კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საიდან და ვისთან ერთად აპირებენ “გადმოხტომას„ აჩი მაზმიშვილი და ნინი დედალამაზიშვილი


აჩი მაზმიშვილმა ცამეტი წლის ასაკში აიღო ხელში გიტარა და თავად ისწავლა დაკვრა. დღეს ის ამ საქმის პროფესიონალია. იყო პერიოდი, როცა აჩი ერთ-ერთ როკ-ჯგუფშიც უკრავდა, მაგრამ შემდეგ გემოვნება შეიცვალა და ორი წელია, ქართულ ქალაქურ სიმღერებს მღერის.

აჩიმ, ნინი დედალამაზიშვილთან და თათია ხელაიასთან ერთად, ერთი ლამაზი სიმღერაც ჩაწერა, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, არც ეს არის მისი სტილი. თუმცა, მეგობრებს უარი ვერ უთხრა და ძალიან ლამაზი სიმღერა, სამ ხმაში ჩაიწერა.

სიმღერა რომლის სახელწოდებაა „გადმოხტი”, „ტემპო” სტილში ანუ თბილისურ სტილშია დაწერილი და მისი მუსიკა, ჭაბუკა ამირანაშვილთან ერთად, თავად აჩი მაზმიშვილს ეკუთვნის, ხოლო ტექსტის ავტორი თათია ხელაიაა. თათიას პირველი სიმღერა „მოვა დრო”, რომელსაც ნინი დედალამაზიშვილი და გიორგი ახვლედიანი მღერიან, მსმენელმა უკვე მოისმინა, ხოლო მისი საუნდთრეკები, რომელიც სპეციალურად ფილმებისთვის შეიქმნა, სულ მალე გახდება ცნობილი.

სიმღერა ერთ კვირაში, სოფო ხალვაშის სტუდიაში ჩაიწერა. „გადმოხტი” საზაფხულო სიმღერაა, მაგრამ, როგორც აჩი ხუმრობს, ის შემოდგომაზეც სასიამოვნო და გუნება-განწყობის ასამაღლებელი მოსასმენია.

აჩი, ნინი და თათია დიდი სიმაღლიდან აპირებენ გადმოხტომას და ვნახოთ, იღბლიანი გამოდგება თუ არა მათი ნახტომი.


скачать dle 11.3