კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა მოხდეს მეორედ მოსვლა და კაცობრიობის დასასრული და აქვს თუ არა ამას კავშირი ახალ, პლასტიკურ პასპორტებთან


ადამიანები დღეს ძალიან ხშირად და ბევრს საუბრობენ მეორედ მოსვლის, სამყაროს აღსასრულის შესახებ. ამ საკითხის ირგვლივ ბევრი რამ იწერება და ფილმებსაც იღებენ. როგორია ბოლო ჟამის ნიშნები, როგორ უნდა მოემზადოს ადამიანი მეორედ მოსვლასთან შესახვედრად, ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი საბა (ბიგაშვილი):



– არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებიც არაეკლესიური ან მცირედმორწმუნენი არიან და მათთვის სიტყვა – მეორედ მოსვლა, ხილული სამყაროს აღსასრული, იწვევს რაღაც შიშს და არ უნდათ ამის გაგონება, მაგრამ მორწმუნე ადამიანის მიდგომა ამ საკითხისადმი ძალიან განსხვავებულია. დილის ლოცვებს როდესაც ვკითხულობთ, სარწმუნოების სიმბოლოს „მრწამსში“ წერია ასეთი სიტყვები: „მოვედი აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებისა მერმისსა მის საუკუნესასა“. ჩვენ ველოდებით მეორედ მოსვლას, რომლის დროსაც ჩვენი ცხოვრება გადასხვაფერდება. ვინც საკუთარი ცხოვრების წესით მოიმუშაკებს ცხონებას, ის გაიხარებს და დაუსრულებელი იქნება მისი ნეტარება, სიხარული. როგორც აპოკალიფსში წერია, შეიცვლება მზეც, მთვარეც, მთელი ხილული სამყარო და ადამიანები თავის ცნობიერებას, საკუთარ პიროვნებას, „მეს“ არ დაკარგავენ და გადავლენ სხვა, ზეგრძნობად ცხოვრებაში, რასაც ნეტარება – უფალთან სიხარულსა და სიკეთეში თანაზიარება ჰქვია. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ როდის მოხდება ეს, არის თუ არა დღეს მეორედ მოსვლის ნიშნები, რა თქმა უნდა, არის და საკმაოდ ბევრიც. გარდა იმისა, რომ წმიდა წერილში წერია ამ ნიშნების შესახებ, ამ საკითხზე მრავალი წმიდა მამის მოციქულის წინასწარმეტყველება არსებობს. ყველაზე თვალსაჩინო ის არის, რომ დღეს დამდგარია პერიოდი, როდესაც უკვე კულმინაციას წვდება ადამიანთა უსიყვარულობა. ჩვენ ვიცით, რომ აპოკალიფსი არის უსიყვარულობის, ანუ უღვთოობის ჟამი, როდესაც ადამიანებს ერთმანეთი არ ეყვარებათ და თავისი ცხოვრებიდან განდევნიან უფალს. როდესაც ნოემ მუშები დაიქირავა კიდობნის ასაშენებლად, იმ ადგილას და მრავალი ათეული კილომეტრის იქითაც კი, სადაც კიდობნის გაკეთება მიმდინარეობდა, მდინარეც არ იყო. ამიტომ, ადამიანებს უკვირდათ ნოეს საქციელი, დასცინოდნენ კიდეც. მუშებმაც იშრომეს, გააკეთეს თავისი საქმე, საზღაურიც მიიღეს ფულის სახით, მაგრამ ისინი ვერ გადარჩნენ, იმიტომ რომ მათ არ სჯეროდათ იმ ქადაგების, რომელსაც ნოე ძალიან ხშირად ქადაგებდა. ანალოგიური ხდება დღესაც, ეკლესია გვასწავლის და გადმოგვცემს ცხონების გზას და მით უმეტეს, ადამიანებს შეაგონებს, რომ აუცილებლად იქნება მეორედ მოსვლა, რომელიც შორს აღარ არის.

– მამაო, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, იქნებ მაინც განგვიმარტოთ, რატომ უნდა მოხდეს მეორედ მოსვლა და კაცობრიობის დასასრული?

– ეს დაკავშირებულია მაცხოვრის პირველ მოსვლასთან – განკაცებასთან. მეორედ უფალი მოვა არა როგორც მწყემსი კეთილი, არამედ, როგორც დამსჯელი და ყველას მიუზღავს თავის საქმისამებრ. მაშინ, როდესაც პირველად მოვიდა მაცხოვარი, აუცილებელი იყო მისი მოსვლა, რადგან მაშინდელმა საზოგადოებამ გადააჭარბა ყველას და ყველაფერს კაცთმოძულეობასა და გარყვნილებაში. ამიტომ, დადგა იმის აუცილებლობა, რომ მოსულიყო მაცხოვარი, ღვთაებრივი მასწავლებელი, რათა ეს ყველაფერი გამოესწორებინა და წაეყვანა ადამიანთა მოდგმა ცხონებისკენ, ცოდვების გამოსყიდვისკენ. ასე იქნება მეორედ მოსვლისასაც, როდესაც კულმინაციას მიაღწევს უსიყვარულობა, უღმრთოობა, მაშინ გახდება აუცილებელი, მოვიდეს მაცხოვარი და ყველას მიუჩინოს თავისი ადგილი. ამის ნიშნები კი უკვე სახეზეა – თუნდაც ბუნებრივი კატაკლიზმები, რომელიც ადრე იშვიათად ხდებოდა. ანუ, რამდენიმე წლის წინ უწმიდესი და უნეტარესი ჩასული იყო ათონის მთაზე, ძველ სავანეში, სადაც დაბრძანებულია ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ბერძნულად „პორტიატს“ უწოდებენ და იქ უწმიდესმა წარმოთქვა ასეთი სიტყვები: ჩვენ საქართველოში უკვე ველოდებით ღვთისმშობლის ხატს. არსებობს ასეთი წინასწარმეტყველება, მეორედ მოსვლის წინ ათონის მთა წყლით დაიფარება და სანამ ეს მოხდება, ბერები დატოვებენ მთას. ღვთისმშობლის ხატი სასწაულებრივად გამოჩნდება საქართველოში. თანამედროვე მოღვაწე, სერაფიმ როუზი ბრძანებს: ხალხს ჰგონია, რომ მეორედ მოსვლა შორს არის, მაგრამ ხალხმა ერთი რამ უნდა შეიგნოს, რომ ყველაფერი ძალიან ახლოს არის და ნიშნებიც, რომლებიც მას ახასიათებს, აღესრულება. შეიძლება, ჩვენი ინტერვიუს წაკითხვით ვინმე შეშინდეს, მაგრამ შესაშინებელი არაფერია. ქრისტიანი უნდა ელოდებოდეს მეორედ მოსვლას და ის თუ ცხოვრობს ქრისტიანული მცნებებით, მეორედ მოსვლის ჟამს კი არ დაისჯება, არამედ დადგება უფლის მარჯვნივ და გააგრძელებს ცხოვრებას მარადიულ სიხარულში.

– სახარებაში წერია: უფლის დღე როდის მოვა, არავინ იცისო, თუმცა ადამიანები ხშირად ასახელებენ რიცხვებს, თარიღებს.

– წმიდა წერილში წერია, რომ ბოლო ჟამი არავინ იცის, გარდა მამამან და ძემან. ეს ზეციურმა ანგელოზებმაც კი არ იციან, რომლებიც ყოველდღე უფლის პირს ჭვრეტენ, მის მსახურებაში არიან. და ჩვენ, როგორ უნდა ვიცოდეთ ეს, უბრალო ადამიანებმა? უფალმა ეს იმიტომ დატოვა საიდუმლოდ, რომ ადამიანი მუდმივ მზადებაში იყოს, არ მოდუნდეს, შეინანოს და მოემზადოს ცხონებისთვის. ასეთი გამოთქმაც არსებობს: ეშმაკი შთააგონებს ადამიანებს – დღევანდელი დღე დამითმე მე და ხვალინდელი შენი იყოსო. მაგრამ, ხვალინდელი დღე, შეიძლება, აღარ დადგეს ჩვენს ცხოვრებაში. ამიტომ, ყოველდღე უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ცხოვრება გავაუმჯობესოთ და წავიყვანოთ ცხონებისკენ. დღეს, როდესაც იღებენ ფილმებს, სადაც მითითებულია მეორედ მოსვლის დრო და ჟამი, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს შეიძლება დღესვე მოხდეს, ან ხვალ, ან 20-30 წლის მერე. ეს არავინ იცის. უფლის ნებაა, თუმცა ამის ნიშნები არსებობს, რომლის მიხედვითაც მხოლოდ მოახლოების ჟამი შეგვიძლია განვსაზღვროთ.

– გამოცხადებაში ეშმაკის რიცხვზე და ადამიანების კოდირებაზეც არის საუბარი. დღეს, როდესაც საუბარია პლასტიკური პასპორტების შესახებ, ბევრი ადამიანი მის აღებაზე მხოლოდ იმიტომ ამბობს უარს, რომ მას გამოცხადებაში აღწერილ ნიშნებთან აიგივებს.

– ეს ზედაპირული მიდგომაა, თუმცა ვიცით, რომ მეორედ მოსვლის ჟამს, ანტიქრისტე საკუთარ თავს მსოფლიოს მეფედ გამოაცხადებს. დღეს ყველაფერი აქეთკენ მიდის – არის ერთიანი ვალუტა; უნდათ, რომ ყველაფერი ერთ სახელმწიფოს ემორჩილებოდეს; ცდილობენ, ერთი მმართველი იყოს. ასეთი წინასწარმეტყველებაც არსებობს და ჩვენთვის უფრო საცნაური გახდება, რომ მეორედ მოსვლა გადამწყვეტ ფაზაში შედის, როდესაც ებრაელი ხალხი დაიწყებს სოლომონის ტაძრის შენებას იერუსალიმში, რომელიც რომაელებმა პირველ საუკუნეში იერუსალიმთან ერთად გაანადგურეს. იმის შემდეგ ტაძრის აშენების რამდენიმე მცდელობა იყო, მაგრამ ღვთის ჩარევით არ მოხდა. ჩვენ კი ვიცით, რომ მეორედ მოსვლის ჟამს ეს ტაძარი უნდა აშენდეს, სადაც ანტიქრისტე თავს მსოფლიოს მეფედ გამოაცხადებს. ეს იქნება აშკარა მინიშნება იმისთვის, რომ მეორედ მოსვლა ახლოს არის.

რაც შეეხება პასპორტებს და იმის შიშის, რომ მასში სამი ექვსიანი ან სამი ოთხიანი იქნება ჩაწერილი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მორწმუნე ადამიანისთვის. ქრისტიანი არა პასპორტით განისჯება, არამედ საკუთარი ცხოვრებით – როგორი ქრისტიანია, როგორ იცავდა მართლმადიდებლობას, ამით წარმოჩინდება მისი ცხოვრება. ამით განიკითხება და არა იმით, რომ მის პასპორტს სამი ოთხიანი ან სამი ექვსიანი ეწერა. თუმცა, ისიც ნათქვამია, ბოლო ჟამს, როდესაც მოხდება სახელმწიფოების ერთი ადამიანის, ერთი სტრუქტურის ქვეშ დაქვემდებარება, რა თქმა უნდა, იქნება ისეთი პასპორტები, ჩიპები, რასაც ადამიანის კოდირება ჰქვია. ადამიანი თუ არ იმუშავებს ღვთის წინააღმდეგ მებრძოლთა პარტიაში, მას გაუჭირდება დაპურება, თავის რჩენა და მოუწევს ტყეში, მთაში გასვლა, მწირი საკვების მიღება თავის გასატანად. ყველაფერი, რაც ამქვეყნად ადამიანის გულს ახარებს, იმ ადამიანების ხელში იქნება და თუ ქრისტიანი არ „შეეკვრება“ ეშმაკს, მას წარმატებული ცხოვრება არ ექნება. ამ დროს დადგება ადამიანი არჩევნის წინაშე, თუ ის კეთილდღეობის გამო საკუთარ სულს დაჰკარგავს, დაიღუპება, მაგრამ თუ მწირობას არჩევს, აუცილებლად ცხონდება.


скачать dle 11.3