კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აღიარეს შოთა ხაბარელი ევროპის ოთხგზის საუკეთესო მწვრთნელად


ქართველები საერთოდ განებივრებულები ვართ წარმატებული სპორტსმენებით. მხოლოდ რჩეულთა ხვედრია, იყო წარმატებული სპორტსმენი და იმაზე უკეთესი კი მწვრთნელი. ეს ყველაფერი დიდ შრომასა და ენერგიას მოითხოვს. შოთა ხაბარელმა გვიამბო, როგორ შეძლო, ყოფილიყო 11 წელი ნომერ პირველი სპორტსმენი და 19 წელი – ევროპის ოთხგზის საუკეთესო მწვრთნელი.

შოთა ხაბარელი: აქტიურად ვარჯიში 1970 წელს დავიწყე. მალევე მოვხვდი საქართველოს ნაკრებში, შემდეგ – საბჭოთა კავშირის ნაკრებში და აქედან დაიწყო ჩემი აქტიური სპორტული კარიერა. მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონი გავხდი, დავიწყე მზადება 1980 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის და იქაც ჩემპიონი გავხდი. სადაც გამოვიდოდი, ყველგან ვიმარჯვებდი. ვიყავი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, მოვიგეთ ევროპის გუნდური ჩემპიონატი, გავხდი საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი გავხდი. 11 წელი ვიყავი საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. საერთოდ, ცოტა ძნელია, ამდენ ხანს იყო ნაკრების წევრი და თან, ყოველთვის პირველი ნომერი. 1986 წელს დავამთავრე აქტიური სპორტული კარიერა და 1987 წლიდან დავინიშნე საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად. სამწვრთნელო კარიერა კი იმაზე წარმატებული გამოდგა, ვიდრე სპორტული. ჩემი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები გახდა ორჯერ მსოფლიოს, სამჯერ კი – ევროპის ჩემპიონი. ასეთი მიღწევა ძიუდოში თითქმის არავის ჰქონია. გაზრდილი მყავს ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები. საქართველოს ნაკრები ყველა ჩემპიონატზე ყოველთვის ერთ-ერთ მოწინავე გუნდად ითვლებოდა. თვითონ მე კი მაღიარეს ევროპაში ოთხგზის საუკეთესო მწვრთნელად. მიღებული მაქვს სამი ღირსების ორდენი, ერთი – ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი.

– ასეთი პოტენციალის სპორტსმენისთვის 1986 წელი ადრე ხომ არ იყო აქტიური სპორტიდან წასასვლელად?

– მე ვფიქრობ, რომ არა. იმ დროს მე უკვე 31 წლის ვიყავი და 11 წელი ძიუდოსთვის, ნამდვილად არ არის ცოტა. თან, მაშინდელი ვარჯიშები ძალიან რთული და დამღლელი იყო. აქედან გამომდინარე, ადამიანის ორგანიზმსაც აქვს, ალბათ, რაღაც რესურსი. ჩემთვის სპორტული რესურსი მაშინ ამოიწურა. თუმცა, დარჩენას ორი-სამი წელი კიდევ შევძლებდი. მაგრამ, საქართველოს ნაკრების ჩაბარებამ უფრო დააჩქარა ჩემი წამოსვლა აქტიური სპორტიდან.

– ამბობთ, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოხვედრა ძნელი იყო, მაგრამ ქართველები მაინც ახერხებდით ამას და შემდეგ წარმატების მიღწევასაც. არ გიჭირდათ?

– საბჭოთა კავშირის ნაკრებში რომ მოხვედრილიყავი, უნდა ყოფილიყავი რუსზე გაცილებით ძლიერი, მკაცრად უნდა დაგეცვა დისციპლინა. საკმარისია, შეკრებაზე არ ჩასულიყავი, არ გაპატიებდნენ. ყველანაირად გაწონასწორებული უნდა ყოფილიყავი, რომ რაღაც შეცდომა არ დაგეშვა. იმ პერიოდის საბჭოთა კავშირის ნაკრებში თითქმის უმეტესობა ქართველები ვიყავით. როდესაც ადამიანს რაღაც მიზანი გაქვს და ამისთვის შრომა არ გეზარება, წარმატებას ყოველთვის მიაღწევ. იყო რამდენიმე სპორტსმენი, ძალიან დიდი ფიზიკური მონაცემებით, მაგრამ სიზარმაცის გამო წარმატებას ვერ მიაღწიეს. ქართველებმა ძალიან კარგად ვიცოდით, რომ შრომისა და წვალების გარეშე, არაფერი გამოვიდოდა. დღეში სამჯერ ვვარჯიშობდით, ვიკლებდით ყველა იმ სიამოვნებას, რაზეც ბევრი უარს ვერ ამბობდა. არ იყო ჩვენთვის გასართობი საღამოები, დროსტარება, ქეიფი და ამხელა მსხვერპლის გაღების ფასად, გვიწევდა შემდეგ უკვე წარმატების მიღწევა.

– ოლიმპიადის მოგება არის სპორტსმენისთვის უმაღლესი ჯილდო. იმ ბრძოლას თუ გაიხსენებდით და გამარჯვებით გამოწვეული ემოციები როგორი იყო?

– ეს ნამდვილად ასეა და ამიტომაც არის, რომ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. მინდა ვთქვა, რომ ოლიმპიური თამაშები სპორტული ფორუმის გარდა, ცოტა პოლიტიკურ ელფერსაც ატარებს და თან ფსიქოლოგიური ომია. სპორტსმენი ხდები მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონი, მაგრამ ოლიმპიური ოქროს მოგება ყველაფრის დამაგვირგვინებელია. მაშინ ფინალში შევებრძოლე ზანგ ხუან ვერერს, პირველი წუთიდან ვჯობნიდი და მოვუგე საკმაოდ დამაჯერებლად. ეს იყო ჩემთვის სასწაულის ტოლფასი. ის ღამე სიხარულით საერთოდ არ მძინებია. ამ სიხარულის გადმოცემა ცოტა რთულია. თბილისში, აეროპორტში რომ მომიწყვეს დახვედრა და შემდეგ, ჩემს რაიონში ჩასულს, ხალხი როგორი სიხარულით შემხვდა, მერე დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ ჩემმა წარმატებამ ხალხი გაახარა. მოდიოდნენ ადამიანები, მილოცავდნენ, მეფერებოდნენ. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ხალხი ახლაც მესალმება და სითბოს გამოხატავს.

– ბატონო შოთა, არანაკლებ წარმატებული გამოდგა თქვენი, როგორც მწვრთნელის კარიერაც. ამ პერიოდს როგორ გაიხსენებთ?

– როდესაც ოლიმპიური ჩემპიონი ხარ და შენი აღზრდილი სპორტსმენი აღწევს წარმატებას, ეს ორმაგი სიხარულია. არც საბჭოთა ქვეყნებში და არც საქართველოში არ ყოფილა პრეცედენტი, ოლიმპიურ ჩემპიონს აღეზარდა რამდენიმე ოლიმპიური ჩემპიონი. ყოფილა ისეც, რომ დიდ სპორტსმენს სამწვრთნელო კარიერა ვერ აუწყვია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს ასე არ მოხდა. მე შევძელი, ძალიან კარგი ურთიერთობა დამემყარებინა სპორტსმენებთან, ჩემებური მიდგომა მქონდა. ბიჭებს ბევრ რაღაცაზე უწევდათ უარის თქმა. ხანდახან ვჩხუბობდი კიდეც, მაგრამ მაინც შევძელი და 19 წელი ვიყავი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. საერთოდ, სპორტსმენისთვის, მომზადების პარალელურად, აუცილებელია ფსიქოლოგიური განწყობა. თუ სპორტსმენი იყო კარგად მომზადებული, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად, წარმატება გარანტირებული ჰქონდა. მე ამ ყველაფერს ვახერხებდი, ამიტომაც მაღიარეს ოთხჯერ ევროპის საუკეთესო მწვრთნელად. მე არ მეგულება საქართველოში არც ერთი საზოგადო მოღვაწეც კი, რომელიც სამჯერ იყოს დაჯილდოებული ღირსების ორდენით. მართალია, ბოლოს სხვანაირად გამოვიდა, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფომაც დამაფასა. ჩემი მწვრთნელობის პერიოდში გახდნენ ცირეკიძე და ზვიადაური ოლიმპიური ჩემპიონები. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 2004 წელს, პირველად, ზვიადაურის გამარჯვების შემდეგ აიწია დროშა და გაისმა საქართველოს ჰიმნი.

– თქვენ იყავით საქართველოს ნაკრების მწვრთნელი 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზეც. იმ პერიოდს როგორ გაიხსენებთ?

– 2008 წელს ომი დაიწყო ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც უნდა ეჭიდავათ ხერგიანს, ქევხიშვილსა და კედელაშვილს. ღამის სამ საათამდე ვმსჯელობდით მინისტრთან ერთად, რომ უკან წამოვსულიყავით, მაგრამ შემდეგ მაინც გადაწყვიტეს, დავრჩენილიყავით. წამოსვლის შემთხვევაში, მინიმუმ, ორ ოლიმპიადას ვტოვებდით, ფაქტობრივად, 12 წელიწადს ვაცდენდით. ეს კი დიდი დანაკლისი იყო სპორტსმენებისთვის. ამიტომ დავრჩით, მაგრამ გაგვიჩნდა პრობლემა. საერთოდ, სპორტსმენები ჩემპიონატის წინ იკლებენ, დილით უნდა მომხდარიყო აწონვა და რადგან გადაწყვეტილი გვქონდა წამოსვლა, ჩვენმა ბიჭებმა კარგად ჭამეს და ზუსტად ნახევარ საათში დარჩენაც გამოგვიცხადეს. თითოეულ სპორტსმენს 3 კილოგრამი ჰქონდა მომატებული. დილის 6 საათამდე დარბოდა კედელაშვილი, მაგრამ გამარჯვება მაინც ვერ შეძლეს. საერთო ჯამში კი, ნორმალური შედეგი გვქონდა, 3 ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და 2 205 ქვეყნიდან 37-ე ადგილი საქართველომ დაიკავა. ეს მართლაც დიდი წარმატება იყო, მაგრამ ამ გამარჯვებამ უღიმღამოდ ჩაიარა.

– ახლა თუ არიან ნაკრებში ისეთი სპორტსმენები, ვისაც გამარჯვებას უწინასწარმეტყველებთ?

– ქართველებს ძალიან დიდი ტრადიციები გვაქვს და ძიუდო საქართველოში ყოველთვის იქნება ერთ-ერთი წარმატებული სპორტის სახეობა. ამიტომ, მომავალი თაობაც ყოველთვის იქნება. ერთი წელია უკვე, რაც წამოვედი ეროვნული ნაკრებიდან და იქ გვყავს ვარლამ ლიპარტელიანი, უძლიერესი სპორტსმენი, რომელსაც აქვს ბრწყინვალე მომავალი. გამოჩენილ სპორტსმენებზე აღარ ვსაუბრობ. ლიპარტელიანი 20 წლის ბიჭია, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ახლა ტარდება ევროპის ჩემპიონატი და ადვილი შესაძლებელია, სხვებიც გამოჩნდნენ.

– საერთოდ, სპორტსმენისთვის რთულია მწვრთნელად ყოფნა და თქვენ როგორ შეძელით ასეთი წარმატებული კარიერის გაკეთება?

– ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, მით უმეტეს, რომ მე ძალიან ემოციური ვარ. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე, თუ გაწონასწორებული არ ხარ, რთულია მოგება. თუმცა, სპორტსმენს, მარტო შენს თავთან გაქვს საქმე, მაგრამ როდესაც 40 ადამიანი გაბარია და შენზეა დამოკიდებული, როგორ წაიყვან მათ საქმეს, ძალიან რთულია. ძალიან გამიჭირდა პირველი წლები, მერე ნელ-ნელა შევეჩვიე. შეიძლება არ გამომეხატა, მაგრამ შინაგანად ისე ვიცლებოდი ემოციურად, რომ ძალების აღსადგენად თითქმის ერთი კვირა მჭირდებოდა. დაფასებასაც ვგრძნობდი სახელმწიფოს, საზოგადოების მხრიდან. მქონდა ჯილდოები, პრემიები, მაგრამ უკმაყოფილო ვარ იმით, რომ პროფესიონალებს სხვანაირი მოპყრობა და დაფასება სჭირდება. მე ახლა რამდენად მიმიჩნევენ პროფესიონალად, არ ვიცი, მაგრამ თუ უფრო მეტი დაფასება და ყურადღება იქნება, ისევ სპორტისთვის არის კარგი.


скачать dle 11.3