კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ აღწევს წარმატებებს ადვილად ნინო ჯავახიშვილი და ვისი დამსახურებაა მისი მონაწილეობა სერიალში „გოგონა გარეუბნიდან”


ის ძალიან ლამაზი და მომხიბვლელია. 14 წლიდან თეატრის სცენაზე დგას. მსახიობობა ყოველთვის მისი ოცნება იყო. იგი თავს ხევსური ქალის როლში ხედავს და ფიქრობს, რომ ასეთი ჟანრის ფილმები უფრო მოუხდებოდა, მაგრამ ამჟამად მონაწილეობს სრულიად განსხვავებული ფორმატის სერიალში „გოგონა გარეუბნიდან” და აქვს ძალიან საინტერესო როლი. ამ სერიალში გადის კიდევ ერთი სერიალი, ანუ ხდება ასეთი რამ – სერიალი-სერიალში, სადაც ნინო ჯავახიშვილი მოსამსახურის როლს თამაშობს. ვინ არის ის, როგორ მოხვდა სერიალში და იგეგმება თუ არა ახალი სეზონიდან სიახლეები, ამ ყველაფერზე თავად ახალგაზრდა მსახიობი გვესაუბრება.



ნინო ჯავახიშვილი: ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა მსახიობობა. ძალიან პატარა რომ ვიყავი, დავდიოდი პიონერთა სასახლეში ქალბატონ ლაურა ანთაძესთან. მახსოვს, რაღაც სპექტაკლი იყო და მაიმუნს ვთამაშობდი. მაშინ ვიყავი ძალიან პატარა, 14 წლიდან თეატრში ვარ. შემდეგ ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში, მოვხვდი გოგი ქავთარაძის გუნდში, სადაც ბევრი რამ ვისწავლე. ასევე, მყავდა მეტყველების პედაგოგი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვყო, ქალბატონი მზია მაღლაკელიძე, რომლისგანაც უამრავი რამ ვისწავლე. მისი ყოველი ფრაზა დღემდე სულ თან მდევს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, გავაგრძელე მუშაობა სოხუმის თეატრში. ვითამაშე ასევე რუსთაველის სარდაფში, 2 წელი ვიყავი მსახიობთა სახლში.

– შენ თამაშობ სერიალში „გოგონა გარეუბნიდან”, როგორ მოხვდი ამ სერიალში?

– როდესაც დაიწყო ქასთინგები, ჩემმა უსაყვარლესმა მეგობარმა ლელა მებურიშვილმა შემატყობინა ამის შესახებ. ის რომ არ ყოფილიყო, მე ამ ქასთინგს ვერ გავივლიდი. ძალიან მადლობელი ვარ მისი. შემდეგ მივედი, გავიარე პირველი ტური, მაშინაც დედამთილთან ერთად ვიყავი (იცინის). ის ჩემი ძალიან დიდი გულშემატკივარი და თილისმაა. იქ იმდენი ადამიანი იყო, არც მიფიქრია, მე თუ ამირჩევდნენ, მაგრამ დამირეკეს, პირველი ტური გადალახეო, შემდეგ მეორე ტური გავიარე და ბოლოს დამამტკიცეს როლზე.

– რა როლს თამაშობ?

– როგორც იცით, ამ სერიალს აქვს განსხვავებული ფორმატი, ანუ არის ასეთი რამ – სერიალი-სერიალში. მე ამ სერიალის-სერიალში ვთამაშობ მოახლეს. ბრაზილიურ სერიალებში რომ არიან მოახლეები და ყველას რომ უყვარს, ჩემს შემთხვევაშიც, ზუსტად ისეა.

– სექტემბრიდან რაიმე ცვლილებები ხომ არ იგეგმება სერიალში?

– არა, ჯერჯერობით არაფერი ცვლილება არ იგეგმება. არც ახალი მსახიობების დამატებაზეა საუბარი. ეპიზოდურად, როგორც იცით, მოჰყავთ ხოლმე მსახიობები, მაგრამ ძირითადი შემადგენლობა ჯერჯერობით არ იცვლება. ოქტომბრიდან დავიწყებთ მეორე სეზონს, სექტემბრის შუა რიცხვებიდან ყოველდღე გავა განმეორებითი სერიები.

– კოლექტივი როგორია, თუ მეგობრობთ ერთმანეთთან?

– იცით როგორ არის? მე უშუალოდ შეხება მაქვს სერიალში-სერიალის ხალხთან. ჩვენი გადაღებები ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა. ამიტომ, დანარჩენ მსახიობებთან უშუალო ურთიერთობა არ მაქვს. თუმცა ერთმანეთს ყველა ვიცნობთ, რადგან ერთხელ ღონისძიება გავმართეთ, მთელი ღამის შოუ შევიკრიბეთ და ძალიან კარგი დრო ვატარეთ. არაჩვეულებრივი შემადგენლობაა.

– გადაღებების პროცესი როგორია, სასაცილო შემთხვევები თუ არის ხოლმე?

– ყოველთვის მხიარულად მიმდინარეობს ჩვენი გადაღებები. მაგალითად, ერთ-ერთ გადაღებაზე მომიყვანეს ძროხა, დაყარეს თივა, ყველაფერი მოამზადეს. ამ სცენაში მე უნდა მოვფერებოდი ძროხას, მაგრამ ბავშვობიდან მაქვს მისი შიში. არ მინდოდა, ისე გამომსვლოდა თითქოს „წიკიანი” ვარ და ხელს არ ვკიდებ, მაგრამ მართლა ძალიან მეშინოდა. გული გამიხდა ცუდად, თუმცა, ბოლოს მაინც ისე გამოვიდა, ძროხის გვერდით აღმოვჩნდი (იცინის).

– მოდი, თეატრსაც შევეხოთ, რომელ სპექტაკლებში გითამაშია?

– ვითამაშე „ანტიგონეში”, „რომეო და ჯულიეტაში”, ასევე იყო „ჰელადოსში”, „24 საათში” იყო კიდევ სხვა უამრავი სპექტაკლი. სექტემბრიდან, როდესაც სეზონი გაიხსნება, ვიწყებთ ლოპე დე ვეგას „ცეკვის მასწავლებლის” დადგმას. რა როლი მექნება, ჯერ არ ვიცი. ეს თეატრი ჩემ ოჯახად მიმაჩნია. მათთან ერთად გავიზარდე, გასტროლებზეც ერთად დავდივართ. უმეტესად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვმოგზაურობთ, მათზე საყვარელი და ახლობელი არავინ მყავს.

– შენი პროფესია ძალიან ბევრ შრომას ითხოვს, შრომისმოყვარე თუ ხარ?

– შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ძალიან შრომისმოყვარე ვარ. ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და ნელ-ნელა ვხვდები, რომ წინ მივდივარ. წარმატება ჩემთან ძალიან მალე არ მოდის. ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტს ვსწავლობ და ვიხვეწები.

– ცხოვრებაში დამოუკიდებელი თუ ხარ?

– კი, დამოუკიდებელი ვარ. საერთოდ, გადაწყვეტილებების მიღება ძალიან მიჭირს, დიდხანს ვმერყეობ. პროფესიაც დამოუკიდებლად ავირჩიე, მაგრამ ამაში დიდი დამსახურება მამაჩემსაც მიუძღვის, ძალიან იშვიათია, რომ გოგოს მამა ასე იყოს მონდომებული შვილის მსახიობობით.

– პირად ცხოვრებაში რა ხდება, თუ არის სიახლეები?

– პირად ცხოვრებაში ისეთი მნიშვნელოვანი არაფერია. მყავს ძალიან კარგი მეუღლე და დედამთილი, რომელიც არის არაჩვეულებრივზე არაჩვეულებრივი. ჩვენ გვაქვს იდეალური ურთიერთობა. ძალიან მიყვარს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შვილი არ მყავს, მაგრამ იმედია, მალე მეყოლება.

– ბოლოს, შენი სამომავლო გეგმების შესახებაც მოგვიყევი.

– ჩემს ცხოვრებაში უცბად არასდროს არაფერი ხდება. ყოველთვის ვცდილობ მეტი და მეტი ვაკეთო, რომ ცხოვრებაში ბევრს მივაღწიო. დიდი სურვილით ვითამაშებდი ხევსურული ჟანრის ფილმში. ჩემი აზრით, ხევსური ქალის როლი მომიხდებოდა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ალბად, იღბალს მივენდობი და დავიცდი, როგორ განვითარდება მოვლენები.


скачать dle 11.3