კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (105)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

რის დათმობა მოუწია მეუღლის გამო ეშლის და რას უმალავდა ქმარი მას დიდი ხნის განმავლობაში


ეშლი მალიანი: ერთი წლის წინ, ივლისის ბოლოს „ოდნოკლასნიკებში“, ჩემს პროფილზე სტუმრებში ვიღაც დათო მჟავანაძე შემოვიდა. მეც შევედი, შემიფასა ფოტოები, მეც შევუფასე. მომეწონა. დათოს ხომ, თავისთავად მოვეწონე და პირველ აგვისტოს ერთმანეთს შევხვდით.

– დათო, იცოდი, ვინ იყო ეშლი?

ეშლი: დათოს ძმაკაცი იყო ჩემი ფანი, მსმენელი, და თან, იცი, როგორი? – ბიჭებთან ერთად ჩემს სადღეგრძელოს რომ სვამდა. დათოს, თურმე, სულ უკვირდა, ეშლიზე როგორ უნდა აფანატებდე, ამხელა კაცი ხარო, მაგრამ, ხომ გაგიგია, ნუ დასცინი სხვასაო...

დათო მჟავანაძე: კიკბოქსინგით ვიყავი დაკავებული, გარკვეული წარმატებებიც მქონდა, მაგრამ ახლა ოჯახი შევქმენი და გადავწყვიტე, რადგან, ამ სპორტში არ არის კარგი ანაზღაურება, სპეცრაზმში გავაგრძელო მუშაობა.

– ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პროფესიები გაქვთ.

ეშლი: ადრე მეგონა, ჩემი მეორე ნახევარი მუსიკოსი იქნებოდა, ან შოუ-ბიზნესთან ექნებოდა კავშირი, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული ადამიანი შემხვდა. არაფერი გვაქვს საერთო – არც ინტერესები, არც მისწრაფებები. ვერ ვიტყვი, რომ სიყვარული ბრმაა, რადგან ამას მაშინ ამბობენ, როდესაც ცუდი უყვარდებათ, თურმე შესაძლებელია, შენგან განსხვავებული ადამიანიც კარგი იყოს და შეგიყვარდეს. რაც მთავარია, ჩვენ ერთმანეთისგან ბევრ რამეს ვსწავლობთ. მე მისგან სიჩუმეს ვსწავლობ. ვიცი, რომ ზოგჯერ ენა არ უნდა ვატლიკინო და ჩუმად ვიყო. დათომაც ბევრი რამ ისწავლა ჩემგან, თან ასაკით ჩემზე უმცროსია. მე მეორე ათწლეულში ვარ და დათუკა 23 აგვისტოს 18 წლის გახდა. მაგრამ, თავის ასაკთან შედარებით, ძალიან განვითარებულია – დიდი პასუხისმგებლობა, მისწრაფებები აქვს და შეგიძლია, საკუთარი თავი ჩააბარო. იცი, რომ არ დაიკარგება და არც შენ დაგკარგავს. თავიდან 19 წლის მეგონა. დათომაც მითხრა – ჩემი ასაკი, რომ მეთქვა, სერიოზულად არ შემომხედავდიო.

– ანუ, ასაკი დაგიმალა?

– კი, თავი რომ შემაყვარა, მერე გავიგე ასაკი. არავის სჯეროდა, რომ პატარა იყო. იფიქრა, არც ეს დაიჯერებს და მოვატყუებო. თან, უკვე გამოკვეთილად ჰქონდა ცხოვრების მიზანი. მის ასაკში ეს ძირითადად არ ახასიათებთ. მიღწევებიც ჰქონდა და მეც დავიჯერე, რომ 19 წლის იყო.



დათო: სულ ლაპარაკობდა, ეს 17 წლის ღლაპებიო. მინდოდა, მეთქვა, რომ მეც 17 წლის ვიყავი, მაგრამ ვეღარ გავბედე.

ეშლი: ჩემი ძმა დათოს ტოლია და ერთ დღესაც მეუბნება, იცი, ჩემი კლასელი, ადრე დათოს კლასელი იყოო. დათოს ვუთხარი, სიმართლე მითხარი, მართლა 19 წლის ხარ-მეთქი და კიო. საღამოს მესიჯი მომწერა, დიდი ხანია ამის თქმა მინდოდა, პირადად ვერ გიბედავდი, ვიცოდი, ცუდი რეაქცია გექნებოდა, 17 წლის ვარო. იმდენი ვიტირე... რატომ მომატყუა? ძალიან მეწყინა, თან ვიფიქრე, 17 წლის ბავშვთან რა მომავალი უნდა მქონდეს-მეთქი, მაგრამ, როცა სიყვარულია, უკვე ფიქრობ – მერე რა, რომ პატარაა, ღმერთი ასაკით ხომ არ საზღვრავს. თან, დამარწმუნა, ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი მომავლისთვის, არაფერს მოგაკლებო. არ იზარებს არაფერს, არც შრომას, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კარგად ვიყო.

– როგორი იყო პირველი შეხვედრა?

დათო: მაშინ გრძელ თმას ვატარებდი, სულ შავები ჩავიცვი, როკის სტილში გამოვეწყვე, „მეტალიკის“ ქამარი გავიკეთე. 45 წუთი მალოდინა.

ეშლი: მე და შოთიკო ბოჭორიშვილი მივედით, თავიდან შორიდან წრეებს ვურტყამდით, თუ არ მომეწონებოდა, არ უნდა მივსულიყავი. მომეწონა გარეგნობით. იცის თავისი პლუსები. სპეციალურად შავი, მოტკეცილი მაისური ეცვა, კუნთები კარგად რომ გამოსჩენოდა. პირველ შეხვედრაზე ჩუმად იყო, მაკვირდებოდა, საღამოს მომწერა, ძალიან კარგი ადამიანი ყოფილხარო.

დათო: თავიდან ეგონა, რომ ლაპარაკს დავიწყებდი, მაგრამ ჩუმად ვიყავი, ვაკვირდებოდი, ხმას არ ვიღებდი. მაინტერესებდა, როგორი ადამიანი იყო შინაგანად. ძალიან კარგი ტიპია, საყვარელი ბავშვი, რომელსაც მეგობრები უყვარს და ერთობა თავისთვის. ნელ-ნელა მისი თვისებები მომეწონა. ძალიან ერთგულია, როცა რაღაც გიჭირს, შეუძლია, მოვიდეს, დაგელაპარაკოს და დაგაწყნაროს. ძალიან ყურადღებიანია.

ეშლი: ბევრი მეუბნებოდა, არ გამოგადგება, სულ სხვანაირია, შენ სხვანაირი გჭირდებაო, მაგრამ შინაგანად რომ გრძნობ, შენიანია – მერე რა, იქნებ, პირველ შეხვედრაზე მოიქცა ასე? მერე რა, მე გავხსნი – ასეთი „აპრავდანიები“ მქონდა. ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგე იმის გამო, რომ ჩვენი ურთიერთობის არ სჯეროდათ. ჩვენმა მოძღვარმა გვითხრა, თქვენც ვერ გარკვეულხართ, რა გინდათ, შეგიძლიათ, აიღოთ პატარა პაუზა, რომ განამტკიცოთ თქვენი ურთიერთობა, თქვენი სიყვარულიო. ჩვენი ურთიერთობა არეული იყო. მე რაღაც პრეტენზიები გამიჩნდა, დათოს სულ სწყინდა, ასე რატომ იქცევიო. ამიტომ, ავიღეთ პაუზა და თვე-ნახევარი არანაირი ურთიერთობა არ გვქონია ერთმანეთთან, მაგრამ ჩვენი სიყვარული არ განელებულა.

დათო: მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი, ის – თავისას, ვვარჯიშობდი, რომ არ მეფიქრა, მაგრამ, როდესაც წვები, არაფერს აკეთებ, შანსი არ არის, არ იფიქრო. ტელეფონის „კარტა“ გადავტეხე. მხოლოდ ჩემი დის საშუალებით შეიძლებოდა ჩემთან კონტაქტი, მაგრამ არც ასე ვეკონტაქტებოდი.



ეშლი: მეც ვმუშაობდი, ვერთობოდი, თავს ვიტყუებდი. ეკლესიაში დავდიოდი, ვლოცულობდი, ვფიქრობდი – ღმერთი ამინაზღაურებს ამ სიცარიელეს და თუ ღმერთისგან არის, მაშინ ასმაგად დამიბრუნდება-მეთქი. მაგრამ თვე-ნახევრის შემდეგ ყველაფერი ისე დაბრუნდა, რომ ერთ თვეში შევუღლდით.

– ახლა, ამ გადასახედიდან რას ფიქრობ, რით მოგხიბლა დათომ?

– იცი, როგორი თაყვანისმცემლები მყავდა? „უსწორდებოდათ“, ეშლის გვერდით ვზივარო. დათოს ეს მომენტი არასდროს ჰქონია, ჩემში უფრო პიროვნებას აფასებდა, ვიდრე ეშლის. ვისაც მხოლოდ ეშლი უყვარდა, ასე მგონია, არასერიოზულად მიყურებდნენ. ეშლი ახლა „ცვეტშია“, მაგარი „არჯეია“ და „ასწორებს“ მასთან მეგობრობა – ეს პოზიცია ჰქონდათ. დათოს ეს სულ არ აინტერესებდა, ჩემი ხასიათი მოეწონა. მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი აკრძალვა შემოიტანა. მისი გამოჩენისთანავე, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. გარეგნულადაც შევიცვალე. ეს ყველაფერი – პირსინგებსაც შეეხო და მეგობრებიც გამაფილტრინა. ის „ემოები“, „შუმოები“ არ გინდაო და მართალიც არის. როდესაც მეგობრობ ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც უყვართ „ტუსოვკებზე“ სიარული, ღამის ცხოვრება, ვერ შექმნი ოჯახს. იმიტომ, რომ იმ ტალღაზე ხარ, იმ ტალღას კი ბევრი ცოდვა მოჰყვება. მეც დამიშვია შეცდომები, მაგრამ დგება მომენტი, როდესაც არჩევანი უნდა გააკეთო. თუმცა, იმის გაცნობიერება, რომ ძველი ცხოვრება აღარ უნდა მქონოდა, ძალიან გამიჭირდა. ძალიან დიდი პროტესტი მქონდა, სულ მაგაზე ვჩხუბობდით – არ გაპატიებ, ეს ჩამომაშორე, ის ჩამომაშორე, ნაცნობები აღარ მყავს. რადიოს თავი დავანებე, თუმცა ბოლო ნახევარი წელიწადია, რეგიონულ რადიოში – „ჰერეთში“ დავიწყე მუშაობა, ძალიან მომწონს. სიმღერა არ დაუშლია. ვწერდი, რადიოებში ვატრიალებდი, უბრალოდ, რადიოში ატანის მომენტში დიდი ბათქა-ბუთქი იყო – ვინ იქნება იქო. ამას წინათ ვიჩხუბეთ. მესამე დღეს ადგა, დაგვიანებული რეაქციები აქვს, სვანობა გადაედო ჩემგან, უნდა წავიდე თბილისშიო. ჩამოვიდა და მომიტანა „ლამპოჩკა“, რომელიც იმავდროულად საათია. ზევიდან აქვს გული, რომელიც წითლად ინთება. გუშინწინ რომ ვიჩხუბეთ, აჰა, ეს გულიო. რომ ვჩხუბობდით, სულ მოჰქონდა რაღაცეები. თავიდან არ იყო ყურადღებიანი, მე შევაჩვიე. ყოველთვის ყურადღებით ვიყავი განებივრებული, ფეხქვეშ რომ გიფენენ ყველაფერს... ამან ჩამითრია, რას ჰქვია, ასე როგორ იქცევა-მეთქი. ახლა უკვე აღარ სჭირდება დაძალება, ეს მიყიდე, ის მიყიდე, პირიქით, ვეუბნები, ნუ ფლანგავ-მეთქი. ოჯახის ბიუჯეტს ვუფრთხილდები.


скачать dle 11.3