კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ „იხოცავენ” ირაკლი ჩოლოყაშვილის დანახვისას უცხოელი ქალები თავებს და სად ჩააგდო ის შარში საკუთარმა თავადურმა წარმოშობამ


მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი აქტიურად მუშაობს, ცდილობს, დასვენებაში დრო არ დაკარგოს და საქმეს დროდადრო დასვენებაც შეუფარდოს. მას არაერთ უცხო ქვეყანაში დაუდგამს ფეხი და საინტერესო ისტორიაც ბევრი აქვს გასახსენებელი. როგორც მისი მეგობრები ხუმრობენ, ირაკლი, უცხო მხარეშიც ისეთივე პოპულარულია თავისი თავადური წარმოშობის და გარეგნობის წყალობით, როგორც საქართველოში.



ირაკლი ჩოლოყაშვილი: ეს ზაფხული, საკმაოდ, აქტიურად გავატარე. ცოტა ხნით კი წავედი ზღვაზე, მაგრამ წყალში რომ ჩავედი, მივხვდი ვერ გავგრილდებოდი. მერე ცხელმა ჰაერმაც რომ დამიბერა სანაპიროზე, ჩავაბარგე რაც კი მქონდა წაღებული და უკან, თბილისში წამოვედი გასაგრილებლად (იცინის). ასე რომ, აქ უფრო კარგად დავისვენე და თან საქმეებიც მოვასწარი. საერთოდ, ძალიან მიყვარს სისწრაფე და ექსტრემი. აქტიური ადამიანი ვარ. მეხუმრებიან ხოლმე, საქმე რომ არ გქონდეს, ალბათ, დაჯდები და მეოთხე თაობის ველოსიპედს გამოიგონებდიო (იცინის). მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით დასაქმებული ვარ, თან ველოსიპედიც გამოგონებულია.

– შენი მეგობრები იმასაც ამბობენ, თვითმფრინავით მგზავრობის დროს, ირაკლის შავი იუმორი „ეხსნებაო”.

– მართალია. ფრენა ძალიან მიყვარს და შავი იუმორის გრძნობაც, სწორედ ცაში მეხსნება. რომ ნერვიულობენ ხოლმე თვითმფრინავში, მივუჯდები და ვამშვიდებ: ნუ ნერვიულობთ, თუ ჩამოსავარდნია, მაინც ჩამოვარდება, ყველა ერთად დავიხოცებით, მარტო ხომ არ ხართ-მეთქი. სულ გიჟდებიან (იცინის). არ დამავიწყდება, ერთხელ მე და მერაბ სეფაშვილი თვითმფრინავში გვერდიგვერდ მოვხვდით. დავუწყე საუბარი: მერაბ, რამდენჯერ მჯდარხარ თვითმფრინავში, რომ გადათვალო, ასამდე ხომ მაინც ახვალ-მეთქი. დამეთანხმა, კიო. ჰოდა, ასიდან ერთხელ ხომ მაინც უნდა ჩამოვარდეს, სულ ასე მშვიდად ხომ არ იფრენ-მეთქი. გადაირია, ფერი დაკარგა, რას მთარსავო (იცინის). თან, ახლო-მახლო მსხდომმა მგზავრებმაც გაიგონეს ჩვენი საუბარი და ცოტა შეფიქრიანდნენ. არ გავიდა რამდენიმე წუთი და აცხადებენ, თბილისში დიდი წვიმაა, აეროპორტი დაიტბორა და ვერ ვსხდებითო. რამდენიმე წრე დავარტყით აეროპორტს და ვერ დავსხედით საფრენ ბილიკზე. მერე თქვეს, იქნებ ერევანში გადავფრინდეთ და იქ დავსხდეთ უსაფრთხოდო. ისეთი პანიკა შეიქნა, უნდა გენახათ. მეჩხუბებოდნენ, რას აგვაგდე წინასწარ, სანამ ეს დრო არ მოვიდოდა, ენამ გიყივლა თუ რა, შენი შენთებაღა გვინდოდაო (იცინის). ისე, კარგი დროც მაქვს ცაში გატარებული, მიქეიფია და მიმღერია კიდეც „მრავალჟამიერი”. კიევში რომ მთელი ამბები იყო, სოლიდარობა გამოვუცხადეთ კიეველებს და იქ გავფრინდით პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად. შუა ფრენის დროს, აღმოჩნდა რომ მისი სიმამრის, ედუარდ რულოვსის დაბადების დღე იყო. გაიშალა სუფრა, კარგად ვიქეიფეთ და „მრავალჟამიერიც” დავამღერეთ.

– ამბობენ, ირაკლი უცხოეთში დიდი მოწონებით სარგებლობს და ქალები მის გამო, თავებს იხოცავენო. ასეთს რას აკეთებენ?

– ვერ გეტყვით რა ხდება, მაგრამ კორეაში ნამდვილად ჭკუიდან შემშალეს. ფესტივალზე ვიყავით ბიჭები და ორგანიზატორი, ლილიპუტი ქალი ისე გადამეკიდა, კინაღამ ჭკუიდან გადამიყვანა. ალბათ, ჩემი სიმაღლით და დაჭყეტილი თვალებით მოვხიბლე (იცინის). ის კიდევ კორეული „ეკონომიური” მზერით „მაბამდა”, თავის ჭკუაში. ჯერ გამომკითხა, კორეული სამზარეულო თუ გიყვარსო, არა-მეთქი. ეს გიყვარს, არა-მეთქი, ის გიყვარს, არა-მეთქი... მოკლედ, ჩავრთე ჩემი კახური „სიჯიუტე”, მაგრამ ვერ მოვიცილე თავიდან. კი არაფერს ვერჩოდი, კარგი გოგო იყო, მართალია, დაბალი და ლილიპუტი, მაგრამ, მეც ხომ ჩემი მოწონების კრიტერიუმები მაქვს?! ეგრეც ხომ არ არის საქმე (იცინის). მოკლედ, რომ ვერ „შემაბა”, ბოლოს პიცით და სასმელებით დატვირთული, სასტუმროს ნომერში ამომაკითხა. ბიჭებს ვუთხარი, ეგ ქალი არ დამანახოთ, დაჯექით და თქვენ იქეიფეთ მაგასთან ერთად-მეთქი. გაგიჟდნენ, ახლა ეს პურმარილი არ დაგვაკარგვინო, ამას შენ აინტერესებ და არა ჩვენო. მეც კახური სიეშმაკე მოვიშველიე და ვუთხარი: კარგი, შემოვიდეს, მაგრამ მე აბაზანაში შევალ და უთხარით, ქართველებს ასეთი წესი გვაქვს, დილამდე ვბანაობთო. ბიჭები გადაირივნენ, რამდენ ხანს იჯდები, კაცო, აბაზანაში, ხომ არ გადაირიე შენო. ერთი სიტყვით, მოიპატიჟეს. გაშალეს სუფრა და რომ შეუბერეს ქეიფი, მეც ადამიანი ვარ, თან, საათობით ხომ ვერ ვიჯდებოდი აბაზანაში? გამოვედი და მეც მოვულხინე. მერე, მოვიმიზეზე საქმე მაქვს-მეთქი და ის ლილიპუტი ქალი შევაჩეჩე ბიჭებს. ისე, ლილიპუტი რომც არ ყოფილიყო, მაინც გავიქცეოდი. მინდოდა ახლა, მე წვრილთვალებიანთან ფლირტი? (იცინის).

– ასეთი გარეგნობის რომ არ ყოფილიყო?

– სულ ვამბობ, ქალი შეუდარებელი რამეა და ასაკიდან გამომდინარე, იხიბლები მისით. სანამ დაუღვინებელი ხარ, ყველა ქალი მოგწონს ვინც შენს გარშემოა; დაღვინების პროცესში არჩევანში შედიხარ; დაღვინებული კი ცხოვრების თანამგზავრზე აჩერებ ყურადღებას. მეც ასე გავიარე ეს ეტაპები. ასე რომ, დავღვინდი, ცხოვრების თანამგზავრიც ავირჩიე და ფლირტაობასაც შევეშვი. ისე, რომ ამბობენ მამაკაცები, საყვარელი ქალი სტიმულს გვაძლევს და „გვქოქავსო”, მე ეს არ მჭირდება, ისედაც „ამოქოქილი” ვარ და ენერგიას არ ვუჩივი. თორემ, ათასში ერთხელ თუ „ამომქოქავს” ცოლი, ეს საჭიროცაა. ისეთი ოპტიმისტი ვარ, ვერც დეპრესიაში ჩავარდნას ვასწრებ. მიყვარს, როცა საყვარელ ადამიანზე ვზრუნავ და ბედნიერი ვარ, რომ დღეს ეს საზრუნავი გამაჩნია. როცა გიყვარს, საკუთარი საქციელიც უნდა აკონტროლო კაცმა.

– კახელებს ცოტა ფიცხი ხასიათი აქვთ და მათთვის გინებაც მოსულა. შენთან როგორ არის ამ მხრივ საქმე?

– ცოტა ჯიუტი ვარ, მაგრამ ფიცხი ხასიათი არ მაქვს. გინება კი არ მიყვარს. თუ ძალიან გავბრაზდი, შიგნიდან ვიგინები, უხმოდ, მაგრამ სახეზე მაწერია, რასაც ვფიქრობ. კახურ ხასიათს ძირითადად სიჯიუტით ვავლენ და არა გინებით. თან სვანურიც მირევია და, მთის და ბარის ხასიათი, ერთად არის ჩემში. ჰოდა, მეც ხან კახურად ვჯიუტობ, ხან შიგნიდან ვიგინები, ხან სვანურად ხანჯლისკენ ვიყურები და ხანაც ჩემს თავს ვემიჯნები.

– თავადური წარმოშობის გვარი თუ დაგხმარებია საქმეში?

– როგორ არა. სადაც მივდივარ, საბუთს რომ ჩახედავენ, სხვანაირად მიყურებენ (იცინის). სტუდენტობის დროს, როცა ცნობილი სახე არ ვიყავი, გვარს რომ გაიგებდნენ, სხვანაირად მიდგებოდნენ და, აი, სწორედ მაშინ დავფიქრდი, რამხელა პასუხისმგებლობაა, ჩოლოყაშვილის გვარის ტარება. ჩემი წინაპრებივით გმირი ვერ ვიქნები, მაგრამ ვერც უკანა რიგებს დავიკავებ, ბოლოს და ბოლოს, უხერხულია. ჩემი გვარი პატრულებთანაც ჭრის. ზოგი კი ისეთი შეუვალია, თავად რომ იჯდეს საჭესთან, წითელზე გაიაროს და სარკეში ჩაიხედოს, საკუთარ ორეულს სარკეშიც კი ჯარიმას გამოუწერს (იცინის). ასე რომ, ხან კახელობა ჭრის ჩემი კუთხის ხალხთან, ზოგთან – თავადური გვარი, ზოგთან – კი ცნობილი რომ ვარ. არ დამავიწყდება, კორეაში ჩავედით და რომ უნდა შევემოწმებინეთ, პასპორტი მომთხოვა კორეელმა მებაჟემ. მივაწოდე. ახედა-ჩახედა, კიდევ უფრო დააწვრილა თვალები და კარგა ხნის ფიქრის შემდეგ მკითხა: საიდან ხარო. ვუთხარი: ჯორჯიიდან-მეთქი. ისევ ჩახედა პასპორტს და მკითხა: საიდან ხარო. გავუმეორე: ჯორჯია. ისევ ჩაიხედა პასპორტში, გადაატრიალ-გადმოატრიალა, ამომხედა, რუკა „დააძრო“, გაშალა და ისევ გამიმეორა: საიდან ხარ, აქ მაჩვენეო. ვიფიქრე, ამ კაცს დეგენერატი ხომ არ ვგონივარ, ვეუბნები საიდანაც ვარ, ხომ არ შემეშლება ჩემი ქვეყნის სახელი-მეთქი. ამომივიდა რქები და გაბრაზებულმა ვუთხარი: ჯორჯია, ბატონო, რუკა რად მინდა, თურქეთი ხომ იცი, კავკასიაც გეცოდინება, ჰოდა იმ გრუზიიდან ვარ-მეთქი. გაეცინა: ეგრე რა, გრუზია ვიცი, თავიდან ასე გეთქვაო. არადა ისე ვიყავი დაღლილი, მთელი 11 საათის ნამგზავრი – ვიფიქრე, ახლა კიდევ თუ ვერ გაიგო, დავკრავ მუშტს და ჩავაჭედებ მიწაში, ამ „შპინგალეტს”-მეთქი. მოკლედ, ჩემთან გაარკვია საქმე და მეორე მებაჟეს მიუბრუნდა: ნახე, საკუთარი ქვეყნის სახელი არ იცისო. გავბრაზდი. გავიხედე, გიორგი უშიკიშვილი მიუახლოვდა და მისცა პასპორტი. ჩახედა კორეელმა მებაჟემ და თვალები დააჭყიტა: ეს რა ხდება, თქვენ ხომ ჯორჯიიდან ხართო. გიორგიმ გაუღიმა კიო. მერე სახელი ჯორჯი გიწერია და გამოდის რომ ქვეყნის სახელი გქვია. ეს გრუზიელები, რა სასწაული ხალხი ხართ, რას არ მოიფიქრებთ, შენ ჯორჯია კი არა გრუზია უნდა გერქვასო. გიორგიც კახელია და იუმორში გაჭედავდა? მიუბრუნდა და უთხრა: ჯორჯი კი მქვია, მაგრამ მოფერებით გრუზიას მეძახიანო (იცინის).


скачать dle 11.3