კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

გამოქვეყნდა ყველაზე მაღალანაზღაურებად მწერალთა რეიტინგი


ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებით, წელიწადში 270 მილიონი დოლარი გამოიმუშავა ყველაზე მაღალანაზღაურებად ავტორთა ათეულმა ერთად.

აქედან, 70 მილიონი ჯეიმს პატერსონს ეკუთვნის, ამით მან შარშანდელი რეიტინგის მეორე ადგილიდან პირველზე გადმოინაცვლა. ბოლო კონტრაქტის მიხედვით, რომელსაც თრილერთა ნაყოფიერმა ავტორმა გასულ შემოდგომაზე მოაწერა ხელი, 2012 წლისთვის 17 წიგნი უნდა დაწეროს, რაშიც დაახლოებით 100 მილიონ დოლარს მიიღებს. 10 მილიონს პატერსონს მხოლოდ უცხოეთში გაყიდული წიგნები მოუტანს.

მეორე ადგილზეა სტეფანი მაიერი, ვამპირული რომანების სერიის „ბინდის“ ავტორი. წიგნები და მათ მიხედვით გადაღებული ფილმები იმდენად პოპულარულია, რომ წელიწადში მწერალმა ქალმა 40 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. თუმცა, წელს მის კალამს არც ერთი წიგნი არ დაუწერია.

ლიდერების სამეულშია სტივენ კინგი, რომლის შემოსავალი 34 მილიონი დოლარია. აქედან 8 მილიონი ადრე გამოშვებულმა წიგნებმა მოუტანა. მისი ბოლო რომანი, „გუმბათის ქვეშ“, 2009 წლის ნოემბერში გამოვიდა და მთელი ტირაჟით – 600 000 ეგზემპლარი გაიყიდა.

შარშანდელი რეიტინგის ლიდერი ჯოან როულინგი ჯადოქარი ბიჭუნას, ჰარი პოტერის სათავგადასავლო წიგნის ავტორი, მეათე ადგილს დასჯერდა.


скачать dle 11.3