კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი ცქერით იღებს სიამოვნებას თაკო ჩხეიძე და როგორ იხრჩობოდა ის უცხოპლანეტელების მფრინავ ბურთში


თაკო ჩხეიძე: ოჯახთან ერთად, საბერძნეთში, კრეტაზე ვიყავი დასასვენებლად, მერე ცოტა ხანს – აჭარაში. ვმუშაობ, დაკავებული ვარ და ამიტომ, თბილისიდან შორს ვერ წავედი. ახლა აგარაკზე ვარ და ბავშვებთან ერთად ვატარებ დროს. უფროსი შვილი უკვე გაიზარდა, ძალიან უყვარს მითოლოგიური პერსონაჟები. მითები აინტერესებს და ბევრი რამ იცის მის შესახებ. ამიტომ გადავწყვიტეთ, წაგვეყვანა იქ, სადაც ასეთ რაღაცეებს ვაჩვენებდით. მინოტავრის სასახლეში ვიყავით, ანუ გარდა იმისა, რომ დავისვენეთ, თან ექსკურსიები გვქონდა. ბავშვი აღფრთოვანებული იყო, რაც წიგნში წაუკითხავს, ისინი ცხადად ვაჩვენეთ და პრინციპში, ყველანი ძალიან კმაყოფილები ვართ. ზღვა ძალიან მიყვარს და მთაც. ზოგადად ბუნება და ბუნებაში ყოფნა მიყვარს. ჩემთვის ყველაზე კარგი დასვენებაა – ჰამაკში წოლა, წიგნის კითხვა, სუფთა ჰაერზე ყოფნა.

– ამის ფუფუნება, ალბათ, ხშირად არ გაქვს.

– ამის ფუფუნება არ მაქვს, მაგრამ ახლა შაბათ-კვირას, როდესაც საქმისგან თავისუფალი ვარ, არ ჩამოვდივარ თბილისში და სუფთა ჰაერზე შვილებთან ერთად ვისვენებ.

– ალბათ, ხშირად, იმის ფუფუნებაც არ გაქვს, მთელი ოჯახი – ოთხივენი ერთად იყოთ.

– კი. ეს ერთი წელი ცოტა რთული აღმოჩნდა, იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახის წევრები ხან ერთად ვართ, ხან – ცალ-ცალკე. მაგრამ, როგორც კი თავისუფალი დრო გამოგვიჩნდება, მაშინვე ვცდილობთ, ყველანი სადმე ერთად წავიდეთ.

– ალბათ, ამ ყველაფერთან შეგუება თავიდან უფრო გიჭირდა.

– რთულია. არსებობს ადამიანების კატეგორია, მოსწონთ ასეთი ცხოვრება, მაგრამ მე – არა, ოჯახური ცხოვრება მიყვარს შვილებთან და მეუღლესთან ერთად. მაგრამ, სამსახური ზოგჯერ მსხვერპლს მოითხოვს. მე ჩემი საქმე მაქვს, მეუღლეს – თავისი. რაც პატარა დაიბადა, სულ ერთად დავფრინავდით თბილისსა და ტალინს შორის. ჩვილს ვერ დავტოვებდი, თან ბუნებრივ კვებაზე მყავდა, ამიტომ, ყველა პატარა პილოტს ეძახის.

– საქმეების მხრივ, საკმაოდ დატვირთული წელი გქონდა.

– ძალიან აქტიური წელი მქონდა, დიდი ბედნიერება შემომემატა პატარას სახით და ასევე, საქმის მხრივაც გიჟური წელი იყო – პრობლემებით, კარგი და ბევრი საქმით. პრინციპში, ჩემი ორსულობა და პატარას დაბადება საქმემ ისე გადააგორა, ხან მგონია, არც ვყოფილვარ ფეხმძიმედ. ბოლო პერიოდამდე ძალიან აქტიური ვიყავი, პრესასთან, პოდიუმთან მქონდა ურთიერთობა. თუმცა, ხანდახან მაქვს პერიოდი, როცა არაფრის კეთება არ მინდება – ტელეფონი გამოვრთო, რომ არავინ დამირეკოს და ვიყო ჩემს შვილებთან ერთად.

– ამას ახერხებ?

– ბოლო დროს კი, იმიტომ რომ, ვატყობ, ძალიან ვიღლები ემოციურად, ფიზიკურად და მჭირდება, გამოვერთო ცხოვრებას. აქედან გამომდინარე, გამოვეთიშები ხოლმე ყველაფერს და ჩაკეტილი ვარ ჩემს სივრცეში – ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. ბოლო დროს, საღამოს, სადმე ხმაურიან ადგილზე წასვლას, მირჩევნია, ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყო სახლში, აგარაკზე. ზაფხულის პერიოდში ყველანი აგარაკზე ვართ, ბავშვებით ვიკრიბებით და ეს ბევრად უფრო მსიამოვნებს, ვიდრე სადმე წასვლა... კამერები. ანუ, პერიოდი მაქვს, როდესაც სიწყნარე მინდა. მსიამოვნებს ჩემს პატარასთან და უფროს შვილთან ერთად ყოფნა. თან, პატარა ათი თვის გახდა, ახლა იწყებს სამყაროს შეცნობას, მისთვის ყოველი დღე სიახლეა. ფოთლების შრიალის ხმაზე თვალები უფართოვდება. მინდა, მის გვერდით ვიყო და არაფერი გამომრჩეს.

– რით განსხვავდება სახლში, ოჯახურ გარემოცვაში მყოფი თაკო სამსახურის საქმეებში ჩართული თაკოსგან?

– მშვიდი ადამიანი ვარ და სადაც მივდივარ, სიმშვიდეც მიმაქვს. ასეა სამსახურშიც. „თბილისის ფეშენ-ვიქის“ დროს, მოსამზადებელ პერიოდში, საგიჟეთი გვქონდა, 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით, დღე და ღამე არ გვყოფნიდა. ძალიან სასიამოვნო, მაგრამ იმავდროულად დამღლელი, სტრესული პერიოდი იყო. შემდეგ ამას მოჰყვება ხოლმე წყნარი პერიოდი. ახლახან ჯიჯისთან, როგორც მოდელმა, ისე ვიმუშავე და ძალიან საინტერესო იყო. ბოლო პერიოდში აღარ ვმოდელობ, სააგენტოს ვხელმძღვანელობ და მინდა, დამწყები მოდელებისთვის ბევრი რამ გავაკეთო. თუმცა, „თბილისის ფეშენ-ვიქზე“ გამოვედი, იმიტომ რომ, მეგობრებმა მთხოვეს. უარს ვერ ვეტყოდი და ძალიან ვისიამოვნე. ამას წინათ კი ჯიჯიმ მითხრა, რატომ აკადრე შენს თავს, აღარ ვმოდელობო და ჟურნალ „ამარტასთვის“, რომელიც „თბილისის ფეშენ-ვიქის“ ერთ-ერთი პარტნიორია, გადამიღო. სიმონ მაჩაბლის კოსტიუმები იყო. მართლა ზღაპრული კოსტიუმებია, ძალიან „შიკი“. ჯიჯი კი თავისი იდეებით გენიოსია.

– შენგან „მისტიკური ქალი“ შექმნეს, რქებიც გაგიკეთეს. არ იყო რთული ასეთ ფორმაში, თან ამ სიცხეში გადაღებებში მონაწილეობა?

– ჯიჯიმ მითხრა, ყველამ იცის შენი „გლამურული“ ფოტოები და მოდი, „სტრანნი“ თაკოს სახე გავაკეთოთო, ცოტა „მისტიკური“ პერსონაჟი, ქალი გოთიკური პერიოდიდან, ვუალით, რქებითო. ძალიან საინტერესო გადაღება გვქონდა სიონის მთაზე. 40 გრადუსი სიცხე იყო, სიმონიკოს ჰქონდა შუბები, ბეწვის სამოსი, თავზე მედგა მძიმე რქები, თან ვპოზირებდი და თვალებში მანათებდნენ. ორდღიანი გადაღების მერე მკვდარი ვიყავი. მაგრამ, ჯიჯისთან მუშაობა ძალიან კარგი იყო. ვისიამოვნე, მეგონა, თბილისში არ ვიყავი.

– ალბათ, ხშირად გახსენდება შენი პირველი ფოტოგადაღებები, როდესაც ძალიან გამოუცდელი იყავი.

– ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ არის ფოტოგრაფი, ვისთან მუშაობ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დამწყები მოდელი ხარ – ბევრი რამ მოგეთხოვება და ეს შენ არ იცი. ჩემი და ჯიჯის თანამშრომლობა იმიტომ შედგა ასე კარგად, რომ ჩვენ ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმოდა. მე გამიმართლა, რომ ბევრ კარგ ფოტოგრაფთან მიმუშავია, ბევრი კარგი ფოტო მქონია. როდესაც უცხოეთში მთავაზობდნენ გადაღებას, ყოველთვის ვთანხმდებოდი, იმიტომ, რომ მსიამოვნებდა და ბევრ რამეს ვსწავლობდი. თუმცა, ამას ბევრი პრობლემაც აქვს. ერთხელ შვეიცარიაში მქონდა გადაღება, ძალიან ციოდა, ზამთარი იყო, ხუთი გრადუსი და მე სარაფანა მეცვა. მაშინ მივხვდი, როგორ შეიძლება, ადამიანი ყინვისგან მოკვდეს, უკვე ტვინიც რომ გეყინება. ისეთი გაყინული ვიყავი, მერე ცხელი, რძიანი სპა-პროცედურები მაჩუქეს ვარდებით, საოცრება იყო. ვგრძნობდი, გაყინული როგორი ვლღვებოდი. ადრე „ცნობის ფურცლის“ რეკლამას ვიღებდით. მე უცხოპლანეტელი ვიყავი. დიდი ბურთი იყო, ვითომ ის ჩამოფრინდებოდა და რომ გაიხსნებოდა, ბოლი უნდა გამოსულიყო. მე კი იმ ბოლიდან უნდა გამოვსულიყავი. გადაღება დაიწყეს, ჯერ შემეშინდა, დახურული სივრცის, თან გაუშვეს ბოლი და კარი არ იღებოდა. მივხვდი, ვიხრჩობოდი. თუ გახსოვს, გიგა აგლაძის კლიპი, საჰაერო ბურთში რომ ჩამსვეს. არც ვიცოდი, თუ უნდა ჩავმჯდარიყავი. მეგონა, დაბმული იყო და უცებ არ გაფრინდა?! ასეთი რაღაცეები ხშირად ხდება. ძალიან რთულია. ჯიჯის ვეუბნებოდი, მოდელობა საშინელი პროფესიაა და ყველა გოგონას რატომ უნდა, რომ მოდელი იყოს-მეთქი. უბრალოდ, მერე, შედეგს რომ უყურებ, ძალიან გსიამოვნებს.


скачать dle 11.3