კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ



კითხვა: მეზობლებს გვინდა, ჩვენი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის დარეგისტრირება მობინადრეთა მიერ შექმნილი ამხანაგობის სახელზე. რა საბუთებია ამისთვის საჭირო?

პასუხი: საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის დარეგისტრირება ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის სახელზე დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ტერიტორია ექცევა კორპუსის საზღვრებში. სარეგისტრაციოდ საჭიროა:

ა) განცხადება;

ბ) ამხანაგობის შექმნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

გ) ამხანაგობის წარმომადგენელი პირის (თავმჯდომარე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის ან პასპორტის) ასლი;

დ) კორპუსის საზღვრების დამდგენი დოკუმენტაცია: საინვენტარიზაციო გეგმა და მიწის ნაკვეთის გეგმა;

ე) ამხანაგობის კრების გადაწყვეტილება უძრავი ნივთის ამხანაგობის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე;

ვ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კითხვა: ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი. ონკოლოგიურში გავიკეთე ოპერაცია მკერდზე. მაინტერესებს, მეკუთვნის თუ არა სამსახურში შემოსავლის 20-პროცენტიანი დაქვითვა (ანალოგიური ოპერაცია გაიკეთა ჩემმა კოლეგამ, რომელიც სხვა რაიონში მსახურობს და არ ექვითება ხელფასიდან 20 პროცენტი).

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მოგახსენებთ, რომ ხელფასის თაობაზე მხარეები თანხმდებიან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისას.

კითხვა: ჩემი შვილი იხდის ალიმენტს. არსად არ მუშაობს, მაგრამ დაკისრებული აქვს თვეში 50 ლარის გადახდა. ჩემმა შვილმა მოიყვანა მეორე ცოლი, რომელთანაც ჰყავს ერთი თვის ბავშვი. რა რაოდენობის თანხა უნდა გადაუხადოს პირველ ცოლს, თუ გავითვალისწინებთ, რომ არ მუშაობს და უკვე აქვს სხვა ოჯახი?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ალიმენტი არ შეიძლება შეიცვალოს მამის ოჯახური მდგომარეობის გამო. ხოლო ის ფაქტორი, რომ თქვენს შვილს ჰყავს მეორე შვილი, შესაბამისად, მეორე ცოლი და, ასევე, იგი არ მუშაობს ეს ასახულია ალიმენტით განსაზღვრული თანხის ოდენობაზე.

კითხვა: თავდებად დავუდექი ყოფილ თანამშრომელს, შემდეგ იქიდან წამოვედი. მე დირექტორი ვიყავი. მალე ისიც გაათავისუფლეს. ეს ბიჭი ცოტა ხნის შემდეგ დაიკარგა და ფულს აღარ იხდიდა. ბანკმა ეს ამბავი ექვსი თვის შემდეგ შემატყობინა და დაიწყო ჩემი ხელფასის მთლიანად დაქვითვა, რაც უკვე წელიწადია გრძელდება. სათავო ოფისში მითხრეს, შეიტანე 500 ლარი და პროცენტებს აღარ დაგიქვითავთო, მაგრამ, ბანკში რომ მივედი, მითხრეს, ის ბიჭი უნდა ინახოსო. მაინტერესებს, სწორია თუ არა ბანკის მოქმედება.

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ თავდები და ასრულებთ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობას, ბანკის თანამშრომლის განცხადება მოვალის მოძიების თაობაზე მიგვაჩნია უკანონოდ. ხოლო რაც შეეხება მოვალის მოძიებას, აღნიშნული არ აბრკოლებს თქვენზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.

კითხვა: მე და ჩემს ქმარს არ გვაქვს ხელი მოწერილი. ბინაში, რომელიც ეკუთვნის ჩემს ქმარს, ჩაწერილი არ ვარ. შვილები არ გვყავს არც მე, არც მას. ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში ბინა მე დამრჩება?

პასუხი: მსგავს შეკითხვაზე არაერთხელ გაგვიცია პასუხი, მაგრამ თქვენი დაჟინებული თხოვნის გამო, კიდევ გეტყვით, რომ მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მემკვიდრედ ითვლება მეუღლე, ხოლო მეუღლე არის პირი, რომელიც იმყოფება კანონიერ ქორწინებაში. მოცემულ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ხართ კანონიერ ქორწინებაში, ვერ მიიღებთ თქვენი მეუღლის მემკვიდრეობას.

კითხვა: მცხეთის რაიონში, მისაქციელში, 2001 წელს ავაშენე სახლი. სახურავი გადახურული არ მაქვს, მხოლოდ კედლებია აყვანილი. შარშან პროექტის გაკეთება დამჭირდა. ვიყავი მცხეთის რაიონის საპროექტოში და 1 500 ლარი დამიფასეს. შკეესაბამება თუ არა ეს სინამდვილეს?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, აღნიშნული დაკვეთის ანაზღაურება რეგულირდება ურთიერთმოლაპარაკების გზით, თუ თქვენ გაქვთ საფუძვლიანი ვარაუდი, რომ აღნიშნული თანხის გადახდა არ გეკუთვნით, მოითხოვეთ ხელშეკრულება.

კითხვა: ბინაში ცხოვრობს მამა-შვილი. ბინის პრივატიზაციის დროს შვილი არ იყო აქ, მაგრამ ორდერში ჩაწერილია. ეკუთვნის თუ არა მას წილი ბინიდან?

პასუხი: იმ შემთხვევაში, თუ ბინის პრივატიზაციის დროს პირი იყო ჩაწერილი ორდერში, მას აქვს ბინაზე წილის მოთხოვნის უფლება და, შესაბამისად, თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის უფლებაც.

კითხვა: თავდაცვის სამინისტროს პენსიონერს, მძიმე ავადმყოფს, სახალხო ბანკიდან აღებული ჰქონდა სესხი 3 თვის საპენსიო თანხის ოდენობით. ამ სამი თვის განმავლობაში ეს პიროვნება გარდაიცვალა. მისმა ერთადერთმა შვილმა დარჩენილი საპენსიო ვალი – დაუბრუნა ბანკს. გარდაცვლილ პიროვნებას საბჭოთა ბანკში შენახული ჰქონდა თანხა (24 ათასი საბჭოთა მანეთი). შესაძლებელია თუ არა, თუნდაც სასამართლოს საშუალებით, ხსენებული პენსია აიღოს მისმა კანონიერმა შვილმა (საუბარია ანაბარზე)?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე მემკვიდრეს აქვს მემკვიდრეობის მიღების შემდგომ მამის კუთვნილი ქონების მოთხოვნის უფლება. ანაბარზე არ მოქმედებს ხანდაზმულობის ვადები.



ადვოკატი

ქეთი უტიაშვილი


скачать dle 11.3