეძინა, სცენაზე ასეთი რამ ხდებოდეს, არსად მინახავს.

– მომიყევი, როგორ სწავლობდი მუსიკალურ ინსტიტუტში, კმაყოფილი თუ ხარ?

– ძალიან კარგი, ძლიერი პედაგოგები მასწავლიდნენ. ყოველდღე მქონდა თეორიული სწავლება და პრაქტიკული გაკვეთილები. საღამოს ვოკალისტები ვუერთდებოდით ინსტრუმენტალისტებს, იწყებოდა „ჯემ-სეიშენები“. ძალიან საინტერესო იყო თვითონ პროცესი. თან, უნდა გაგვეკეთებინა ბენდი და გამოსაშვებ საღამოზე მასთან ერთად გვემღერა. ცდილობ, საუკეთესო მუსიკოსი ამოარჩიო და ჩემს შემთხვევაში ასეც მოხდა. ძალიან კარგი მუსიკოსები უკრავდნენ ჩემს ბენდში. ბედნიერი ვიყავი, რომ პედაგოგებისგან და სტუდენტებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას ვიმსახურებდი და გამორჩეული ვიყავი. ცოტა მოგვიანებით, ვუთხარი, რომ ჩემი ქვეყნის 2009 წლის „პოპ-აიდოლი“ ვიყავი. სასწაული რეაქცია ჰქონდათ. ფოტოების გადაღება დაიწყეს, რატომ არ გვითხარი აქამდე, ახლა მივხვდით, ასე კარგად რატომ მღერიო, გაგიჟდნენ, გადაირივნენ, ჩვენთან „სელებრითი“ სწავლობსო. ძალიან კარგი ინსტიტუტია, ყველა აუდიტორიაში იყო გამართული აპარატურა თავისი ყველაფრით. მოვიხიბლე ინსტიტუტით, მინდა, რომ საქართველოში ასეთი რამ გავაკეთო. „ჯემ-სეიშენებზე“, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ვიმხობდით თავზე ყველაფერს, იყო წივილ-კივილი, აპლოდისმენტები. მასტერკლასებისა და თეორიის გაკვეთილების გარდა, „ჯემ-სეიშენებზე“ ყველაზე დიდ სიამოვნებას ვიღებდი. ყველა აუდიტორიაში მოწყობილი იყო სცენა, საკონცერტო აკუსტიკა და თავისუფლად ვმღეროდით. ბოლო ორი დღე ერთი აუდიტორიიდან მეორეში გადავდიოდი სიმღერით და ძალიან ბედნიერი ვიყავი. რაც შეეხება გამოსაშვებ საღამოს, ერთ ძალიან კარგ კლუბში ვიყავით. კარგი დრო გავატარეთ, და თბილად დავემშვიდობეთ ერთმანეთს, ცოტა გული კი დამწყდა და მოვიწყინე, მაგრამ ჩემი და, მეგობრები, მაქსიმალურად ცდილობენ, გამამხნევონ, ზედ მყვებიან.


скачать dle 11.3