კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიბრძნე მინიატურებში


მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმიდა

ერთხელ მაჰმადიანმა სწავლულებმა განმანათლებელ და ანბანის გამომგონებელ წმიდა ძმებს კირილესა და მეთოდეს ჰკითხეს:

– რატომ ჰყოფთ ქრისტიანები ერთ ღმერთს სამად? თქვენ ხომ გყავთ მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმიდა.

– აუგად ნუ იხსენიებთ წმიდა სამებას, – უთხრა მათ წმიდა კირილემ, – მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმიდა ერთარსების სამი სახეა. შეხედეთ მზეს, უფლისგან წმიდა სამების ხატებად მოვლენილს ზეცაზე. მას აქვს დისკო, სხივი და სითბო. დისკო მამა ღმერთის სახეა, რადგანაც იგი მრგვალია, მას არც საწყისი აქვს და არ დასასრული, ისევე, ვითარცა უფალია უსასრულო და დაუსაბამო. როგორც მზისგან გამოდის სხივი და სითბო, ასევე მამა ღმერთისგან იბადება ძე ღმერთი და გამოდის სულიწმიდა. სხივი ხატებაა ძე ღმერთისა, რომელმაც სახარებით განაბრწყინა კაცობრიობა, ხოლო სითბო, რომელიც იგივე დისკოსგან იღვრება, სულიწმიდაა; უფლისგან გამომავალი მარადიულად.



ჭუჭყიანი თეთრეული

ახალგაზრდა წყვილი ახალ ბინაში გადავიდა საცხოვრებლად. დილით ახალგაღვიძებულმა ცოლმა ფანჯარაში გაიხედა და მეზობელი დაინახა, რომელიც თეთრეულს ფენდა გასაშრობად.

– შეხედე, რა ჭუჭყიანი თეთრეულია, – უთხრა თავის ქმარს, მაგრამ ის გაზეთს კითხულობდა და ყურადღება არ მიუქცევია ცოლის სიტყვებისთვის.

– ალბათ, ცუდ საპონს იყენებს, ან კიდევ საერთოდ არ იცის რეცხვა. კარგი იქნებოდა, ვინმეს ესწავლებინა.

ასე ხდებოდა ყოველთვის, როდესაც მეზობელი თეთრეულს ფენდა. ახალგაზრდა ქალი გაოცებას ვერ მალავდა მისი უსუფთაობის გამო. ერთ მშვენიერ დილას მან კვლავინდებურად გაიხედა ფანჯარაში და წამოიყვირა.

– შეხედე, თეთრეული დღეს სუფთაა, როგორც ჩანს, რეცხვა ისწავლა.

– არა, ჩემო კარგო, – უთხრა ქმარმა, – საქმე ის არის, რომ დღეს ადრე ავდექი და ფანჯარა გავწმინდე.



ხმელი ფოთლები

იმპერატორის ახალი ბაღის გაშენებას სამი წელი მოანდომეს. როგორც იქნა, ყველა სამუშაო დასრულდა და იმპერატორმა დიდებულები მიიწვია, რომ ბაღის მშვენიერებით დამტკბარიყვნენ.

ყველა აღფრთოვანებული იყო ბაღით და ქათინაურებს არ იშურებდა, მაგრამ იმპერატორს ოსტატ ლინ-ჩის აზრი აინტერესებდა, რომელიც ხელოვნების ამ დარგის უბადლო მცოდნედ ითვლებოდა. იმპერატორმა როგორც კი ლინ-ჩის მიმართა, დამსწრე საზოგადოებამ მას მიაპყრო მზერა და სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ლინ-ჩიმ იმპერატორს მიუგო:

– უცნაურია, მაგრამ ამ ბაღში ერთ ხმელ ფოთოლსაც ვერ ვხედავ. როგორ შეიძლება, სიცოცხლე სიკვდილის გარეშე არსებობდეს? იმის გამო, რომ აქ ხეებიდან ჩამოცვენილი ხმელი ფოთლები არ არის, ბაღი უსიცოცხლოა. ეტყობა, დღეს დილით აქაურობა საგულდაგულოდ დაგავეს. უბრძანეთ, რომ ხმელი ფოთლები მოიტანონ. ფოთლები რომ მოიტანეს და მიმოფანტეს. ისინი ნიავმა ააშრიალა. ფოთლების ხმა გაისმა და ბაღი გაცოცხლდა!

ოსტატმა თქვა:

– ახლა ყველაფერი რიგზეა, თქვენი ბაღი მშვენიერია, მაგრამ ამ დილით მეტისმეტად მოვლილი იყო. ხელოვნება დიდებულია მაშინ, როდესაც ის შეუმჩნეველია და თავის თავს არ გასცემს.


скачать dle 11.3