კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები


კითხვა: რა დაავადებაა ოსტეოპოროზი და როგორ შეიძლება მისგან განკურნება?

პასუხი: ოსტეოპოროზი ძვლების დემინერალიზაცია, მათი გამოფიტვა, კალციუმით გაღარიბებაა, რაც მეტწილად ასაკობრივი ცვლილებებით გამოწვეულ ჰორმონულ დარღვევებს და, ამის კვალობაზე, ნივთიერებათა ცვლის მოშლას უკავშირდება. მისი პროფილაქტიკა და მკურნალობა გულისხმობს ორგანიზმის შევსებას კალციუმითა და D ვიტამინით, ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას და ჰორმონული ბალანსის აღდგენას.

კითხვა: დიდი ხანია, ღამღამობით მაწუხებს წვისა და სიმხურვალის შეგრძნება ქვედა კიდურებში. ეს იმდენად შემაწუხებელია, რომ ხშირად ძილსაც მიფრთხობს. ეგებ განმიმარტოთ, რა დაავადებაა ეს და როგორ შეიძლება ვიმკურნალო?

პასუხი: შესაძლებელია, ხერხემლის წელის მალების ოსტეოქონდროზი გქონდეთ. ამ დაავადების დროს მარილები აწვება ქვედა კიდურთა მანერვირებელ ნერვებს და ჭყლეტს მათ. სწორედ, ეს იწვევს თქვენ მიერ ნახსენებ შეგრძნებებს. მიმართეთ ნევროპათოლოგს. იგი დააზუსტებს დიაგნოზს და მკურნალობას დაგინიშნავთ. ოსტეოქონდროზს მკურნალობენ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით, ფიზიოპროცედურებით.

კითხვა: ვარ 44 წლის ქალი. 4 წელია მაქვს სეზონური ალერგია. ვხმარობ დიაზოლინს, სხვა პრეპარატი არ მშველის. ახლა ალერგიამ თითქმის გამიარა, მაგრამ ბრონქები მაქვს გაჭედილი. ღამით სტვენით ვსუნთქავ. დღისით არ მაწუხებს. დროდადრო ვიღებ ეუფილინს. რას მირჩევდით ბრონქების სამკურნალოდ?

პასუხი: ბრონქოსპაზმის ჩამოყალიბება იმას ნიშნავს, რომ ალერგიამ კი არ გაგიარათ, არამედ პირიქით, უფრო გაგიმწვავდათ. მსტვენი ბრონქები ასთმურ მოვლენებზე მეტყველებს. თქვენ კომპლექსური მკურნალობა გჭირდებათ. თვითმკურნალობას არ გირჩევთ, ასე მდგომარეობას კიდევ უფრო გაიუარესებთ. გირჩევთ, მიმართოთ ალერგოლოგს.

კითხვა: ვარ ახალგაზრდა ქალი. მიკანკალებს ხელები, ფეხები, ზოგჯერ მთელი სხეული. გთხოვთ გამარკვიოთ, რის გამო ხდება ეს და როგორ ვიმკურნალო?

პასუხი: თქვენს ასაკში ამის მიზეზი უპირველესად, ნერვული სისტემის ლაბილურობაში უნდა ვეძებოთ. სხეულის კანკალი ახასიათებს თირეოტოქსიკოზს. უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენი ჩივილები ნევროზს უკავშირდება. ამიტომ გირჩევთ, მიმართოთ გამოცდილ თერაპევტს, რომელიც ყველა სიმპტომს გაითვალისწინებს და განსაზღვრავს, სახელდობრ, რომელ სპეციალისტთან უნდა იმკურნალოთ.

კითხვა: მყავს 5 წლის ბიჭი. ძალიან უჭმელია. ზოგჯერ მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ჭამს. გთხოვთ მითხრათ, რით შეიძლება აღვუდგინო მადა, როგორ შევუწყო ხელი ბავშვის ნორმალურ ზრდა-განვითარებას?

პასუხი: შვილის უმადობა ბევრ მშობელს აღელვებს. უმადობა ხშირად აწუხებთ ემოციურ, ნერვიულ ბავშვებს. ზოგჯერ ამის მიზეზია ჭიებით ინვაზია, ქრონიკული ინტოქსიკაცია. გირჩევთ, ბავშვი აჩვენოთ გამოცდილ პედიატრს და მისი მდგომარეობა შეაფასოს. უმადობის დროს სასურველია კალციუმის დანიშვნა.

კითხვა: ვარ 8 თვის ორსული. გამიჩნდა ფეხის სოკო. არის თუ არა საშიში ნაყოფისთვის და აუცილებელია თუ არა მისი მკურნალობა ორსულობის პერიოდში?

პასუხი: ეს ნაყოფისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების შინაგანად მიღება ორსულობის პერიოდში არ შეიძლება.

კითხვა: უკვე ერთი წელიწადია, გათხოვილი ვარ. ერთხელ ვიყავი ორსულად, მაგრამ მალე მომეშალა მუცელი. თუ შეიძლება გვირჩიეთ, რომელ რეპროდუქტოლოგს მივმართოთ მე და ჩემმა მეუღლემ?

პასუხი: კონკრეტულად სპეციალისტს ვერ დაგისახელებთ. საქართველოში ბევრი პროფესიონალი რეპროდუქტოლოგია. თქვენ უნდა მიმართოთ რეპროდუქტოლოგს, თქვენმა ქმარმა კი – ანდროლოგს.

კითხვა: გადადის თუ არა ორალური სექსით ინფექციური დაავადებები?

პასუხი: ორალური სექსით გადადის სქესობრივი გზით გადამდები ყველა ინფექცია.

კითხვა: მყავს 4 თვის გოგონა. მკერდთან ახლოს აქვს თეთრი ჩირქისმაგვარი დაგროვება. მეშინია, ხელს არ ვკიდებ. გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე?

პასუხი: გირჩევთ, ხელი არ ახლოთ, არ გააღიზიანოთ კანი. ძირითადად, ასეთი წარმონაქმნები ცხიმდაგროვებებია. თუმცა, ზეპირად ვერაფერს გირჩევთ. აუცილებელია, ბავშვი ანახვოთ პედიატრს.

კითხვა: მყავს 8 წლის ქალიშვილი, უკვე საზარდულზე და იღლიებში გაეზარდა თმა. მისი ასაკისთვის ადრე ხომ არ არის და თუ საგანგაშოა, ვის მივმართო?

პასუხი: სანერვიულო არაფერი გაქვთ, თქვენს გოგონას უყალიბდება მეორადი სასქესო ნიშნები, მართალია, ცოტა ადრეა, მაგრამ პათოლოგიად არ მიიჩნევა. პათოლოგიად მიიჩნევა მენსტრუაციის დაწყება 8 წლამდე. პირველადი მენსტრუაცია კი მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბებიდან 1-3 წლის შემდეგ ვითარდება.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი


скачать dle 11.3