კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (106)
იანვარი 2020 (195)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი


ვამპირული საგის „ბინდის“ ვარსკვლავი, რობერტ პატისონი პირველია 50 ყველაზე სექსუალურ მამაკაცთა სიაში, რომელიც ჟურნალმა „გლამურმა“ გამოაქვეყნა. პირველი ხუთეულიდან ოთხი ადგილი „ბინდის“ მსახიობებმა დაიკავეს. მეორე ადგილზე აღმოჩნდა პატისონის მეტოქე ამ საგის სასიყვარულო სამკუთხედიდან – ტეილორ ლოტნერი. მეოთხე და მეხუთე ადგილები გაიყვეს – ქსავირ სემუელმა და კელან ლატსმა.

ყველაზე სექსუალური მამაკაცის „ჰიტ-აღლუმის“ მესამე ადგილი წილად ხვდა იენ სომელჰოლდერს. იგი ასრულებს დეიმონ სალვატორეს როლს ტელესერიალ „ვამპირის დღიურებში“.

2009 წლის მეორე ადგილის მფლობელი ჯონი დეპი მხოლოდ მეექვსე ადგილზე გავიდა. დეპის გარდა ლიდერის პოზიციები დათმეს სხვა აღიარებულმა სექსსიმბოლოებმაც, ასე მაგალითად: დევიდ ბექჰემი მეოთხე ადგილიდან ოცდამეერთე ადგილზე ჩამოქვეითდა; ბრედ პიტი – მეხუთედან ოცდამეთხუთმეტეზე; ლეონარდო დი კაპრიო, კიანუ რივზი და ჯუდ ლოუ, რომლებიც გასულ წელს მაღალ ადგილებს იკავებდნენ, მიმდინარე წელს სიაში საერთოდ ვერ მოხვდნენ.


скачать dle 11.3