კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ წელში დაბადებული ადამიანები ითვლებიან ერთგულ მეგობრებად და ჭეშმარიტ ინტელიგენტებად



აღმოსავლური ზოდიაქოს თორმეტი ნიშანი სოციოლოგიური ორიენტაციის მიხედვით სამ ჯგუფად იყოფა

1. გახსნილი ნიშნების („ვირთხა“, „კატა“, „ცხენი“, „მამალი“) ოთხეულს მიეკუთვნებიან გულგახსნილი ქალები და მამაკაცები, რომლებიც ცხოვრებაში მრავალფეროვნებას ეძებენ და ცდილობენ, მაქსიმალურად აღიქვან ყველა მოვლენა და ადამიანი. უფრო საზოგადოებაზე არიან ორიენტირებულები პოზიტიური თვალსაზრისით, ისინი მოუსყიდველნი და სტუმართმოყვარენი არიან, ნეგატიური თვალსაზრისით კი ზოგ შემთხვევაში, აბეზარნი და მიამიტნი. მათთვის ოჯახი იგივე საზოგადოებრივი რგოლია. დაოჯახების შემდეგ გარესამყაროს და საზოგადოებასთან კონტაქტის შენარჩუნებისკენ არიან მიდრეკილნი.

2. დახურული ნიშნების („ვეფხვი“, „გველი“, „მაიმუნი“, „ტახი“) ოთხეულის წარმომადგენლები ცდილობენ, ყველა მოვლენის სიღრმეში ჩაწვდომას, სიღრმისეულ გაგებას. მათთვის ყველაზე მეტად საკუთარი პიროვნება დგას პირველ ადგილას. ამ ოთხეულისთვის დამახასიათებელია თავდაჯერებულობა, ესთეტურობა, არისტოკრატიზმი. პოზიტიური თვალსაზრისით ისინი ადამიანთა უფლებების დამცველნი და ჭეშმარიტი ინტელიგენტები არიან, ნეგატიური თვალსაზრისით კი – მიზანთროპები, ეგოისტები და ნარცისები. ოჯახში ნეტარების და ჰარმონიის კუნძულის შექმნას ცდილობენ, რომელიც მათ აბეზარი ადამიანებისა და არასასურველი მოვლენებისგან გამიჯნავს.

3. ორთოდოქსული ნიშნების („ხარი“, „გველეშაპი“, „თხა“, „ძაღლი“) წარმომადგენლები ყველაზე ჯიუტი, საკუთარი, ურყევი მრწამსის მქონე ადამიანები არიან. ქორწინებისკენ მიდრეკილება და მისი კანონების ცოდნა სწორედ დაბადების წლის მიხედვითაა მათში ჩადებული. მათი მიზანი, არა გარემომცველი სამყაროს და სიღრმისეული არსის შეცნობაა, არამედ გარკვეული შემოსაზღვრული ტერიტორიის სტაბილურობა და ხელშეუხებლობის დაცვა. პოზიტიური თვალსაზრისით, ისინი თავდადებული და ერთგული მეგობრები არიან, ნეგატიური თვალსაზრისით კი ჭირვეულები, გულცივები და აბეზარები. ოჯახისთვის ამ ნიშნების წარმომადგენლები საუკეთესოებად ითვლებიან.


скачать dle 11.3