კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ შეიძლება ავტომობილზე საბურავების სათითაოდ გამოცვლა


ჩვენს რუბრიკაში საბურავებზე არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ მისი არჩევანი იმდენად გაფართოვდა და შესაძლებლობები ისე გაიზარდა, შეუძლებელია მასზე ხელახლა არ ვისაუბროთ. როგორია ისინი, რა ხარისხის, რომლის ნდობა შეიძლება და რომლის არა – ამაზე ვრცლად საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი მევლუდ მელაძე საუბრობს.

მევლუდ მელაძე: საბურავების წარმოება ბევრმა ახალმა კომპანიამ დაიწყო; ძველებმა – გააუმჯობესეს; ზოგმა კი გააუარესა... და სხვა. ძალიან ხშირად მისვამენ კითხვებს იმის შესახებ, რომელს რა უპირატესობა აქვს, რომელი როდის დავაყენოთო. საბურავების მრავალფეროვნება სულ უფრო აბნევს მძღოლებს. ადრე, „ვოლგების” ხანაში ერთი საბურავი არსებობდა „ვოლგისთვის”, ერთიც – „ჟიგულისთვის” და ორივე შედარებით კარგი იყო. როგორ შეიძლება საბურავი შევარჩიოთ დღეს? არსებითი მნიშვნელობა მისი შერჩევისას, აქვს ვადას. თუ ის ხუთ წელს სცილდება მოხმარებისთვის აღარ ვარგა. მაგრამ, ეს კიდევ არაფერი იმასთან შედარებით, რასაც ხშირად ბაზრობაზე ვაწყდები. მიდის მძღოლი და ყიდულობს ერთ საბურავს ან ორს – მხოლოდ წინა თვლებისთვის, რაც კატეგორიულად არ შეიძლება. არასწორი მიდგომაა. შესაძლებელია, პროტექტორი საბურავს აბსოლუტურად ერთნაირი ან მსგავსი მაინც ჰქონდეს, მაგრამ ერთი საბურავი სხვა ფირმის იყოს და მეორე სხვისი, მით უმეტეს, როცა ზომა სხვადასხვაა, შეუძლებელია, თუ საბურავებს ასე არათანაბრად დააყენებთ, თავიდანვე უნდა იცოდეთ, რომ მკვეთრი დამუხრუჭების დროს, ავტომობილი აბსოლუტურად უკონტროლო გახდება. კარგად რომ წარმოიდგინოთ, ეს ჰგავს ოთხ ადამიანს, რომელთაც ოთხ სხვადასხვა კუთხეში თოკი აქვთ გაჭიმული და უნდა გაიქცნენ. სულ რომ ერთი ასაკის, სიმაღლისა და წონის იყვნენ, აღარაფერს ვამბობ, თუ ერთი რომელიმეზე მაღალი ან მსუქანია, მაინც ვერ მოახერხებენ სირბილის დროს ამ თოკის გაჭიმულ მდგომარეობაში დატოვებას – მით უმეტეს, ზუსტად, ერთდროულად გაჩერებას. ამის შანსი მინიმალურია. ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, რომ საბურავს შეიძლება, ამხელა მნიშვნელობა ჰქონდეს საგზაო შემთხვევის დროს. არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ის არის ერთადერთი დამაკავშირებელი ჩვენსა და გზის საფარს შორის. ჩვენ ვსხედვართ რაღაც კაფსულაში, რეალური შეხება გარესამყაროსთან კი, ამ საბურავებით გვაქვს. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ოთხივე ერთად და თანაბრად მუშაობდეს – როგორც მოსახვევში შესვლის ასევე, რა თქმა უნდა, დამუხრუჭების დროს.

– ავარიას თავი დავანებოთ, მართვის დროს ქმნის პრობლემებს...

– ავარია სწორედ იმიტომ ხდება, რომ მართვაში პრობლემები შეიქმნა. რატომ ხდება ავარია? ჩვენ გვეგონა, ავტომობილი სულ სხვა მდგომარეობაში იყო და რეალურად სულ სხვა სურათი მივიღეთ. სწორედ ეს არის საბურავების ბრალი. შევეშვათ იმას, რა დონეზე ზრდის ეს დამუხრუჭების სიგრძეს, სხვადასხვანაირად ამუხრუჭებს და ამ შემთხვევაში, ავტომობილი მოცურდება. აქედან გამომდინარე, მაქსიმუმ, შეიძლება დავაყენოთ ორი ერთი და იგივე წარმოშობის საბურავი წინ და ორი – უკან. ერთ ღერძზე მაინც რომ იყოს ერთნაირი საბურავები. თუმცა, არც ესაა მიზანშეწონილი. კიდევ ერთი პრობლემა: მძღოლები, ძირითადად, უკან ცუდ საბურავებს, წინ კი ახალს აყენებენ. წინა საბურავები, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ცვდება, მიუხედავად იმისა, წინა წამყვანი თვლებითაა აღჭურვილი ავტომობილი თუ უკანა წამყვანით. ვგულისხმობ, ნორმალურ სვლას და არა ხელოვნურად მოცურებისა და „ბუქსაობის” მომენტს, როცა უკანა წამყვანი თვლებით აღჭურვილ ავტომობილებს აწვალებენ. მაგრამ, თუ უცებ რაღაც მოხდა, მოგიწიათ მკვეთრი მანევრი ან დამუხრუჭება, რადგან წინა საბურავები უკანას ჩაგრავს, წინა მოუხვევს, უკანა კი ვერ მიყვება და მანქანა ძალიან მარტივ სიტუაციაში მოცურდება. როგორც კი ოდნავ ავჩქარდებით, ოდნავ მკვეთრი მოძრაობა მოგვიწევს, მაშინვე ვიგრძნობთ განსხვავებას. ასეთ დროს, ისევ ჯობია, უკანა საბურავები ყოფილიყო ახალი და წინა შედარებით ძველი და როგორც მოუხვევდა, ისე მოეხვია, სამაგიეროდ უკანაც შემოყვებოდა, აქ კი პირიქით მოხდა.

– ასე რომ, ჯობია, თუ შეცვლას ვაპირებთ თითო-თითო საბურავის ფული გადავდოთ, მოვაგროვოთ და ოთხივე ერთად შევცვალოთ?

– აუცილებლად ოთხივე უნდა შეიცვალოს. რაც შეეხება ახალ საბურავებს, ორი სიტყვით შევეხები ამ ბოლო დროს ბაზრობაზე გამოჩენილ ჩინური და კორეული წარმოების საბურავებს, რომლებიც ძალიან იაფი ღირს. მარტივად რომ აგიხსნით და თქვენც მიხვდებით რა ხარისხის პროდუქციაა – თითქმის წარმოუდგენელია ეს საბურავები, სულ ახალიც კი, დავაბალანსოთ. ხელსაწყო გვაჩვენებს, რომ დაბალანსებულია, მაგრამ როგორც კი გავალთ ტრასაზე და მოგვიწევს ასი კილომეტრ-საათში სიჩქარით სიარული, მივხვდებით რომ ავტომობილი კი არ ძაგძაგებს, ინგრევა. მიუხედავად იმისა, რომ საბურავები დაბალანსებულია და დისკებიც სწორია. თანაც, ძალიან სწრაფად ცვდება. შეიძლება იყოს საბურავი ჩინური ან კორეული წარმოების, მაგრამ რომელიმე ცნობილი ბრენდის პროდუქტი. ამას ყურადღება აუცილებლად მიაქციეთ.


скачать dle 11.3