კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტალინისტმა კამიკაძე ტერორისტმა დიდი თეატრის შესასვლელში ხრუშჩოვის ორეული ააფეთქა


საიდუმლო სპეცოპერაციები

1964 წელს სამხრეთ ამერიკაში „კაგებეს“ პოლკოვნიკი პავლე გორსკი გაიქცა და სულ მალე გამოიცა წიგნი „გუშინ“, რომელიც მემუარული ნაწარმოებია და საბჭოთა უშიშროების მუშაობაზე მოგვითხრობს. გორსკი ნიკიტა ხრუშჩოვის ერთგული ადამიანი იყო და სამშობლოდან გაქცევა ხრუშჩოვის გადაყენებამ აიძულა. გთავაზობთ ნაწყვეტს ამ წიგნიდან.



სტალინელთა შეთქმულება

სტალინის შემდეგ მართვა ნებისმიერ ადამიანს გაუჭირდებოდა და ნიკიტა ხრუშჩოვის საქებრად უნდა ითქვას, რომ მან საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა ხალხში და 10 წელიწადზე მეტხანსაც დარჩებოდა ხელისუფლებაში, რომ არა ერთი შეცდომა. ეს შეცდომა კი სტალინთან ბრძოლა იყო და ნიკიტა სერგეევიჩმა ის პირწმინდად წააგო.

დიდი ბელადის კულტის დაგმობამ და მავზოლეუმიდან მისმა გამოყვანამ, ხრუშჩოვს, როგორც აშკარა, ასევე უამრავი ფარული მტერი გაუჩინა, რომელსაც მისი თავიდან მოშორების დაუყოვნებელი სურვილი გაუჩნდა. რამდენიმე წარუმატებელი თავდასხმის მცდელობის გარდა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მარტოხელა ფანატიკოს სტალინისტებს ჰქონდათ დაგეგმილი და ჩვენ ჩანასახშივე მოვსპეთ, ხრუშჩოვზე სერიოზული შეთქმულების მოწყობის ინფორმაცია კი არ გაგვაჩნდა. თუმცა, სამოციანი წლების დაწყებისთანავე ხრუშჩოვზე განაწყენებული ადამიანების რიცხვმა საგრძნობლად იმატა და 1961 წლის მარტის მიწურულს სერიოზული ინფორმაცია მივიღეთ, რომ ადამიანთა ერთი ჯგუფი ნიკიტა ხრუშჩოვის ლიკვიდაციას გეგმავდა.

16 მარტს ჩემს კაბინეტში 55 წლის რადიოინჟინერი ნათან შვარცმანი მოიყვანეს, რომელმაც მითხრა:

– ამხანაგო პოდპოლკოვნიკო, ეჭვი მაქვს, რომ ამხანაგ ნიკიტა ხრუშჩოვზე თავდასხმა მზადდება.

– რატომ გაქვთ ასეთი ეჭვი? – ვკითხე შვარცმანს და სიგარეტი შევთავაზე. მან კი გააბოლა და მომიყვა:

– ბაუმანის სახელობის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგედ ვმუშაობ. გუშინ, სრულიად შემთხვევით, საუბარი მოვისმინე, რომელშიც ჩემმა მოადგილემ ანტონ მედვედევმა ვიღაც უცნობს, სავარაუდოდ, ქართველს, ასეთი ფრაზა უთხრა: „ნიკიტა დურაჩოკისგან სველი ადგილიც კი არ დარჩება“. იმან კი ქართული აქცენტით მიუგო: „ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“. შემდეგ ოთახში სტუდენტები შემოვიდნენ. უცნობი ქართველი წავიდა, მედვედევმა კი ლექცია ჩაუტარა სტუდენტებს და რომ დაამთავრა, თვითონაც წავიდა. იცით, მე ჩემს კაბინეტში წიგნების კარადა მაქვს, რომელიც ლაბორატორიის მომიჯნავე კედელზეა მიდგმული. ოთახებს თხელი ფანერა ყოფს. საკმარისია, რამდენიმე წიგნი გამოიღო კარადიდან, რომ ლაბორატორიაში მიმდინარე საუბარი კარგად ისმის. მე ხშირად ვსარგებლობ ამით. მოგეხსენებათ, რომ ირგვლივ მრავალი მტერი გვყავს და ფხიზლად უნდა ვიყოთ.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, შვარცმანის მონაყოლის შემდეგ, ოპერატიული სამუშაო ჩავატარეთ და სტალინისტთა ექვსკაციანი ჯგუფი გამოვავლინეთ, რომელიც ხრუშჩოვის ლიკვიდაციას რადიომართვადი ნაღმით გეგმავდა. ჯგუფს ანტონ მედვედევი ხელმძღვანელობდა და მასთან ერთად შეთქმულებაში მონაწილეობდნენ: იური მოროზოვი, იური კარპოვი, ანდრეი ტიტოვი, ვლადიმირ ბობროვი და გურამ დარჩია. ექვსივე მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ერთ პოლკში იბრძოდნენ და სტალინზე ფანატიკურად იყვნენ შეყვარებული. ექვსივემ აღიარა, რომ ხრუშჩოვის ლიკვიდაციას სტალინის დამცირების გამო გეგმავდნენ და სწუხდნენ, რომ ამის გაკეთება ვერ მოახერხეს. დახვრეტის კი არ ეშინოდათ.

მედვედევმა გვითხრა კიდეც:

– დაიმახსოვრეთ, ხრუშჩოვს სხვები მაინც მოკლავენ. ის ჩვენს დიდ ქვეყანას ძირს უთხრის და სტალინის მიწასთან გასწორება იმისთვის სჭირდებაო.

შეთქმულები 30 აპრილს დავაპატიმრეთ. 1 მაისს კი, დიდი თეატრის სამსახურებრივ შესასვლელთან ტრაგედია დატრიალდა. იმ დროს, როცა ნიკიტა ხრუშჩოვი თეატრის შენობაში შედიოდა, საპირველმაისო საღამოზე სიტყვის წარმოსათქმელად, მას შვეიცარის უნიფორმაში ჩაცმული ადამიანი მიუახლოვდა, გაუღიმა და ხელი ჩამოართვა, შემდეგ კი ჩაეხუტა, ორივე ხელი მაგრად შემოაჭდო ზურგზე და სხეულზე შემოხვეული ბომბი აამოქმედა... საშინელ აფეთქებას 32 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 60-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა. თუმცა, ხრუშჩოვი ცოცხალი გადარჩა, რადგან დიდ თეატრში ჩვენ მისი ორეული გავგზავნეთ.


скачать dle 11.3