კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ „დაშრამა” თიკო სადუნიშვილი და რა ტემპმა გააგიჟა ის


ალბათ, ბევრ თქვენგანს, ვინც ახლა ამ ინტერვიუს კითხულობს, ფიქრობს, რა კარგი სამსახური აქვს თიკო სადუნიშვილს – დადის, ერთობა, ხვდება უამრავ ადამიანს, ხუმრობს და თან ამაში ხელფასს უხდიან. რეალურად კი, ეს ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი, დატვირთული და მოსაბეზრებელი სამსახურია. სულ ხმაური, სულ აურზაური, მთვრალი ადამიანების ყურება, მუდმივი გადაღებები და ფორმაში ყოფნა. მთავარია, თიკოს უყვარს თავის საქმე და მას საოცარი შემართებით აკეთებს.



თიკო სადუნიშვილი: საშინლად ტრავმირებული ზაფხული მაქვს, სულ რაღაც მემართება და ალბათ, ბათუმიდან ახალი ნაიარევებით სავსე ჩამოვალ. ფეხი დამეწვა ბაიკზე. მოტოციკლეტების ფესტივალი იყო, ვიჯექი და შემთხვევით, ფეხი მაყუჩს მივადე, რომელიც, როგორც მერე ამიხსნეს, საშინლად ცხელდება. ერთი კვირა შეხვეული მქონდა ფეხი. საავადმყოფოში გადახვევებსა და პარალელურად, გადაღებებზე დავდიოდი. ახლა „შრამი” დამრჩა, რომელსაც გულის ფორმა აქვს. წარმოიდგინე, ყველას ჰგონია, რომ გამჭვირვალე ტატუ მაქვს გაკეთებული, რეალურად კი, დამწვრობაა. გამოცხადებული მაქვს ძებნა, ვინ იჯდა იმ ბაიკზე, რომ „გული” მას ეკუთვნოდეს.

– რა უნდა მოხდეს ისეთი, როგორ უნდა შეგიყვარდეს, რომ გული ამოისვირინგო?

– არ ვიცი, მართლა. ჩემთვის ბაიკზე დაჯდომა აღმოჩნდა საკმარისი. რაღაცას ნიშნავს ეს, ხომ იცი, უბრალოდ არაფერი ხდება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ისარს არ გავუყრი (იცინის). ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. აკვაპარკში ცხვირი გამიტყდა. ჩამოვსრიალდი საიდანღაც და ისეთი რამ დამემართა, ყინულები მედო. მერე ჩემმა მეგობარმა კაქტუსებში ჩამაგდო და ზურგზე „ტომ ი ჯერიში” რომ ნასვრეტები აქვთ, დაახლოებით, ისეთი რაღაც დამემართა.

– ხიფათიანი ხარ თუ ეს მივლინებაა ასეთი „დაწყევლილი”?

– ხიფათიანი ვარ, თან ძალიან. ზაფხულში დასვენება მინდოდა. ხალხი ჩამოდის, ისვენებს და გალამაზებული სხეულით მიდის უკან. მე კიდევ უკვე ისეთ დღეში ვარ, ვხუმრობდი, „კავკასიაზეც” არ მიმიღებს აქუბარდია-მეთქი.

– ვის სიშავეზე ლაპარაკობ, აღარ ჩანხარ ისეთი ფერი გაქვს. თუ არ გაიცინე, საწოლში ვეღარ გპოულობენ ალბათ?

– ვინ უნდა მიპოვოს საწოლში, თორემ გავიღიმებდი სიამოვნებით. არა, ეს ბედნიერება არ მაქვს (იცინის). თან, ფერიც არ არის ჩემი, ზედმეტად გადარუჯული სხეული არასდროს მომწონდა. მაგრამ, რას ვიზამთ. თვე-ნახევარია აქ ვართ და მინდა-არ მინდა, ვშავდები. ოცდაათიანი და ასორმოცდაათიანი „ესპეს” წასმა აღარ შველის, რაც არ უნდა დაიცვა თავი, მაინც ირუჯები. ბოლო ის არის, რომ თბილისში ჩამოვალ შავი და რამდენიმე „შრამით”, დიდი მადლობა ამისთვის ბათუმს. მთელი ცხოვრება დამამახსოვრდება ეს ვოიაჟი.

– როგორც არ უნდა გიყვარდეს კლუბები, აქტიური ცხოვრება, ალბათ, მაინც საშინლად დაიღალე.

– კი. მიუხედავად იმისა, რომ ხალხს ჰგონია, ძალიან მაგარი სამსახური აქვსო, ამ ტემპით რეალურად ცხოვრება, სიგიჟეა, რთულია. ყოველთვის მაქვს დასვენების პრობლემა. გართობა დაახლოებით ჩემი სამსახურია და არა დასვენება. ვინმეს მინდა, ოფისში ვთხოვო და შვებულება გავუცვალო, ერთი კვირა რომ დავისვენო (იცინის). ისე არ მინდა გამიგოთ, რომ ვწუწუნებ. ვგიჟდები ჩემს სამსახურზე, მაგრამ ახლა რომ ჩამოვალ, ერთი კვირა სახლში ჩავჯდები, ყველასგან იზოლირებული და მარტო დავისვენებ. კამერის გარეშე რომ შევდივარ კლუბში ან კაფეში, ჩუმად ვზივარ, ვისვენებ. ვერ ხვდებიან, რომ კამერის წინ ვერთობი და კამერის გარეშე მირჩევნია, დავისვენო. ჩემი სამსახურის უკუჩვენება ნევროზი ან საგიჟეთია (იცინის). რა თქმა უნდა, ცოტა გადავაჭარბე, მაგრამ დასვენება აშკარად მჭირდება.

– როგორ ფიქრობ, შენი ეკრანზე გამოჩენისთანავე, რატომ დაიწყო ლაპარაკი შენი და ქართველი „ოლიგარქების” ურთიერთობებზე?

– ჯერ ქართველი ოლიგარქების სია მითხარი და მერე ვისაუბროთ ამის შესახებ. თუმცა, ეს ბრჭყალი გულისხმობს უბრალოდ ეპიტეთს და არა მათ სტატუსს. ამის შესახებ ყველა ლაპარაკობს ჩემი და ჩემი ოლიგარქების გარდა, რაც იმის ბრალია, რომ ოლიგარქები რეალურად არ არსებობენ. ჩემს ცხოვრებაში, თორემ ისე რამდენიც გინდა. რა თქმა უნდა, ურიცხვი თაყვანისმცემლების სია კი არსებობს, მაგრამ თუ ის გაინტერესებს, მართლა მაქვს მათთან ურთიერთობა თუ არა, გეტყვი რომ არა.

– და რატომ იმეტებენ შენთვის მაინცდამაინც ისეთ ადამიანებს, რომელთაც დიდი ფული აქვთ?

– ეს პირიქით, კარგია. ესე იგი, ძვირად მაფასებენ. თუმცა, ფულით რაღაცეები რომ არ იყიდება, ჩვენც ხომ ვიცით. შესაბამისად, არც მე ვკიდივარ რომელიმე მაღაზიის საკიდზე.

– არადა, ამბობენ ყველაფერს თავისი ფასი აქვსო.

– არ ვიცი, ალბათ. იმასაც ამბობენ, რასაც ფულით ვერ იყიდი, ძალიან დიდი ფულით იყიდიო. სხვათა შორის, ერთი ამბავი გამახსენდა ამასთან დაკავშირებით. თუ არ ვცდები, ნაპოლეონზე იყო, რომელმაც ერთ დიდგვაროვან ქალბატონს უთხრა, რა ღირს შენთან ერთი ღამის გატარებაო. იმ ქალმა, საშინლად შეურაცხყოფილმა უთხრა, არ ვიყიდებიო. ნაპოლეონმა უთხრა – არ არსებობს, ყველაფერს თავისი ფასი აქვს, მაგალითად, შენში ათ ოქროს აუცილებლად გადავიხდიდიო და ის ქალი გაბრაზდა, მხოლოდ ათსო?! ნაპოლეონმა კი უთხრა – ხედავ, უკვე მევაჭრებიო! (იცინის). ასეა ეს ამბავი, ჩემო სალომე, და ალბათ, მართლა აქვს ყველაფერს რაღაც ფასი – სულიერი მაინც. ხშირად ეს ფასი სითბო, ყურადღება და ადამიანური დამოკიდებულებაა. რას გაიგებ?!

– წარმოგიდგენია, შენს გვერდით ჩვეულებრივი ბიჭი, უბრალო ოჯახიდან, ფულიც ნორმალურად აქვს, მაგრამ ძალიან ბევრი არა, არ ჰყავს ის სანაცნობო წრე, რომელიც ასე ფასდება დღეს თბილისში.

– ნებისმიერი ადამიანი შემიყვარდება, ვინც არის იმის ღირსი, რომ მიყვარდეს. ჩემი კრიტერიუმით იმას არ ვსაზღვრავ ის უბრალოა, თუ ბრალიანი. ყველაფერი ოქრო არ არის, რაც ბრწყინავს.

– ოქროს პასუხია (იცინის). სექსის გარეშე ცხოვრება რთული არ არის ასეთი მჩქეფარე და ლამაზი გოგოსთვის?

– (იცინის) და შენ იცი, რომ სექსის გარეშე ვცხოვრობ?!

– არავისთან მაქვს ურთიერთობაო?

– კარგი ვხუმრობ. ამ ეტაპზე მართლა ასეა. მიუხედავად იმისა, რომ სექსს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში და საერთოდ, უმნიშვნელოვანესია ურთიერთობებში, ამისგან დასვენებაც გიწევს, როდესაც გვერდით არ გყავს საყვარელი მამაკაცი. მაგრამ, წელს იდეალური მამაკაცი „ბათუმი ლაივმა” შემიცვალა.

– მაშ მასთან გაქვს სექსი?

– ფაქტობრივად, მარტო სექსი არა, სიყვარულიც (იცინის).

– ბიჭს, რომელიც შენს გვერდით იქნება, ალბათ, გაუჭირდება, შენი ცხოვრების წესთან შეგუება?

– ვფიქრობ, ჩემთან ურთიერთობა დღეს ძალიან რთულია, თუნდაც ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო. მაგრამ, ადამიანი, რომელსაც უყვარხარ, რაღაც კომპრომისებზე ყოველთვის წავა. თან დღეს გადაცემების ჩაწერას ვამთავრებთ და ნანატრი შვებულება მეწყება. ისე მიხარია, არც ოლიგარქებზე მეფიქრება და არც უბრალო ბიჭებზე.

– კარგი, დავანებოთ თავი ბიჭებს. რისი გეშინია?

– სიმაღლის, ფრენის, ნაოჭების და მანიაკების (იცინის).

– ანუ, სიბერის და სიკვდილის.

– შენ წარმოიდგინე, ზემოჩამოთვლილებთან შედარებით, სიკვდილის ყველაზე ნაკლებად მეშინია. ფრენის იმიტომ კი არ მეშინია, რომ ჩამოვვარდები და არ მოვკვდები, უბრალოდ, ფობიაა, თორემ სიკვდილის უკეთესი ფორმებიც ხომ არსებობს?! არსებობს გომოფობია, არსებობს აგოროფობია, რომელიც თუ გაქვს, იმას არ ნიშნავს, რომ შეიძლება, სივრცემ მოგკლას ან რომელიმე გეიმ.

– რაღაცეებზე იმუნიტეტი გამომუშავებული არ გაქვს? ტკივილებზე, ემოციებზე, ცუდზე...

– ტკივილი ვაქცინა არ არის იმუნიტეტი რომ გამოგიმუშავოს. ყველანაირი ტკივილი, იქნება ეს სულიერი თუ ფიზიკური, გამოცდილებას გმატებს. ზოგ ადამიანზე ეს უარყოფითად მოქმედებს, ზოგზე კი დადებითად და გაძლიერებს. მე, რა თქმა უნდა, გამაძლიერა. ეს კითხვა ცხოვრებისგან გატანჯული ადამიანისთვის უფრო იყო განკუთვნილი, როგორადაც საკუთარი თავი სულ არ მიმაჩნია. არ ვარ ამ კატეგორიაში. ფიზიკურ ტკივილებს რაც შეეხება, აქ მართლა გატანჯული ვარ – ხიფათი ხიფათზე და „შრამი შრამზე“. რას იზამ?! ასეთ ექსტრემალურ პირობებში მიწევს მუშაობა.

– რას ელოდები ცხოვრებისგან?

– საუკეთესოზე საუკეთესოს. „რასაცა გასცემ შენია”, – ყველასთვის ეს გამოთქმა ფულთან ასოცირდება, ჩემთვის – შრომასთან, დადებით ენერგიებთან. ცხოვრება სამართლიანია თუ სწორად იცხოვრებ და საბოლოოდ, იმას მიიღებ, რისი ღირსიც ხარ. მიმაჩნია, რომ მაქსიმალურს ჯერ ვერ, მაგრამ ბევრს ვაკეთებ იმისთვის, რომ გვირაბის ბოლოს მხოლოდ ნათელს ვხედავდე.


скачать dle 11.3