კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იგებდა „ექსტრასენსთა ბრძოლის” მონაწილე ცირა კუპრაშვილი კაზინოებში ფულს წინასწარმეტყველებით და რატომ არ უშვებენ მას არც ერთ კაზინოში


„ექსტრასენსთა ბრძოლის” ერთ-ერთი ყველაზე არაორდინარული მონაწილე 37 წლის ცირა კუპრაშვილი გახლდათ. მან პროექტის ფინალში გასვლა ვერ შეძლო, თუმცა მაყურებელს თამამი ექსპერიმენტებით დაამახსოვრა თავი. ცირა გინესის რეკორდსმენის, ჰენრი კუპრაშვილის შვილია. ცირას მამის მსგავსად დარდანელი არ გადაუცურავს, მაგრამ სამაგიეროდ, მის ანგარიშზე ბევრი ისეთი ხილვაა, რის გამოც მამაკაცები დაშინდნენ, კაზინოებმა „შავ სიაში” მოახვედრეს, გადაცემა „ექსტრასენსთა ბრძოლის” წამყვანმა კი მასთან მგზნებარე ფლირტის თავიდან არიდება ვერ შეძლო.



ცირა კუპრაშვილი: პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ, არაორდინარული და უცნაური ხასიათი პატარაობიდან გამომყვა, ჩემი ცხოვრებაც სხვებისგან განსხვავებულად დაიწყო. სამი წლის ვიყავი, როდესაც მაღალი სიცხისგან გავითიშე და მოვკვდი. სამი დღე მკვდარი ვეგონე ყველას. მაგრამ, ბიძაჩემს საეჭვოდ მოჩვენებია ჩემი სახის ფერი და თურმე ისეთი ძალით შემოურტყამს სილა სახეში, მაშინვე გონს მოვსულვარ. ის სამი დღე სამოთხის კარიბჭესთან ვიყავი და საკუთარ თავს ვუყურებდი.

– სამი წლის ბავშვის მეხსიერებას ეს როგორ შემორჩა?

– ეს ხომ არ იყო ჩვეულებრივი რამ, ამიტომაც მახსოვს ყველაფერი. ისიც კი, როგორ ტიროდა დედაჩემი. როგორც კი მდგომარეობიდან გამოვედი, ხილვებიც დამეწყო – ძალიან პატარა ასაკში ვხედავდი, რა მოელოდათ მეზობლებს, ახლობლებს. მამაჩემი, გინესის რეკორდსმენი ჰენრი კუპრაშვილია. ის სკეპტიკურად იყო განწყობილი ამ ყველაფრის მიმართ. ოჯახში ძალიან მკაცრად მზრდიდნენ. ჩემს ასეთ გატაცებებსაც ზღუდავდნენ, მაგრამ ძალიან თავისებური ბავშვი ვიყავი და ამ აკრძალვებს არ ვემორჩილებოდი. დედას ყოველთვის წინასწარ ვაფრთხილებდი იმის შესახებ, თუკი ვინმეს რაიმე საფრთხე ელოდა. ადამიანის სუნით ვგრძნობდი, რა ელოდა მას, მაგრამ მათ ხშირად არ სჯეროდათ ჩემი წინასწარმეტყველების, რადგან ასაკით პატარა ვიყავი. ცოტა მოგვიანებითაც მქონდა ასეთი შემთხვევები. ერთხელ ლექსენი, მინდოზა, ჩემი დაქალი და მე მანქანით მივდიოდით. წინა სავარძელზე ჩემი მეგობარი და ლექსო ისხდნენ, უკან – მე და მინდოზა. მე ვთქვი: ჩვენ ავარიაში მოვყვებით-მეთქი, რაც არც ერთმა არ დამიჯერა. ხუთი წუთიც არ იყო გასული, რომ დიდ სატვირთო ავტომანქანას შევეჯახეთ და „დავიპრესეთ”. საბედნიეროდ, ყველანი გადავრჩით. ჩემს მეგობარს ზუსტად ის დაემართა, რაც ხუთი წუთით ადრე დავინახე – მას შუბლზე სისხლის კვალი ჰქონდა.

– თუ წინასწარ გრძნობდით, რაც გელოდათ, საფრთხეს თავიდან რატომ არ იშორებდით?

– მე ვერ დავინახე სიკვდილი, ეს რომ დამენახა, აუცილებლად გადმოვიდოდი მანქანიდან და იგივეს ვაიძულებდი სხვებსაც. მე ვიცი, ჩემი ცხოვრების ყოველი შემდგომი დღე – რა მელის ხვალ, ზეგ, თუმცა ასე ცხოვრება საინტერესო არაა. შემიძლია ვიმოგზაურო ნებისმიერ ადგილსა და დროში. ბევრი ხიფათი ამიცილებია თავიდან. რაც შეეხება ცხოვრების სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს, ვცდილობ, წინასწარ არ მივიღო ინფორმაცია საკუთარ თავზე – არაა სასიამოვნო, როცა წინასწარ იცი, რა გელის. იყო პერიოდი, ძალიან ხშირად დავდიოდი კაზინოებში, თვითონ არ ვთამაშობდი, მაგრამ მეგობრებს ვეხმარებოდი, რომ თამაშს მათთვის იღბალი მოეტანა და ფული მოეგოთ. წინასწარ ვხვდებოდი და ვეუბნებოდი მათ, თუ რაზე უნდა გაეკეთებინათ ფსონი. დიდ თანხებს ვხსნიდი. ამის გამო, ყველა კაზინოს „შავ სიაში“ მოვხვდი – არსად აღარ მიშვებენ. ერთ-ერთ გათამაშებაში ავტომანქანაც მოვიგე, ახლა მქონდა სურვილი და ვცადე კიდეც, რომ ლატარიის ჯეკპოტი მომეგო, მაგრამ არ გამომივიდა. მივხვდი, იმ დიდ თანხას ღმერთი არ მომცემს და ის ჩემი შრომით უნდა მოვიპოვო. მას შემდეგ, რაც დავიფიცე, კაზინოში აღარ შევსულვარ, ღმერთის გზას დავადექი.

– ღმერთის გზას დავადექიო, ამბობთ, თუმცა ეს გზა წინასწარმეტყველებაზე ნამდვილად არ გადის. ბევრი იმასაც ამბობს, რომ თქვენ ჩვეულებრივი მკითხავები ხართ და ექსტრასენსორიკასთან ბევრი არაფერი გაქვთ საერთო.

– ეს ასე არაა, გადაცემის ყველა მონაწილეს ჰქონდა წინასწარმეტყველების დიდი ნიჭი და უნარი. მე არ ვმალავ, რომ წლების წინ ვიყავი მკითხავი – ყავაშიც ვიხედებოდი და კარტსაც ვშლიდი. მაგრამ, ეს იყო ადრე, თუმცა მაშინაც ვხვდებოდი, რომ ყავის ჭიქა არაფერში მჭირდებოდა და ისე ვხედავდი ადამიანის მომავალს. მერე შევისწავლე ეზოთერიკა, რადგან ამ ენერგიის გამოყენებას ცოდნა უნდა. ადამიანის ველში არასწორად შესვლამ და ზედმეტი ენერგიის გაღებამ, ის შეიძლება დააზიანოს. ახლა ადამიანებს ვეხმარები, რომ განიკურნონ. სულიერად მეც ხშირად მიჭირს და სწორედ ეკლესია მეხმარება. როცა გეკონტაქტებიან მიცვალებულთა სულები, ეს იოლი არაა, ღმერთის დახმარება რომ არა, ამას ვერ შევძლებდი. ხანდახან იცით, რა მემართება? ჩემ ირგვლივ ფეთქდება ელექტროსადენები, ზიანდება კომპიუტერი, ელექტროტექნიკა. ეს ხდება განსაკუთრებით მაშინ, როცა გაბრაზებული ვარ. ჩემს სახლში მუდმივად ფუჭდება ნათურები, მაცივარი, ტექნიკური ცივილიზაციის მტერი ვარ. ჩემი უნარი პროექტშიც ძალიან გამომადგა. მაგალითად, პირველი შეხვედრისთანავე მივხვდი, რომ მე და კარინა დავმეგობრდებოდით. ჩვენ უნდა შევხვედროდით ერთმანეთს, ის ერთადერთი იყო პროექტის მონაწილეთა შორის, ვინც ჩემი „გაშიშვლება” შეძლო. ახლა ჩვენ უკვე გვაქვს კაბინეტი, სადაც ძალიან ბევრ ადამიანს ვუმკურნალეთ.

– იმის მიუხედავად, რომ პროექტი მალე დატოვეთ, მაინც მოასწარით განსხვავებული და უცნაური იმიჯის შექმნა. როგორც ამბობენ, წამყვანთან ფლირტიც კი მოახერხეთ.

– ფლირტი იყო გადაცემის ფინალში. მე ვერ დავმალავ, რომ მე და გიორგის გვქონდა ძალიან სასიამოვნო და ცეცხლოვანი ფლირტი – არაჩვეულებრივად ვიცეკვეთ ტანგო, რომელიც მე ყოველთვის მემახსოვრება. ამ ცეკვისთვის ძალიან ბევრი იმუშავეს ჩვენთან თენგიზ და ლარისა გაჩეჩილაძეებმა. ისინი ძალიან დაგვეხმარნენ. ცეკვის მერე ჩვენ მგზნებარედ ვაკოცეთ ერთმანეთს. ეს იყო ძალიან სასიამოვნო წუთები ჩემთვის. ვიცი, რომ საზოგადოებას აქვს კითხვები ამასთან დაკავშირებით, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემსა და გიორგის შორის მეტი არაფერი ყოფილა. ჩვენი ურთიერთობა არ გაგრძელებულა, თუმცა იმას ვაღიარებ, რომ გიორგი, როგორც მამაკაცი ძალიან მომწონს. მაგრამ, ჩვენს მომავალში საერთოს ვერაფერს ვხედავ. მე ყოველთვის წინასწარ ვიცი, ვინ იქნება ჩემს გვერდით, როგორი მამაკაცი. ამას ყოველთვის ვაკონტროლებ. თუ მამაკაცი არ მინდა, მასთან საერთოდ არაფერი მექნება.

– მამაკაცებს ხომ არ აშინებთ თქვენი გადამეტებული სითამამით?

– ვაშინებ, გიორგისაც შეეშინდა (იცინის). მე ისე ვმართავ მამაკაცებს, როგორც მსურს და ისინი ყოველთვის მემორჩილებიან. თუმცა, ასეთი მამაკაცები მაინცდამაინც არ მომწონს. ჯერ არ მქონია შემთხვევა, მამაკაცი არ დამმორჩილებოდა. ძალიან მინდა, რომ დაუმორჩილებელ მამაკაცს შევხვდე.

– ამბობენ, ხილვის უნარი სექსუალური აქტის დროს გიძლიერდებათ, ეს მხოლოდ პარტნიორს ეხება თუ ვინმე რომ დაესწროს თქვენს სექსს, მის მომავალსაც განსაზღვრავთ?

– ძირითადად ეს პარტნიორს ეხება, მაგრამ მქონია ისეთი შემთხვევებიც, როცა სექსუალურ აქტს დასწრებია ერთი ადამიანი და მისთვისაც მიწინასწარმეტყველებია. ორგაზმის დროს განსაკუთრებით ძლიერი ხილვა მოდის. ასეთ დროს ვხვდები, იმ მამაკაცთან რა შეიძლება, მაკავშირებდეს მომავალში. ამის გამო, ძალიან ბევრ მამაკაცთან გამიწყვეტია საბოლოოდ კავშირი სექსის დროს. გამორიცხულია, ასეთი სიძლიერის ხილვა კარტოფილის დათლის დროს მოვიდეს. მქონდა ერთი ძალიან არაორდინარული შემთხვევა. ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა მქონდა ერთ-ერთი ინსტიტუტის რექტორთან, ჩვენს შორის სხვა არაფერი არ ყოფილა. ერთხელ ეს კაცი ჩემს ფანტაზიებში აბსოლუტურად გავაშიშვლე და მასთან ასტრალური სექსუალური აქტი დავამყარე. ეს იმპულსები მასაც გადავეცი, რადგან მეორე დღეს იმ ყველაფრის შესახებ მიამბო, რაც მე ვიგრძენი, თუმცა ჩვენ შორის რეალური სექსი არ ყოფილა.

ხილვები მაქვს ღამით, მაშინ მოდის ჩემი სინათლე. ხილვები მაშინაც მაქვს, როცა ვხატავ. მე ხატვის დროს ვიხევ ტანზე ტანსაცმელს, აბსოლუტურად ვშიშვლდები და ისე ვიწყებ ხატვას. ამას შესწრებია ჩემი ყოფილი ქმარიც, რომელიც ძალიან კარგი ადამიანია და რომელთანაც დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ხატვის დროს გადავდივარ სხვა სამყაროში, ოღონდ აუცილებლად შიშველი უნდა ვიყო.

– რას ხატავთ შიშველი?

– ძალიან ხშირად ვხატავ ფარვანას, ეს ნიშანი დაბადებიდან მაქვს თეძოზე და ასე მგონია, რომ ჩემი თილისმაა. ფარვანას ჩემთვის ბედნიერება მოაქვს. ხატვის დროს არ ვიყენებ ფუნჯს, ვხატავ სხეულის სხვადასხვა ნაწილებით, ხელის და ფეხის თითებით, მუხლით, დუნდულისა და ძუძუს მეშვეობით. მთელი სხეული ზეთის საღებავში მაქვს ხოლმე ამოსვრილი, ხატვა ჩემი სისუსტეა.

– თქვენ ამბობთ, რომ კავშირს ამყარებთ მიცვალებულის სულებთან. რატომ აგირჩიეს მათ თქვენ და რა სახის ინფორმაციას გაწვდიან ისინი?

– მიცვალებულის სულებთან კონტაქტი საკმაოდ ხშირად მაქვს, თუმცა ბოლო დროს ამას ვერიდები. ვერ გეტყვით, რატომ ამირჩიეს მიცვალებულებმა, მაგრამ ისინი ყოველთვის კეთილები არიან და ბევრ უტყუარ ინფორმაციას მაწვდიან. როდესაც ბიძაჩემი გარდაიცვალა, მან რამდენიმე დღეში გამაფრთხილა, რომ საფრთხე ემუქრებოდა მის შვილიშვილს. მე ეს ვუთხარი მის მეუღლეს, რომელმაც რატომღაც ეს არ ირწმუნა. თუმცა, რამდენიმე დღეში მისმა შვილიშვილმა მართლაც დალია წამლები და ძლივს გადაურჩა სიკვდილს. დიდ დიღომში ქარმა ბიჭი გადმოაგდო მეცხრე სართულიდან. წინა დღეს დავინახე ეს ამბავი, მოძღვართანაც მივედი, რომ ეს მეთქვა, მაგრამ იმ ბიჭის მისამართი ვერ დავადგინე. მე გამომეცხადა იმ ახალგაზრდის გარდაცვლილი ბაბუა, რომელმაც დამანახვა თავისი შვილიშვილის სახე და მითხრა, რომ ის დაიღუპებოდა. მიცვალებული უწყინარია და ის გაცილებით მეტ კეთილ საქმეს აკეთებს, ვიდრე ბევრი ცოცხალი ადამიანი.


скачать dle 11.3