კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაშორდა დეფი გოგიბედაშვილი ცოლებს და რა საშიშროება ემუქრება მას


– თბილისში თქვენ ხართ ცნობილი პოეტი და პროზაიკოსი, რომელიც ყველა მოვლენას ძალიან უცნაურად გადმოსცემს თავის ნაწერებში. შეიძლება, წყლის წვეთი, ფოთლის შრიალი, ტალღების ხმა, იატაკის, კარის ჭრიალი ან ნებისმიერი რამ იყოს შთაგონება. თქვენ როგორ წერთ?

– საერთოდ, ვმუშაობ დილას, შუადღის ჩათვლით, ან საერთოდ არაფერს ვაკეთებ. ღამე ვცდილობ, ტვინმა დაისვენოს. გააჩნია, როდის და როგორ განიცდის ამას პოეტი და რა უნდა თქვას. ყველაფერს აქვს თავისი კომპეტენცია. ადამიანმა უნდა განიცადოს სამყარო თავისით და შემდეგ ეს განცდა სხვებს გაუზიაროს. პოეზიას სიჩუმით განვიცდი და ამ დროს ვარ წარმოუდგენელ ეიფორიაში. ეიფორია ნებისმიერ რაღაცას შეიძლება მოჰყვეს – სიხარულს, ტკივილს, თითქოს ყველაფერი შთამაგონებს. შთაგონება კი ბედნიერების წყაროა. არსებობენ ზეიმის ან მარტო ტრაგედიის პოეტები, არსებობს ეიფორიის გადმოსიტყვება ერთდროულად, სიმშვიდით და ძალით. შთაგონება ეს არ შეიძლება, მხოლოდ კლიმატური მდგომარეობა იყოს. სულიერი განცდებია და სულიერი განცდის სიმბოლოდ მივიჩნევ თუნდაც იმ წვეთს. მგონია, რომ მე და წვეთი ერთი სულისანი ვართ. ეს ყველაფერი სიმბოლოა და საერთოდ, ჩვენი სამყაროც, რომელშიც ვცხოვრობთ. მე მწამს ერთი სიტყვის – მგოსანი. ნიჭიერი ძალიან ადვილად აკეთებს ბევრ რამეს, მაგრამ, რასაც ვერ აკეთებს, იმას გენიოსი აკეთებს. მას, რაც გენიოსისთვისაც შეუძლებელია, წინასწარმეტყველი აკეთებს და რასაც წინასწარმეტყველი კრძალვით და თრთოლვით განიცდის, ეს ყველაფერი ღმერთია. აი, აქედან მოდის ჩვენამდე პოეზია. ხშირად, როცა მლანძღავენ, მეცინება. მეტი საქმე არ აქვთ. ამიტომ, ყოველთვის ვადიდებდი ზარმაც ადამიანებს, რომლებსაც ეზარებათ ჩემი ლანძღვა. ყველაზე მეტად ზარმაცები მიყვარს.

– იყო მწერალი, ამას ვერ დაგეგმავ, ვერსად ისწავლი. ეს თავისით მოდის ან არ მოდის. როდის იგრძენით, რომ არანორმალურად გინდათ რაღაც დაწეროთ?

– 21 წლის ვიყავი, რომ უცებ იფეთქა ჩემში პოეზიამ, როგორც შენელებული მოქმედების ბომბმა. მახსოვს, რომ ერთნაირად, ერთი და იგივე ძალით დავიწყე პროზაც და პოეზიაც. მანამდე იყო სამზადისი. ბევრს ვხატავდი, ვსწავლობდი არქიტექტურულ ფაკულტეტზე, ვმუშაობდი ტელევიზიაში, რადიოში, გაზეთებში, ვთამაშობდი ფილმებში, ვაკეთებდი ბევრ ვიდეოარტს. უცებ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი არის პოეზია. სხვანაირად არ შემეძლო, რომ არ დამეწერა. არის თვითგამოვლინების ფორმები, რომ ადამიანთან უფრო ახლოს მიხვიდე. მაგრამ, რაც დრო გადის, ვატყობ, მარტო ვრჩები. ნაცვლად იმისა, რომ ადამიანთან მივდიოდე ან ის მიახლოვდებოდეს, ვშორდები. სიმარტოვეს განვიცდი იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი რაღაც ჩემი გაკეთებული, გაუგებარი მეჩვენება. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც, წესით, ამას უნდა იგებდნენ და იღებდნენ, რატომღაც ეს ელემენტარული ჭეშმარიტება, რაც უნივერსალურ ენაზე ჟღერს, გაუგებარი ხდება. მაგალითად, ბევრს სიტყვა სიყვარული და გამძლეობა გაცვეთილი ჰგონია. სწორედ ეს ორი სიტყვაა, რაც აერთიანებს მთავარ სიტყვას – პასუხისმგებლობას. როდესაც ლექსები და რომანები იწერება, სწორედ ამ განცდით იწერება. თითქოს ადამიანს ეშინია, ხელი მოკიდოს წიგნს. გაუცხოება ხდება და ეს გარკვეულწილად ხელისშემშლელია შემოქმედისთვის. არავის ვაიძულებ, გინდა თუ არა, ჩემი წიგნები იკითხეთ-მეთქი, თუმცა, არ ვიცი, რით ავხსნა ფაქტი, როდესაც წიგნი ჯერ არ არის გამოსული და უკვე ლაპარაკობენ. მერე ინტერნეტფორუმში ამას მოსდევს წარმოუდგენელი კრიტიკა. ოთარ ჭილაძეს მიაჩნდა, რომ კრიტიკა ჯერ ადრეა საქართველოსთვის. ჩემთვის დიდი ავტორიტეტია ოთარ ჭილაძე, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ კრიტიკა ადრე კი არ არის საქართველოსთვის, არამედ დაგვიანებულია. ფამილარული ურთიერთობები მომაკვდინებელია. მას კი არაფერი აკლდება, ვისაც ცდილობენ, რომ ზიანი მიაყენონ, ამით თავის თავს ავნებენ. რაღაცნაირად ვცდილობ, ამას გავექცე.

– თქვენ ასევე საინტერესო შეხედულება გაქვთ სექსთან დაკავშირებით. ამას წინათ თქვით, იმდენად მიყვარს სექსი, რომ ყველასთან ვერ დავწვებიო.

– მე ვერ აგიხსნით, რა არის ორგაზმი, თუ ეს არ განიცადეთ თქვენ. ჩემთვის სექსი არის ფიზიკური და სულიერი ენერგიების შეკავშირება ჩემს სხეულთან, ტვინთან, სულთან და ქცევის მანერებთან. ეს არის ჩემთვის არა მხოლოდ შვილების გაჩენის გზა, არამედ ერთგვარი კულტურა ადამიანის გაჩენის, რომლის შინაარსი ბევრს შეიძლება, არც ესმოდეს. ისე ამბობენ ამ სიტყვას, თითქოსდა, არაფერი. ჩემთვის სიტყვა სექსი ცოტა მექანიკური ჟღერადობისაა, რაღაც არაბუნებრივი დევს მასში. უფრო ახლოა სიტყვა ვნება, ძრწოლა, როცა მთელ სხეულში გაჟრჟოლებს და შენ მაინც აკეთებ ამას, მთლიანად შენს თავში ეფლობი.

– ამ დროს რაზე ფიქრობთ? ხომ შეიძლება, ასეთ მომენტში გაგიელვოთ თავში საინტერესო აზრებმა?

– ვფიქრობ მხოლოდ იმაზე, რასაც ვაკეთებ. რა თქმა უნდა, ჩემს ლექსებშიც აისახება სექსი და მქონდა პერიოდი, როცა მარტო ამაზე ვწერდი. სანამ არ მივიყვანე პოეზია იმ დონემდე – რომ ეს სწორედ ის არის, რასაც ამაში განვიცდი და ამას და იმას არანაირი კედელი არ ყოფს, – არ მოვეშვი და მიხარია, რომ ეს შევძელი, მაგრამ ის ლექსები არასდროს გამომიყენებია. არ არის აუცილებელი, საჯაროდ იკითხო, იმიტომ რომ ინტიმურია. თუმცა, ისეც არ არის, მხოლოდ ჩემთვის ინახებოდეს. მას თავისი ფარული მნიშვნელობა აქვს. ასევე არსებობს ჩემი რომანები, სადაც აღწერილია სექსუალური აქტი ისე, როგორც არსებობს საერთოდ სექსუალური აქტი ბუნებაში ქალსა და კაცს შორის. მასზე მუშაობის დროს სწორედ იმას მივაგენი, თუ როგორ შეიძლება ქართულ ენაზე აღწერო ისე, რომ ის უცხო ენაზე თარგმნისას არ კარგავდეს თავის ვნებას. ეს არის ეპიზოდი, როდესაც რომანის გმირები – დემნა და ნუცა ერთმანეთს შეხვდებიან და განიცდიან ერთმანეთს.

– წეღან თქვით, რომ ჩემს ნაწერებს აკრიტიკებენო. ამიტომ ის ადამიანები მიყვარს, ვისაც ჩემი კრიტიკა ეზარებათო. გამოდის, რომ თქვენი სიამოვნებისთვის წერთ.

– მე მსიამოვნებს წერა, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრებაა. მე ვცხოვრობ ჩემი გაყიდული წიგნების შემოსავლით, ან როდესაც სხვადასხვა ფირმებს და ორგანიზაციებს ვუკეთებ კრეატივს, ვუგონებ კონცეფციებს. ამ შემთხვევაში, მე უკვე, როგორც პროფესიონალი მწერალი, ისე ჩამოვყალიბდი, რადგან ბოლო ოცი წელი მხოლოდ ამას ვაკეთებ. მთელი ჩემი ცხოვრება ასი პროცენტით ეძღვნება ლიტერატურას და სხვა არაფერს.

– ოჯახის წევრები როგორ იგებენ თქვენს პოეზიას, ცხოვრების წესს?

– მყავს დედა, რომელსაც ყოფილი ქმრებისგან ორი შვილი ჰყავს. პირველ და მეორე ცოლთან ორი შვილი მყავს, მესამესაც გავშორდი და ვცხოვრობ მარტო. ასე რომ, რაც იქმნება, ყველაფერი ჩემი სიმარტოვით და განმარტოებით იქმნება. მარტო ყოფნა ცოტა უხერხულია, არ მომწონს, მაგრამ განმარტოება მეტად ინტიმური განცდაა. ყოველთვის ისე გამოდის, რომ თან მდევს განმარტოება და არც მინდა, ამისგან გათავისუფლება. მყავს რამდენიმე მეგობარი, რომლებიც ჩემი განმარტოების წრეში შემოდიან. ვიღვიძებ დილით ჩვეულებრივად, როგორც ყველა და თავს ვიწესრიგებ, შემდეგ ყველაფერი თავისით ხდება, ვერც ვხსნი, როგორ. გრძნობ, რომ თავისუფალი პიროვნება ხარ.

– როცა მარტო ხარ და აკეთებ იმას, რაც გინდა, ცხადია, ამას თავისუფლება ჰქვია. ესე იგი, ისინი თქვენი სიამოვნებისთვის გადგნენ განზე?

– არასოდეს მიშლიდა ხელს ოჯახი, რატომ უნდა შემიშალოს? მშვენივრად ესმით ჩემი ჩემს ყოფილ მეუღლეებსაც და შვილებსაც, თუ რატომ გამოვედი ამ გზაზე. მათ კარგად დაინახეს, ვინ ვარ და რატომ ვაკეთებ ამას. ოჯახი არის არა ერთმანეთის ყურება, არამედ ერთი მიმართულებით ყურება. როდესაც შევატყვე, რომ ჩვენ ერთი მიმართულებით არ ვიყურებოდით, რაღაცეები დავთმეთ. მეც მინდოდა, ერთად ვყოფილიყავით, მათაც უნდოდათ, მაგრამ დღეს ცალ-ცალკე ვცხოვრობთ.

– ნანობთ?

– ერთი პერიოდი ბევრ რამეს ვნანობდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ არასოდეს აღარ ვინანებ იმას, რომ მე აქ ვიყავი, აქ ვიცხოვრე, რადგან მე ყველა მიყვარს, თუკი ვინმე შემხვედრია ამ ცხოვრებაში. სიტყვა „მიყვარხარ“, ყველა სხვა დანარჩენ სიტყვაზე მნიშვნელოვანია. არ არსებობს ცუდი ადამიანი, უბრალოდ, ცუდ ადამიანში კარგი პიროვნების ნაკლებობაა და ვცდილობ, ეს ჩემი წიგნებით შევავსო. იქნებ ვიღაც გახდეს უკეთესი და მერე ჩვენც გაგვხადოს ვიღაცამ უკეთესი. მე ის ვარ სწორედ, ვისაც ჩემამდე ჰყვარებია, ჩემამდე დაუწერია, აუშენებია, დაუხატავს, მოუსმენია მუსიკა, რაღაც ისეთი ჩაუდენია, რამაც აქამდე მომიყვანა. როდესაც ყველაფერი ლაგდება ერთმანეთში, თითქოს ჩვენი ცხოვრებაც სწორად ეწყობა და ცუდი არაფერი ხდება. აწმყო, რომელიც წარსულში მომავალი იყო, ხვალ გახდება წარსული. საქართველო კი, დროზე უწინარესია. საქართველო მიზეზია ქართველი კაცის არსებობისა, რომელიც ამ ყველაფრის მიღმაა.

– თქვენთვის, ალბათ, გარდაცვალებაც ასეთივე რომანტიკულია, როგორც ამქვეყნიური ნეტარება.

– იმქვეყნად ბევრი მეგობარი მყავს, რომლებსაც ამ ცხოვრებაში არ ვიცნობდი. მაგალითად, ედგარ პო, ბეთჰოვენი... ძალიან მინდა, მათ შევხვდე და უბრალოდ, დაველაპარაკო, თუნდაც ხუთი წუთით. ორი ემბრიონი დედის მუცელში ლაპარაკობს: ხომ არ იცი, მშობიარობის შემდეგ სიცოცხლე არსებობს? არ ვიცი, იქიდან ჯერ არავინ დაბრუნებულაო. თქვენ, ალბათ, ფიქრობთ, რომ სისულელეა. ჯანდაბას, სისულელე იყოს, მაგრამ ეს ისეთი იმედის და ნუგეშის მომცემია, რომ სწორედ ასეთ სისულელეს ავირჩევდი. მე მეშინია, როცა მე და ღმერთი ერთმანეთს შევხვდებით, ჩვენ შორის როგორი საუბარი იქნება. არ მინდა, რამე სისულელე წამომცდეს. ღმერთი აქ იყო ჩამოსული, დედამიწაზე და მას მერე სულ აქ არის. მან ჩაგვიფიქრა ჩვენ ისეთები, როგორებიც ვართ. მე ვაგებ პასუხს ჩემს სიტყვებზე და ჩემს საქციელზე და ის ავანსი, რაც მე მომცა, თუ არ დავხარჯე, რაც სახარებაში წერია და არ ავაყვავე სხვა ტალანტები, ამაზე პასუხს მომთხოვს. მაინც ვფიქრობ, რომ ღმერთს საოცარი უმორის გრძნობა აქვს, სხვანაირად ჩვენ არ გავჩნდებოდით.

– მგონი, ღმერთი მართლა გაგვეხუმრა, როცა ზოგადად ჩვენი არსებობა ჩაიფიქრა. ქართველები ხომ ყველაზე უცნაურები ვართ და კარგზე მეტად ცუდს ვისრუტავთ.

– ასეა. ღმერთიც თუ ქართველია, მაშინ შანსი არ გვქონია არაფრის. მე არ მაინტერესებს გადამგდები ღმერთი, რომელიც სამ საათზე დაგიბარებს და თვითონ შვიდზე მოვა. მასეთი ღმერთის ნამდვილად არ მწამს.

– არც ღმერთს მოსწონს ამდენი ცოდვისგან დამძიმებული კაცის ატანა და ამიტომაც თავის რისხვას სხვადასხვანაირად გამოხატავს, რასაც უგუნურები ვერ ხვდებიან, ან მიწას შეძრავს და ყველაფერს დაანგრევს, ან ვულკანს ამოხეთქავს და გადაგვბუგავს, წყალდიდობას მოიყვანს, გვალვას დაგვატეხავს თავს, შენს საყვარელ ადამიანს შეუძლოდ გახდის ან სამუდამოდ წაგართმევს. რატომ ვარისხებთ მას. ჩვენ ხომ მან გონება მოგვცა იმისთვის, რომ ვიაზროვნოთ, განვსაჯოთ, რა არის კარგი და რა – ცუდი?

– ყველა წმიდა მამა ამბობს, რომ ძალიან დიდი ამპარტავნობაა შენს ცოდვებზე გაუთავებლად ლაპარაკი და ძახილი იმისა, რომ ცოდვილი ხარ. ადამიანის გაჩენის საწინდარი არის ბედნიერება. თუ ამ ბედნიერებას ვიღაც ეწინააღმდეგება, ის აკრძალულ ტერიტორიაზე დგება. ზედმეტი თავის ტკივილისგან და ჩხრეკისგან უნდა გათავისუფლდე. ძალიან ძნელია, მათხოვარს მისცე ფული, თან არ მისცე. რატომ აძლევ ხურდას? ადექი და მიეცი ერთი, ათი ათასი, მაგრამ არ შეიძლება შენი ანგარიშიდან ამდენი ფულის მოხსნა. ამიტომ, ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ, ზოგადად, მათხოვრებისგან? ისიც ხომ ღმერთმა შექმნა? მასაც თავისი მისია აქვს ამ დედამიწაზე. უბრალოდ, საქმე ისაა, რომ ის ამ მისიას ქუჩაში გამოწვდილი ხელით ასრულებს. ერთ მშვენიერ დღეს მეც შეიძლება, მის ადგილას აღმოვჩნდე. მას ძალიან უნდოდა ეს და ამაზე ფიქრობდა, რომ ცხოვრებაში ამისთვის მიეღწია?!

– კარგი, თორემ სერიოზულად ამიჩუყდა გული. ჩვენ იმაზე ვიფიქროთ, აქედან რომ წავალთ, მერე სად ჯანდაბაში და როგორ ვიქნებით. მართლა უნდა ვირწმუნოთ, რომ იქაც არსებობს სიცოცხლე?

– ჩემი აზრით, სხეული არის ადგილი, რომელშიც დაგროვდა ინფორმაცია ამ სხეულის გაჩენამდე, რაც კი მანამდე არსებობდა. ეს არის დიდი არქიტექტურული, გენიალური გამოგონება ნივთიერებებითა და სიტყვებით შექმნილი, რომლის წარმოშობაც ჩვენ არ ვიცით. აბა, როგორ შეიძლება, ერთი სპერმატოზოიდიდან გაჩნდეს უშველებელი ფიგურა, რომელიც თავისნაირებს აჩენს? ასევეა ცხოველთა და მცენარეთა სამყაროც.

– თანდათან, ისეთი გრძნობა მეუფლება, რომ უჩინმაჩინის ქუდი მახურავს. ჩვენ ხომ ჩვეულებრივი არსებები ვართ, ვლაპარაკობთ, დავდივართ, ვჭამთ, ვაზროვნებთ... რატომ ითქმის: მიწად მოხველ და მიწად იქეცო?

– ეს ბიბლიური გაგებაა. ასეც არის, შენ მტვერი ხარ. ჩვენ ყველანი ერთმანეთისთვის კარგი საკვები ვართ, ოღონდ კარგი გაგებით. სხეული მიწაში იმარხება და შემდეგ მას დამსუფთავებლები, ჭიაღუები ასუფთავებენ, რომლებსაც ეს მისია აკისრიათ. მერე მთელი ეს ენერგია მათში გადადის. ღმერთმა მათ ცალკე ხასიათი და უნარი მისცა.


скачать dle 11.3