კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ დარჩა ლონდონში ტურიზმის დეპარტამენტის ახალ შეფს და რატომ აქვს მის ქმარს პრეზიდენტის „ვალი”


მაია სიდამონიძე: სკოლა თბილისში დავამთავრე, ერთი წელი ვისწავლე კავკასიის ბიზნესსკოლაში, ბიზნესის ადმინისტრირების განხრით. 16 წლის ვიყავი, როდესაც შვეიცარიაში წავედი სასწავლებლად. ძალიან მინდოდა, ტურიზმის შესწავლა. იმ პერიოდში ჩვენთან ტურიზმი მაინცდამაინც პოპულარული სპეციალობა არ იყო. ამ გადაწყვეტილების მიღებაში მამაჩემი დამეხმარა, რომელსაც სჯეროდა, რომ ეს მიმართულება პრიორიტეტული გახდებოდა. მახსოვს, მას ეუბნებოდნენ, სად უშვებ ბავშვს, რა დროს ტურიზმიაო, მაგრამ დრომ მიჩვენა, რომ მამის დაკვალიანება სწორი აღმოჩნდა. მე არ მინდოდა წასვლა, პატარა ვიყავი და დამოუკიდებლად ცხოვრება გამიჭირდა. გული აქ მქონდა დარჩენილი. ყოველ არდადეგებზე თბილისში მოვრბოდი, არც ერთ შანსს არ ვუშვებდი ხელიდან. 4 წლის შემდეგ დავბრუნდი თბილისში და მუშაობა დავიწყე „ქორთიარდ მარიოტში“ გაყიდვების აღმასრულებლად. იმ პერიოდში გავთხოვდი კიდეც და წელიწად-ნახევრის შემდეგ მეუღლესთან ერთად გავემგზავრე ინგლისში მაგისტრატურაში სასწავლებლად.

– აქ უკვე საუბრობენ იმაზე, რომ თქვენ მხოლოდ სასტუმროში მუშაობის გამოცდილება გაქვთ.

– ეს ასე ნამდვილად არაა, შვეიცარიაში 4 წელი ვსწავლობდი ტურიზმისა და კურორტების მენეჯმენტს. რაც შეეხება სასტუმროს, სასტუმრო ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტია. ამ მხრივ მართლაც დიდი გამოცდილება მაქვს. კარიერა აბსოლუტურად ნულიდან დავიწყე. საერთოდ, სასტუმროს მენეჯმენტში ასეა – მაღალ რგოლს ვერ მიაღწევ, თუ არ იმუშავებ ყველა საფეხურზე. გავლილი მაქვს ოფიციანტის პრაქტიკა, „რესეფშენშიც” ვარ ნამუშევარი, სამზარეულოშიც და რეზერვაციაშიც. სხვათა შორის, ოფიციანტობა ძალიან რთული სამუშაოა, ხელზე დადებული ორი და სამი თეფშითაც მივლია. ეს სპეციფიკა ახლა ტრენინგების პროგრამის შექმნის დროს ძალიან წამადგება (იცინის).

– თქვენი წინამორბედი პრეზიდენტმა სულ ახლახან ხმაურით გააგდო ამ თანამდებობიდან. ტურიზმი მისთვის პრიორიტეტული სფეროა. არ გეშინიათ, შეეჭიდოთ ამ სფეროს? უკვე ხომ არ ფიქრობთ, რომ ლონდონში დარჩენა გერჩივნათ?

– ასე არ ვფიქრობ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია და ძალიან ვღელავ კიდეც ამის გამო. მე ინგლისში მუშაობის დროს ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა ტურისტულ სააგენტოებთან, ავიაკომპანიებთან, ამ სფეროს სპეციფიკა კარგად ვიცი. სხვათა შორის, ქართული ხასიათი და „მარიოტში“ მიღებული გამოცდილება, ძალიან გამომადგა. უცხოელები სხვა ქვეყნიდან ჩასულ ადამიანებს იშვიათად ანდობენ საპასუხისმგებლო თანამდებობებს, მაგრამ მე იოლად მოვიპოვე სასტუმროს ადმინისტრაციის ნდობა. ამის მიუხედავად, ძალიან მინდოდა თბილისში დაბრუნება, რადგან 4 თვის შვილი მყავს და მარტოს მისი გაზრდა ძალიან მიჭირდა. რამდენჯერმე გადავწყვიტეთ თბილისში გადმოსვლა, სხვადასხვა სამსახურზეც იყო საუბარი, მაგრამ საბოლოოდ, არც ერთი არ გამოვიდა. მე მაინც ვცდიდი ხოლმე ბედს. ახლა ჩემმა მეუღლემ ტელევიზიით, შემთხვევით გაიგო, რომ ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. მე გავარკვიე დეტალები და ერთ კვირაში დავწერე პროექტი, რომელზედაც ადრე, დისერტაციის დაცვის დროსაც ვმუშაობდი. თუმცა, გამარჯვების იმედი მაინცდამაინც არ მქონია. გამოვგზავნე ჩემი პროექტი, რომელიც იყო სტრატეგიული ხედვა ამ დარგის განვითარებასთან დაკავშირებით. რამდენიმე დღეში მივიღე პასუხი, რომ კონკურსში გავიმარჯვე.

– საქართველოში კონკურსების აღარავის სჯერა.

– ვიცი, მაგრამ ახლა ნამდვილად არ ყოფილა ასე. ჩემს შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მეუღლეა „დამნაშავე” (იცინის). მე არ მქონია ახლო მეგობრული ურთიერთობა ჩვენი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან, პრეზიდენტსაც ახლახან შევხვდი, ბათუმში ერთ-ერთი პროექტის პრეზენტაციაზე. მე მას გავაცანი ჩემი სტრატეგია, რომ საჭიროა მომსახურების ხარისხის და კურორტების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ამ მხრივ ინვესტორების მოზიდვა, საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, ადამიანური რესურსების კვალიფიკაციის ამაღლება. ჩემი სურვილია, რომ საქართველოში შეიქმნას საერთაშორისო ტურიზმის სკოლა. პრეზიდენტმა გაიზიარა ჩემი მოსაზრებები, გამაცნო თავისი ხედვა. ამ შეხვედრით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა, ადრე მხოლოდ ის მაკავშირებდა პრეზიდენტთან, რომ მისი ფონდი აფინანსებდა ჩემი მეუღლის სწავლას (იცინის).

– ახლა ვალს გადახდა უნდა.

– მე მინდა ვიმუშაო იმ სფეროში, რომელიც ძალიან მიყვარს. მინდა, გავაკეთო ყველაფერი, რაც ჩაფიქრებული მაქვს. ამ ვალს კი ჩემი მეუღლე გადაიხდის (იცინის). ის ფინანსისტია და ლონდონში ერთ-ერთ კერძო კომპანიაში მუშაობს. მე უკვე გადმოვიბირე, რომ ისიც გადმოვა თბილისში, მაგრამ მას, ჩემგან განსხვავებით, კერძო სექტორში, საბანკო სისტემაში უნდა მუშაობა. ასე რომ, სხვადასხვა ბანაკში ვართ. ჩემი მეუღლე ჯერ ვერ დატოვებს იქ სამსახურს, რადგან კონტრაქტის დარღვევა მოუწევს, მის გადმოსვლამდე აქ მარტო მომიწევს ყოფნა. ქალს ასეთ სამსახურში განსაკუთრებით სჭირდება მეუღლის თანადგომა. იმედი მაქვს, რომ ეს თანადგომა არ დააგვიანებს.

– ქართველი ჩინოვნიკისთვის დამახასიათებელი ჩვევები გაქვთ?

– არ ვიცი, ჯერ არ გავცნობივარ ამ სტანდარტებს. ჩემს ძველ სამსახურში არ უყვარდათ ადამიანები, რომლებიც ამბიციებითა და თანამშრომლებთან მკაცრი დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ. თუმცა, თუ საქმეს დასჭირდება, შემიძლია, მკაცრიც ვიყო, მით უმეტეს, რომ სახლში ასეთი იმიჯი მაქვს. ხასიათით ცოტა ჯიუტი ვარ. მე ვფიქრობ, ახლა ისეთ სფეროში მომიწევს საქმიანობა, რაც უფრო ახლო ურთიერთობა გექნება საზოგადოებასთან, მედიასთან, თანამშრომლებთან, მით უკეთესი იქნება. ნამდვილად არ მინდა, ჩემი გუნდის წევრები ჩემი დანახვისას, ადგილიდან გარბოდნენ (იცინის).

– ლონდონიდან საბოლოოდ გადმობარგდით?

– თითქმის ყველაფერი წამოვიღე. წამოსვლის წინ გარდერობის განახლება და „შოპინგი“ არ დამჭირვებია, რადგან ლონდონშიც ოფიციალური სამოსით მიწევდა სამსახურში სიარული. ბოლოს ისე ვიყავი, ბავშვის დამტოვებელი არ მყავდა, გარეთ ვერ გავდიოდი. თბილისიდან ხან დედამთილის გამოძახება მიწევდა, ხან – დედის და ხან – დეიდის. დამხმარე არმია მჭირდებოდა. ასე რომ, ჩემი თბილისში წამოსვლა აუცილებელიც კი იყო (იცინის).

– ასე რომ, ლონდონურ ცხოვრებას იოლად შეელევით.

– იმ ცხოვრებასაც ჰქონდა თავისი ხიბლი. ჯერ ერთი, ბევრად მეტი ხელფასი მქონდა. ამას გარდა, დამოუკიდებელი ცხოვრება ადამიანს ძალიან ცვლის. მე და ჩემი ქმარი დამოუკიდებლად ვუძღვებოდით ჩვენს პატარა ოჯახს. სტუდენტურად ვცხოვრობდით, თან ვმუშაობდით. ვერ დავიკვეხნი, რომ იდეალური დიასახლისი ვარ. მე და ჩემს ქმარს ოჯახის ფუნქციები გადანაწილებული გვქონდა, ის თუ პროდუქტს მოიტანდა სახლში, მე სადილს ვაკეთებდი. ხანდახან მორიგეობა გვქონდა დაწესებული, მაგრამ ისეც ხდებოდა, როლებს ვცვლიდით. ზოგჯერ კი კარტიც გვითამაშია დაღლილებს მხოლოდ იმის გამო, რომ წაგებულს თეფშები დაერეცხა (იცინის). თავისუფალ დროს დავდიოდით სამოგზაუროდ. მე ძალიან მიყვარს მოგზაურობა. ინგლისიდან ამის განხორციელება უფრო ადვილი იყო. ყველაფერი შედარებით ახლოსაა და მე და ჩემი ქმარი შაბათ-კვირას და თავისუფალ დროს ხშირად მივდიოდით შოტლანდიაში, ირლანდიაში. ევროპის ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ვფიქრობ, რომ კარგი ტურისტი ვარ. მიყვარს ფეხით სიარული, თვალიერება. იმედი მაქვს, რომ აზიასაც ისე გავიცნობ, როგორც ევროპას ვიცნობ. აქამდე ამ სურვილის განხორციელება ვერ მოვახერხე. ამას ჩემი საქმიანობაც მოითხოვს, პოტენციურ კლიენტებთან ახლო ურთიერთობა და კონტაქტები ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, უკვე რამდენიმე წელია, ადამიანებს კლიენტის თვალით ვუყურებ. ეს ეტყობა, ტურიზმში დასაქმებული ადამიანების პროფესიული ჩვევაა. როდესაც ლონდონში ვმუშაობდი, ყველა ტურისტს პოტენციური კლიენტის თვალით აღვიქვამდი და „ვაბამდი”, რომ ჩვენთან გაჩერებულიყო.

– საქართველოში თუ იცნობთ იმ კუთხეებს, რომელიც თქვენი საქმიანობის მთავარი არეალია?

– სამწუხაროდ, საქართველოს მთიანეთში არ ვარ ნამყოფი, მაგრამ ამას აუცილებლად, უახლოეს მომავალშივე, გამოვასწორებ. მე იმ დროს წავედი საქართველოდან, როცა აქ საკმაოდ ცუდი სიტუაცია იყო, არავის ეცალა მთაში სატარებლად. ნამყოფი ვარ კახეთში, ქართლში, აჭარაში, ძალიან მინდა, ვნახო სვანეთი, რაჭა, ფშავ- ხევსურეთი. ალბათ, მომიწევს „სპალნიკებით“ სიარული და იმ დანაკლისის ანაზღაურება, რაც წლების წინ მქონდა. ერთადერთი, მხოლოდ ის მაფრთხობს, რომ ექსტრემალი არ ვარ, მეშინია სიმაღლის. მაგრამ, ამ „მსხვერპლისთვის” მზად ვარ და ალბათ, ფიზიკურადაც გამოვიწრთობი (იცინის).


скачать dle 11.3