კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გეგმავს ჯაბა ქარსელაძე 10 წლით უკან დაბრუნებას და ცხოვრების რადიკალურად შეცვლას


მომღერალი ჯაბა ქარსელაძე თავის გულშემატკივარს კიდევ ერთ სიურპრიზს უმზადებს. მან ახალი კლიპი გადაიღო და დიდი იმედი აქვს, ეს ნამუშევარი ყველას მოეწონება. კლიპი ახალგაზრდა რეჟისორმა ქეთი ხატიაშვილმა გადაიღო. ჯაბა მარტო ამ სიახლით არ შემოიფარგლება. ის მეოთხე დიპლომის მისაღებად ემზადება და 5 სექტემბერს ერთი წლით, მონაკოს სამეფო სკოლაში მიემგზავრება სასწავლებლად. როგორც გაირკვა, ის პირველი ქართველია, რომელსაც იქ სწავლის ბედნიერება ერგო წილად.



ჯაბა ქარსელაძე: კლიპის რომლის გადაღებები 12 ობიექტზე მიმდინარეობდა, რეჟისორმა ნინო ხატიაშვილმა გადაიღო. თვითონ კლიპის სიუჟეტია ძალიან უცნაური. მაყურებელი ვერ გაიგებს, ვის ცხოვრებასა და სიყვარულზეა საუბარი, რა მოხდა, როგორ მოხდა. ჩემი კლიპი მე მგავს. ვერასდროს მიგებენ როგორი ვარ. ამიტომ, რა ვიგულისხმე ამ კლიპში, არ მგონია, ვინმემ გაიგოს. რეჟისორმა კი დაწერა სცენარი, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შევცვალე. მიუხედავად ამისა, ნებისმიერი სქესისა და ასაკის ადამიანი, ვინც კი ამ კლიპს ნახავს, ყველა თავის თავზე მიიღებს და რაღაც მომენტში თავის ცხოვრებას დაინახავს. დარწმუნებული ვარ, კლიპს გამოხმაურება ექნება და მე ყველაფრისთვის მზად ვარ.

– კლიპი ვინმეს მიუძღვენი?

– არა, მე ისეთი ტიპი არ ვარ, ვინმეს კლიპი მივუძღვნა.

– როგორც გავიგე, 5 სექტემბერს მონაკოში მიემგზავრები სასწავლებლად.

– მინიმუმ, ერთი წლით მივდივარ მონაკოში, მაგრამ მანამდე კრუიზში მივემგზავრები გემით. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რომ დისნეი ლენდის გემით კრუიზში წავსულიყავი და ახლა მივდივარ. გემზე მომსახურე პერსონალი დისნეის გმირების ფორმებშია შემოსილი და მათ რეალურ სახეებს ვერ დაინახავ. ამ მოგზაურობით მე, დაახლოებით, 10 წლით უკან ვბრუნდები და იმ ნაცრისფერ წერტილს, რომელიც დღემდე მაქვს, ამოვავსებ.

– ვისთან ერთად მიდიხარ?

– დედაჩემთან და ჩემს დისშვილთან ერთად. გემზე მათთან ერთად 11 დაუვიწყარ დღეს გავატარებ. არც კომპიუტერი მიმაქვს და არც არაფერი. მინდა, ბოლომდე დავისვენო, ბავშვი გავხდე და ცოტა ხნით ყველა პრობლემა დავივიწყო. გავთიშო გონება და ვიფიქრო, თუ რა კარგია ბავშვობა. კრუიზიდან დავბრუნდები და ზუსტად 5 დღეში მონაკოში მივფრინავ.

– ამჯერად რის შესასწავლად მიდიხარ?

– ეგ კითხვა დამისვეს საელჩოშიც, გასაუბრებაზე რომ ვიყავი ვიზასთან დაკავშირებით. თქვენ კიდევ სასწავლებლად მიდიხართო? ყველა მეკითხება, რაღა უნდა ისწავლოო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჯერ ისეთი არაფერი მისწავლია. თბილისი ძალიან მიყვარს, მაგრამ ვატყობ, რომ ისე ვერ ვგრძნობ თავს, როგორც უნდა ვიყო. უცხოეთში რომ მივდივარ, ისე ვარ, როგორც თევზი წყალში.

– ამ ეტაპზე რა განათლება გაქვს მიღებული?

– დამთავრებული მაქვს ბაკალავრიატი, მერე ასპირანტურა, მაგისტრატურა, ახლა ეს უკვე მეოთხე უნივერსიტეტი იქნება ჩემთვის ისევ მაგისტრატურა. მხოლოდ ადრე თუ მხოლოდ ფინანსებს ვსწავლობდი, ამჯერად უმაღლესი კლასის ფინანსებს ვისწავლი. თვითონ ჩემი პროფესია იქნება მაგისტრი ფინანსებში საერთაშორისო სიმდიდრის მართვით. ეს არის პროფესია, რომლითაც საქართველოში გაგიჭირდება მუშაობა თუ სამთავრობო სექტორში არ წახვედი. მარკეტინგულად შენმა კაპიტალმა მინიმუმ 10 მილიონი უნდა შეადგინოს. ამიტომ, ცხოვრების სხვა ფაზაში გადავდივარ. მონაკოში პროფესიონალები შეგვასწავლიან, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ მილიონერებთან, მილიარდერებთან და როგორ უნდა ვმართოთ მათი ქონება. ამ უნივერსიტეტის პრივილეგია ის არის, რომ წელიწადში 30 ადამიანია ამ პროგრამაში, მეტი არა. წელიწადში 30 კაცს უშვებს და ოცდაათივეს ასაქმებს. საშუალო ასაკი 27 წელია.

– ქართველი მარტო შენ ხარ მათ რიგებში?

– კი, მე პირველი ქართველი ვარ, რომელიც ამ უნივერსიტეტში ისწავლის.

– მონაკოში უნდა იცხოვრო?

– არა, მონაკოში ვერ ვიცხოვრებ. საფრანგეთში ვიქნები. ჩემი სახლიდან ზუსტად 300 მეტრშია სკოლა. ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, ვიცხოვრებ საფრანგეთში, მაგრამ მონაკოში ვისწავლი.

– ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ შენს პირად ცხოვრებაში თუ ხდება რამე?

– ამ კითხვაზე ყოველთვის ერთი და იგივე პასუხი მაქვს. ჩემს პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება და კარგა ხანს არც მოხდება, რადგან საშინლად რთული პიროვნება ვარ. მივხვდი, რომ ვერავინ მიძლებს. დავიწყებ ურთიერთობას, მგონია, რაღაც გამომივა, მაგრამ სამ დღეში ვხვდები, რომ მომბეზრდა და აღარ შემიძლია. ყველაზე დიდი, მაქსიმუმ ერთი კვირა გავქაჩო. სულ მეუბნებიან, რომ უცოლო დარჩებიო, მაგრამ ჯერ მხოლოდ 24 წლის ვარ. საშინელი კარიერისტი ვარ, ჯერ მინდა, მიზანს მივაღწიო და მერე პირადზე ვიფიქრო. ვატყობ, დროთა განმავლობაში როგორ ვიცვლები და ვვითარდები. ერთადერთი, რაც არასდროს შეიცვლება ჩემში, ეს არის ის, რომ ძალიან ყურადღებიანი ვარ. ყველაფერს ვაკვირდები და ბოლომდე ვეძიები, რაც ყველას ღლის.

– მონაკოში გატარებულ პერიოდს შენს მუსიკალურ კარიერასაც დაუთმობ თუ ბოლომდე სწავლაში იქნები ჩართული?

– ბოლომდე სწავლაში ვიქნები კი არა, მაიძულებენ ვიყო ჩართული, რადგან 17 საგანი უნდა ვისწავლო და პლუს ამას, დიპლომი რომ მომცენ, პროექტიც უნდა დავწერო. ამიტომაც, გადავიღე კლიპი, რომელიც ჩემს აქ არყოფნაში იტრიალებს და რაღაც პერიოდი გულშემატკივარს არც იქიდან დავავიწყებ ჩემს თავს.

– მონაკოში სწავლის დასრულებისას, მერამდენე დიპლომს აიღებ?

– უნივერსიტეტის – მეოთხეს, ხოლო სულ მეშვიდე დიპლომი გამომივა.

– ეგ როგორ?

– თუ მოკლე კურსების დამთავრებასაც ჩავთვლი ასე გამოდის. ფიარის კურსები ლონდონში, სლოვენიაში ლექტორის კურსები, სადაც ლექტორის ხარისხი მომანიჭეს. ასევე ოქსფორდში უმაღლესი ინგლისურის სერტიფიკატი მაქვს აღებული, რომლის საშუალებითაც ყველა ქვეყანაში შემიძლია ინგლისურ ენაზე ვიმუშაო. ეს სერტიფიკატი დიპლომის ტოლფასია. ასე რომ, მონაკოში უკვე რიგით მეშვიდე დიპლომს ავიღებ.

– შენი საყვარელი ციფრი რომელია?

– 7.

– ანუ, ჩავთვალოთ, რომ დიპლომების რაოდენობაც 7-ით დასრულდება?

– ჩემი მიზანია, ათი წლის შემდეგ 7 დიპლომი მქონდეს და შვიდივე უნივერსიტეტის.

– ბოლოს, ალბათ, „გინესის რეკორდების“ წიგნში შეხვალ.

– არ ვიცი, შევალ თუ არა „გინესის რეკორდების“ წიგნში, მაგრამ ვიცი, რაღაც ისეთი უნდა გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის, რომ ისტორიაში შევიდე. რა უნდა გავაკეთო არ ვიცი, მაგრამ რომ მინდა, ვიცი.

– მონაკოში ბედის საძებნელადაც ხომ არ მიდიხარ?

– არ გამოვრიცხავ, შეიძლება მონაკოში ისეთი გოგო გავიცნო, რომ გავგიჟდე. შეიძლება, ვიღაცაზე რაღაცით ზევით ვდგავარ, მაგრამ არაფერი ისეთი არ გამაჩნია. შინაგანად იმდენად ამბიციური ვარ, მინდა, იმდენს მივაღწიო, რომ დააფასონ ყველაფერი, რაც მეცოდინება. თუ ჩემი მეორე ნახევარი ჩემზე უკეთესი იქნება, ნამდვილად გამიხარდება.

– ანუ, ჭკვიანი ქალების არ გეშინია?

– მეშინია კი არა, პირიქით, ვეძებ ჭკვიან, ლამაზ, განათლებულ და შეძლებულ გოგოს. ასეთს თუ ვიპოვი, უბედნიერესი ვიქნები და გპირდებით, ერთ კვირაში ყველაზე შეყვარებულ ჯაბა ქარსელაძეს იხილავთ. ჩემი აზრით, მონაკოში წასვლით, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება. ასე რომ, მე მონაკოში მივდივარ ბედის, საქმისა და ჩემი ცხოვრების შესაცვლელად. წავალ იქსი და ჩამოვალ იგრეკი. ყველას გულწრფელად დავუმტკიცებ ჩემს შესაძლებლობებს, რადგან მონაკოს სკოლის დამთავრება ყველას არ შეუძლია.


скачать dle 11.3