კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (106)
იანვარი 2020 (195)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

მოიპარეს 50 მილიონ დოლარად შეფასებული ვან გოგის ტილო


ჰოლანდიელი მხატვრის ვან გოგის სურათი „ყაყაჩოები“ მოიპარეს ქაიროს მაჰმუდ ჰალილის მუზეუმიდან. ეგვიპტის კულტურის მინისტრმა ხოსნი ფარუკმა განაცხადა, რომ ტილო ჩარჩოდან ამოჭრეს, როგორც კი მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის გაიღო.

გაქურდვიდან ცოტა ხნის შემდეგ, გაჩნდა ინფორმაცია, რომ სურათი ცხელ კვალზე იპოვეს. თითქოს, ეგვიპტის პოლიციამ ქაიროს აეროპორტში დააკავა იტალიის ორი მოქალაქე, რომლებიც ცდილობდნენ მოპარული შედევრის უცხოეთში გატანას, მაგრამ ეგვიპტის კულტურის მინისტრის ხოსნი ფარუკის თქმით, მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და სურათი ჯერ არ არის აღმოჩენილი. სარწმუნო მონაცემებით, პოლიციამ მხოლოდ ქურდობაში ეჭვმიტანილი ორი ადამიანის დაკავება შეძლო. სურათის ადგილმდებარეობა ჯერაც უცნობია.

როგორც გაირკვა, გაქრობის მომენტამდე მუზეუმს, რომელიც ნილოსის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს, სულ ცხრა ადამიანი ეწვია, მათ შორის, იტალიის ორი მოქალაქე, ორი რუსი, ოთხი ესპანელი და ერთი ეგვიპტელი სტუდენტი. მუზეუმის თანამშრომლებმა მაშინვე გაჩხრიკეს იქ მყოფი ესპანელი და რუსი დამთვალიერებელი, ხოლო იტალიელებს კი პოლიცია დაედევნა. ისინი შაბათს საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს პირადი ნივთების შესამოწმებლად, შემდგომ კი მათი ბედი უცნობია.

გამომძიებლების თქმით, მუზეუმში დამონტაჟებული ვიდეოკამერების შემოწმებამ შედეგი არ გამოიღო – ტექნიკა 15 წლის წინათაა დაყენებული და მოძველებულია. მუზეუმის უსაფრთხოების სამსახური, მას დიდი ხანია, აღარ იყენებს.

ეგვიპტის წესრიგის დამცველებმა ბლოკირება გაუკეთეს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო პორტებს, რათა არ დაუშვან შეუფასებელი ტილოს ქვეყნის გარეთ გატანა.

როგორც ცნობილია, ტილო სახელწოდებით „ყაყაჩოები“, ანდა „ვაზა ყვავილებით“, ადრეც მოიპარეს, მაგრამ 1978 წელს დაკარგული სურათის დაბრუნება ორი წლის შემდეგ მოხერხდა.

ექსპერტების შეფასებით, მოპარული ტილო მხატვარმა 1887 წელს დახატა.

მაჰმუდ ჰალილის მუზეუმი 1962 წელს დაარსდა. მასში ძირითადად გამოფენილია მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის მხატვრების, მათ შორის გოგენის, მილეს, მონეს, რენუარისა და სხვა ფრანგული სკოლის იმპრესიონისტების ნამუშევრები.


скачать dle 11.3