კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დამნაშავეა მეხსიერება

 

აგათა კრისტი

– ის არის. ეჭვი არაა! – წამოიძახა ევანსმა, პოლიციის ყოფილმა ინსპექტორმა.

კაპიტანმა ჰერდოკმა თავის ენერგიულ მეგობარს, გახედა და ამოიოხრა.

– სახეები იშვიათად მავიწყდება, – გაიმეორა ევანსმა. – მისის ენტონია! ზუსტად მისის ენტონია. თუმცა, შენ თქვი, მისის მეროუდენიო, მაინც ვიცანი.

– რამდენი წელი გავიდა...

– ცხრა, – დააზუსტა პედანტურმა ევანსმა, – ცხრა წელი და სამი თვე. გახსოვთ, რაში იყო საქმე?

– ისე, ბუნდოვნად.

– გაირკვა, რომ მისტერ ენტონი დარიშხანს იღებდა და ქალი გაამართლეს. ეს ერთადერთი გადაწვეტილება იყო, რომელიც შეიძლებოდა სასამართლოს გამოეტანა.

– უბედურმა მისის მეროუდენმა ამდენი გადაიტანა, – წარმოთქვა კაპიტანმა. – ამიტომ სულაც არ არის საჭირო მის წარსულში ქექვა. შენ ხომ თქვი, რომ იგი უდანაშაულო იყოო...

– არაფერიც. მე ვთქვი, რომ იგი გაამართლეს.

– რა განსხვავებაა?

– ზოგჯერ ძალიან დიდი. მისტერ ენტონი დიდი ხნის განმავლობაში იღებდა დარიშხანს. წამალს ცოლი აძლევდა. ერთხელაც, შეცდომით, მან ზედმეტი დოზა მიიღო. ვისი შეცდომა იყო, მისი, თუ მისი ცოლის, ამას ვერავინ დაამტკიცებდა და ნაფიცმა მსაჯულებმაც გადაწყვეტილება ცოლის სასარგებლოდ გამოიტანეს.

– შეეშვი, – თქვა კაპიტანმა. – ეს არ არის ჩვენი საქმე.

– არ ვიცი, არ ვიცი ... – დაიწყო ევანსმა, – გახსოვს, დღეს მისტერ მეროუდენი დარიშხანზე ჩატარებული ტესტების შესახებ რა მხიარულად საუბრობდა? ასე არ ილაპარაკებდა, რომ სცოდნოდა, მისი ცოლი სწორედ ის მისის ენტონია.

– ჩემგან ამას ნამდვილად ვერ გაიგებს, – ცივად შენიშნა კაპიტანმა ჰერდოკმა.

– ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, – განაგრძო ევანსმა ისე, თითქოს ჰერდოკის რეპლიკა არც გაეგონოს, – შემიძლია გითხრა, რომ არსებობს მკვლელობასთან დაკავშირებული ერთი უტყუარი ტესტი: მკვლელი ერთი მკვლელობით იშვიათად კმაყოფილდება. მიეცით მას დრო, რათა დარწმუნდეს, რომ აღარაფერი ემუქრება და იგი კიდევ გაიმეორებს იგივეს. თანაც მახსოვს, მაშინ ამ ქალის წარსულიდან ერთი ფაქტიც ამოტივტივდა, რომელიც მის მამინაცვალს უკავშირდებოდა. 18 წლის იყო, როდესაც ერთი ახალგაზრდა მოსწონდა. მამინაცვალმა კი მასთან შეხვედრა აუკრძალა. ერთხელ, როცა მამინაცვალი და გერი სეირნობდნენ. კაცი ხრამის პირთან ძალიან ახლოს მივიდა. მოულოდნელად, მიწა ჩავარდა და მამინაცვალი დაიღუპა.

– იმედია, არ ფიქრობ, რომ...

– ჰო, ეს უბედური შემთხვევა იყო! მისტერ ენტონის ისტორიაშიც ზედმეტი დოზა შემთხვევითობა აღმოჩნდა. სხვათა შორის, მის ცოლზე ეჭვს არც მიიტანდნენ, რომ არ გარკვეულიყო, რომ მას სხვა მამაკაცი ჰყავდა, რომელიც შემდეგ გაიქცა... გეუბნები, ჰერდოკ, სადაც ეს ქალი გამოჩნდება, იქ კიდევ ერთ შემთხვევითობას უნდა ველოდოთ. კაპიტანმა ჰერდოკმა მხრები აიჩეჩა. ევანსმა კი ფოსტაში შეიარა, სადაც მოულოდნელად მისტერ მეროუდენს გადააწყდა. ქიმიის ყოფილი პროფესორი პატარა ტანის კაცი იყო. ინსპექტორი უცებ იცნო, მიესალმა და წერილების ასაღებად დაიხარა, რომლებიც შეჯახების დროს დაებნა. ევანსიც დაიხარა და წერილები აკრიფა. როდესაც მათ პატრონს უბრუნებდა მექანიკურად დახედა და ზედა კონვერტზე ცნობილი სადაზღვევო კომპანიის მისამართი დაინახა. ამან მისტერ ევანსის შეშფოთება კიდევ უფრო გააძლიერა. ევანსმა ზედმეტი პრობლემების გარეშე მოიპოვა საჭირო ინფორმაცია. პროფესორმა თავად უამბო, რომ ამ დღეებში საკუთარი სიცოცხლე დააზღვია.

– გახსოვთ, ალბათ, რამდენჯერმე ფული წარუმატებლად დავაბანდე, – აუხსნა მან, ასე რომ, თუ რამე დამემართება, ცოლი ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება. აი, ეს დაზღვევა კი მას მდგომარეობიდან გამოიყვანს.

– ცოლი წინააღმდეგი არ იყო? – დაინტერესდა ევანსი, ზოგი ქალი, ამაზე უარს ამბობს. მიაჩნია, რომ ცუდის ნიშანია...

– ო, მარგარეტი ძალიან პრაქტიკული ქალია, – ღიმილით უპასუხა მეროუდენმა, ცრურწმენები არ აწუხებს. სიმართლე გითხრათ, მგონი, საერთოდ მისი იდეა იყო.

მაშ ასე, ევანსმა ყველაფერი გაიგო. მას კარგად ახსოვდა, რომ მისტერ ენტონიმ გარდაცვალებამდე, რამდენიმე კვირით ადრე, ასევე დააზღვია საკუთარი სიცოცხლე. ახლა რა უნდა ექნა? დანაშაული ჩადენამდე აღეკვეთა? ამოცანა საკმაოდ რთული იყო. არავის დახმარების იმედი არ უნდა ჰქონოდა.

საღამოს ერთ წვეულებაზე აღმოჩნდა და უცებ მისის მეროუდენი დაინახა. ქალი მისკენ მოემართებოდა. ენტონიმაც მეგობრულად გაუღიმა.

– როცა დაგინახეთ, მაშინვე ვიფიქრე, რომ იქ თქვენ იდექით, მისის ენტონი... მინდოდა მეთქვა, მისის მეროუდენ, – ინსპექტორმა „შეცდომა” სპეციალურად დაუშვა და ქალის გამომეტყველებას დააკვირდა. მას თვალები ოდნავ გაუფართოვდა. თუმცა, მზერა არ მოურიდებია. ქალი ისევ მშვიდად უყურებდა.

– ქმარს ვეძებდი, – წყნარი ხმით თქვა მან, – არსად გინახავთ?

– ბოლოს რომ ვნახე, იქით მიდიოდა, – ინსპექტორმა ხელით აჩვენა და ისინიც იმ მიმართულებით გაემართნენ.

ინსპექტორი გრძნობდა, რომ ეს ქალი მის აღფრთოვანებას იწვევდა. როგორ ინარჩუნებდა სიმშვიდეს! საოცარი ქალია და ძალიან საშიში. მან ქალს გააგებინა, რომ იცნო. ახლა ქალი უფრო ფრთხილად იქნებოდა. საეჭვოა, უახლოეს ხანებში, რაიმე სარისკო ნაბიჯის გადადგმა გაებედა. რამენაირად მეროუდენის გაფრთხილება, რომ შეეძლოს...

პროფესორი მათ მალე იპოვეს. ცოლმა ქმარს სახლში წასვლა შესთავაზა. შემდეგ კი ინსპექტორს მიუბრუნდა:

– ჩვენთან ხომ არ წამობრძანდებით, მისტერ ევანს? ჩაის დავლევდით...

ევანსმა მიიჩნია, რომ მის ხმაში გამოწვევა იყო.

– გმადლობთ, მისის მეროუდენ. დიდი სიამოვნებით.

როდესაც მეროუდენების შესანიშნავ, ძველმოდურ კოტეჯამდე მიაღწიეს, მისის მეროუდენმა მობოდიშებით აუხსნა, რომ მოსამსახურე დღესასწაულის დღეებში გაათავისუფლა. ქალი თავად შეუდგა სუფრის გაშლას. ბუხრის თავიდან სამი პატარა ფიალა ჩამოიღო.

– ჩვენ განსაკუთრებული ჩინური ჩაი გვაქვს, – აუხსნა მან, – და მას ყოველთვის ჩინური წესით ვსვამთ, სპეციალური ფიალებით.

ქალმა ერთ ფიალაში ჩაიხედა, თავი უკმაყოფილოდ გადააქნია და მეორეთი შეცვალა.

– ჯორჯ, ხომ გთხოვე, არა... შენ ისევ გამოიყენე ეს ფინჯნები!

– მაპატიე, ძვირფასო, – ჩაილუღლუღა პროფესორმა, – რა ვქნა, ძალიან მოსახერხებელი ზომისაა. ის ფიალები, რომლებიც ჩემი ცდებისთვის შევუკვეთე, ჯერ არ ჩამოსულა.

– ერთ მშვენიერ დღეს, ყველას მოგვწამლავ, – მსუბუქი ღიმილით უსაყვედურა ცოლმა, – მერი მათ ლაბორატორიაში პოულობს და შემდეგ აქ, თაროზე დგამს, ისე, რომ არც კი რეცხავს. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი შენ ციანიდისთვის გამოიყენე. ჯორჯ, ეს ხომ ძალიან სახიფათოა.

პროფესორი ბუზღუნით გავიდა ლაბორატორიაში. ევანსი დაბნეული იყო. სრულიად მოულოდნელად მისის მეროუდენმა მას „კარტები გადაუშალა“ და ეს ყველაფერი ქალმა იმისთვის თქვა, წინასწარ ალიბი მოემზადებინა. შემდეგ, როცა უბედურება მოხდება, ევანსი იძულებული იქნება ჩვენება მის სასარგებლოდ მისცეს.

უცებ ელდა ეცა. ქალმა სამივე ფიალაში ჩაი ჩამოასხა. ერთი მას მიაწოდა, მეორე თავად აიღო, ხოლო მესამე იქ დადგა, სადაც მისი ქმარი უნდა დამჯდარიყო. როდესაც ამ ბოლო ფიალას დგამდა, მისი ტუჩები წამით უცნაურმა ღიმილმა გააპო. ამ ღიმილმა ევანსს ყველაფერი უთხრა. ახლა მან უკვე იცოდა – ქალი მკვლელობას ახლა, ამ წუთას ჩაიდენდა! ის კი მისი მოწმე იქნებოდა. ასეთი უტიფრობისგან ევანსს ყელი გაუშრა. ეს ძალიან ჭკვიანური ნაბიჯი იყო. ის ვერასოდეს ვერაფერს დაამტკიცებდა. როგორც ჩანს, ქალი ისე მოქმედებდა, რომ წამსაც კი არ კარგავდა. ენტონიმ ამოისუნთქა და წინ გადაიხარა.

– მისის მეროუდენ, იცით, მე ზოგჯერ უცნაურობები მახასიათებს... შემინდეთ ერთ-ერთი მათგანის გამო, კარგი?

კაცი ადგა, ქალის ფიალა აიღო, იქ დადგა, სადაც მისი ქმარი უნდა დამჯდარიყო, ხოლო მისტერ მეროუდენისთვის განკუთვნილი ჩაი ქალს დაუდგა წინ.

– მინდა, რომ ეს თქვენ დალიოთ.

ქალმა ფიალა ტუჩებთან მიიტანა, შემდეგ სასწრაფოდ მოიცილა და გვერდით მდგარ ყვავილის ქოთანში ჩაასხა. სკამის საზურგეს მიეყრდნო და მისტერ ევანსს გამომწვევად შეხედა. ინსპექტორმა ამოისუნთქა და გულზე მოეშვა.

– თქვენ ძალიან ჭკვიანი ქალი ხართ, მისის მეროუდენ, – ჩაილაპარაკა ინსპექტორმა ევანსმა, – ვფიქრობ, ჩემი გესმით. გამეორება არ შეიძლება. თქვენ ხომ იცით, რაზე ვსაუბრობ?

– ვიცი, უემოციოდ დაეთანხმა ქალი.

ევანსმა კმაყოფილმა დააქნია თავი. ის მართლაც ჭკვიანი ქალი იყო და სახრჩობელაზე მოხვედრა არ სურდა.

– თქვენ და თქვენ ქმარს გაგიმარჯოთ. დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ, – მრავალმნიშვნელოვნად თქვა ყოფილმა ინსპექტორმა და ჩაი მოსვა.

პირველივე ყლუპის შემდეგ სახე დაეღრიჯა. შეეცადა ამდგარიყო, მაგრამ არც სხეული და არც ხმა არ ემორჩილებოდა. იგი უკან გადავარდა და სავარძელს მოებღაუჭა....

მისის მეროუდენი დაიხარა და დააკვირდა. მის ტუჩებზე ღიმილი გაკრთა. ქალმა წყნარად და ნელა დაიწყო ლაპარაკი:

– თქვენ შეცდომა დაუშვით, მისტერ ევანს. საიდან მოიტანეთ, თითქოს ჯორჯის მოკვლა მინდოდა? რა სისულელეა! ნამდვილი სისულელე.

ქალი ცოტა ხანი კიდევ იჯდა და მკვდარ კაცს დასჩერებოდა, – ის მესამე იყო, ვინც გზაზე გადაეღობა და მისი იმ ადამიანთან დაშორება სცადა, ვინც ასე უყვარდა...

ქალმა ისევ გაიღიმა, შემდეგ ხმას ოდნავ აუწია და დაიძახა:

– ჯორჯ, ჯორჯ! მოდი სასწრაფოდ. ვშიშობ, საშინელი უბედურება მოხდა. საცოდავი მისტერ ევანსი...


скачать dle 11.3