კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (106)
იანვარი 2020 (195)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

რა კავშირშია მთვარე უძილობასთან და როდის გვიქმნის მთვარის ფაზები პრობლემებს საქმეში


ბევრი ადამიანი უჩივის თვის გარკვეულ დღეებში სისუსტეს, გაღიზიანებას, მგრძნობელობის მომატებას და ვერ ხსნის ამის გამომწვევ მიზეზებს.

საიდუმლო არ არის ის, რომ მთვარის ფაზები ადამიანის განწყობაზე დიდ ზეგავლენას ახდენს. ნერვიულობას, გაღიზიანებას და მშფოთვარე ძილს თავი რომ დააღწიოთ, მარტივი და აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები უნდა შეასრულოთ. ეს რჩევები ასტროლოგიაში კარგად არის აპრობირებული. მაგალითად, თუ სავსე მთვარეა, საძინებელი ოთახი კარგად დააბნელეთ ფარდებით, რადგან შესაძლოა, მთვარის ნათებიდან წამოსული ენერგია ძილთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზად იქცეს.

უძილობას თავს ადვილად დააღწევთ, თუ სავსე მთვარის პერიოდში, მწარე კერძების ნაცვლად, ვახშამზე მსუბუქად დანაყრდებით. ამ დროს კარგია კატაბალახასა და იის ნაყენის მიღება. ის ორგანიზმს ადუნებს, ამშვიდებს და ღამის მშვიდი ძილისთვის ამზადებს.

სავსე მთვარის დღეებში კარგია თუ დაძინებამდე ცაცხვის ყვავილების აბაზანას მიიღებთ. ასეთი აბაზანა ასტროლოგიურად რთულ დღეებში სტრესს ადვილად მოგიხსნით.

მთვარის შევსებამდე ერთი დღით ადრე და შევსების მეორე დღეს, სხეულში აქტიურად მიმდინარეობს ცხიმების დაგროვება. ამას თავიდან აიცილებთ, თუ სავსე მთვარის წინ წვენებით ან ხილით განტვირთვის დღეს მოიწყობთ. უმჯობესია, ამ დღეებში წვენები სვათ და ტკბილეულს მოერიდოთ.

ასევე, არსებობს ადამიანების ტიპი, რომლებსაც სავსე მთვარის დროს ტკბილეულისადმი მოთხოვნა უძლიერდებათ. ამისგან თავის დაღწევაც შეიძლება. გირჩევთ, ამ დღეებში ხშირად ყნოსოთ ვანილი და მისი ინტენსიური და სპეციფიკური სურნელი ტვინს მაძღრობისა და კმაყოფილების შესახებ მიაწვდის სიგნალს.

სავსე მთვარის დროს იმატებს თავის ტკივილი, უძილობა, დისკომფორტი, საერთო სისუსტე და გაღიზიანება. ამიტომ, გირჩევთ, დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე, მიირთვათ ცაცხვის ყვავილების ჩაი, საფეთქლები კი დაიზილოთ ლავანდის ზეთით.

სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი არ აქცევს ყურადღებას მთვარის ფაზებს. არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

დაფიქრდით, რატომ არ აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები ზამთრისთვის შესანახ პროდუქტებს სავსე მთვარის დროს. ისინი კარგად ერკვეოდნენ მთვარის ფაზებში და იცოდნენ კიდეც მათი ზემოქმედების შესახებ. კერძოდ, სავსემთვარეობისას გაკეთებული ზამთრის პროდუქტის მარაგი მალევე იწყებს გაფუჭებას. სხვათა შორის, გაითვალისწინეთ, რომ არც მოსავლის აღება-დაბინავებაა კარგი ამ დროს. ადამიანის ჯანმრთელობაც შესუსტებულია და ამიტომ უმჯობესია, მეტი დრო სავსე მთვარის დროს სახლში დაჰყოთ და დაისვენოთ.

ხშირად ახედეთ მთვარეს, ჩაიხედეთ ასტროლოგიურ კალენდარში და სწორად დაგეგმეთ მომავალი ცხოვრება და საქმიანობა, რომ, შემდგომ მთვარემ პრობლემები არ შეგიქმნათ და გაურკვევლობაში არ აღმოჩნდეთ.


скачать dle 11.3