კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთვის არის კახა კუხიანიძე საშიში მამაკაცი და როდის ხდება ის გიჟი და გადარეული

 

მომღერალი კახა კუხიანიძე ორ ახალ სიმღერაზე მუშაობს, რომლებზეც მალე კლიპს გადაიღებს. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ამჯერად, ობიექტი, რომლის გამოც ყველაფერს გააკეთებს – არ არსებობს. მისთვის ჯერ სიყვარულია და მერე – ადა


– რა სიახლეებია შენს ცხოვრებასა და შემოქმედებაში?

– დავიწყოთ იქიდან, რომ ძალიან ცხელი ზაფხულია, რის გამოც სექტემბრამდე ვისვენებ. რაც შეეხება სიახლეებს, მაქვს ორი ახალი სიმღერა, რომლებზეც მინდა, სექტემბერში კლიპი გადავიღო. ერთ-ერთი სიმღერა, სხვათა შორის სერიალის „გოგონა სლაიდიდან“ „საუნდ თრეკია.“ განსხვავებული, თბილი და ჰაეროვანი სიმღერაა, რომელსაც „მაი ლავ“ ჰქვია. მეორე სიმღერაც ინგლისურენოვანია და ორივე განსხვავებული ჟღერადობის დღევანდელი ქართული ესტრადისგან. შეიძლება, ისიც ვთქვა, რომ მალე ახალი იმიჯით წარვდგები მსმენელის წინაშე, რომელიც განსაკუთრებით თინეიჯერებს მოეწონებათ. კლიპიც ასეთივე თანამედროვე იქნება.

– სიმღერას „მაი ლავ“ ჰქვიაო, თქვი. მაინტერესებს, ეს, უბრალოდ, სიტყვებია თუ კონკრეტულ ადამიანს ეძღვნება და მისთვის მღერი?

– პრინციპში, ეს სიმღერა იმიტომ ჩაიწერა, რომ იმ კონკრეტულ მომენტში ჩემს ცხოვრებაში კონკრეტული ადამიანი არსებობდა, მაგრამ, ამ ეტაპზე მარტო ვარ. ცხოვრება წინ არის და, იმედი მაქვს, კიდევ ბევრი სიურპრიზი მელის.

– ხშირად ხარ შეყვარებული?

– გულახდილად გეტყვი, მე პირველ ყოვლისა, თვითონ სიყვარული მიყვარს უზომოდ, ის ჩემთვის ძალიან დიდი რამ არის. ხშირად არ ვარ შეყვარებული, რადგან, გატაცება უფრო ხშირი მაქვს, ვიდრე სიყვარული.

– როგორია, შეყვარებული კახა კუხიანიძე?

– შეყვარებული კახა კუხიანიძე, ძალიან ბედნიერია და ცხოვრება უხარია.

– რა გაგიკეთებია საყვარელი ადამიანის გამო?

– თუ ვინმე ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, მათ მიმართ სითბოსა და სიყვარულს იმ დოზით გამოვხატავ, რომც დავშორდე, მაინც კარგა ხანს რჩება ორივე მხარის მეხსიერებაში. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

– სიურპრიზების გაკეთება გიყვარს?

– სიურპრიზების გაკეთება როგორ არ მიყვარს. ცხოვრება მრავალფეროვანი და საინტერესო რომ იყოს და ადამიანებს ერთმანეთი არ მობეზრდეთ, სიურპრიზების კეთება აუცილებელია.

– ხშირად გეცვლება აზრი იმ ადამიანის შესახებ, რომლითაც გატაცებული ხარ?

– იყო ასეთი შემთხვევაც. როცა ვეღარ ეწყობი ადამიანს და ხვდები, რომ ვეღარ უგებ, მაშინ გბეზრდება.

– რას აკეთებ ასეთ დროს?

– არანაირად არ ვიძვრენ თავს, პირდაპირ ვეუბნები ყველაფერს. მაგ დროს თამაში არ შემიძლია. საკმაოდ კარგი ინტუიცია მაქვს, ვხვდები, რას ფიქრობს ის ადამიანი და პირდაპირ ვეუბნები თავის ფიქრებს. ამიტომ, საკმაოდ რთულია ჩემთან ურთიერთობა, რადგან, უმეტესობა თამაშობს და რაღაცას მაინც იტყუება ურთიერთობის დროს. მე კი ყველაფერს ვხვდები, არ ვტყუვდები და, მირჩევნია, პირდაპირ ვუთხრა და დავშორდე. ყველაზე კარგი ის მომენტია, რომ ჩემზე დიდად არ მოქმედებს დაშორება, რადგან ამის ინიციატორი ყოველთვის მე ვარ.

– პირველად როდის იყავი შეყვარებული?

– ძალიან ადრე, მაგრამ, რაც შეეხება პირველ სერიოზულ სიყვარულს, თინეიჯერობის ასაკში ვიყავი ყურებამდე შეყვარებული, გაფრენილი მქონდა. ძალიან კარგი პერიოდი იყო და კარგად მახსენდება. გავიდა წლები, გავიზარდეთ და სხვადასხვა შეხედულებები ჩამოგვიყალიბდა. ამიტომ, ჩვენი რომანიც დასრულდა. მიუხედავად ამისა, იმ ადამიანთან დღემდე მაქვს მეგობრული ურთიერთობა.

– თუ, ვთქვათ, შენი ყოფილი შეყვარებული გათხოვდა, რას იზამ?

– ასეთი შემთხვევა იყო ჩემს ცხოვრებაში და არაერთხელ. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან ნაჩხუბრები ვიყავით და ურთიერთობა აღარ გვქონდა, ალბათ, გულში მაინც იყო ჩარჩენილი ისეთი დოზა, რისი საშუალებითაც გრძნობის გაღვივება ადვილი იყო. ამან ნამდვილად იმოქმედა და ცოტა ხანს დეპრესიული მომენტიც მქონდა.

– ვინმესთვის თუ გიმღერია სცენიდან?

– კი, როგორ არა.

– მან თუ იცოდა?

– რა თქმა უნდა, იცოდა. ძალიან ბედნიერი ხარ, როცა სცენიდან ვინმეს უმღერი. ამ დროს მოზღვავებული ენერგია გაქვს და ყოველთვის კარგად მოქმედებს.

– როგორია შენი სასურველი ქალი?

– სასურველი ქალი, პირველ ყოვლისა, უნდა იყოს ერთგული და პირდაპირი. არ მიყვარს, როცა ქალი თამაშობს. თავიდან კიდევ დასაშვებია, ფლირტის დროს ეს „მოსულა“ და მეც მოვქცეულვარ ასე. ურთიერთობის დასაწყისში თამაში ყველას უწევს, რადგან ყველა ცდილობს, ერთმანეთი მოხიბლოს. თუ გოგო სერიოზული ურთიერთობის დროსაც მეთამაშება, მისთვისვე იქნება ცუდი. მას უნდა უყვარდეს ჩემი საქმე და მე – მისი.

– როგორ მანდილოსანს არ შეიყვარებ არასდროს?

– თუ ქალი არ იქნება მხიარული, ამყოლი და ჩემგან განსხვავებული ხასიათი ექნება, ამ შემთხვევაში, არ კი არა, ვერ შევიყვარებ. ზოგადად, ცხოვრებას ისე უნდა უყურებდეს, როგორც მე ვუყურებ, ანუ, საერთო ინტერესები უნდა გვქონდეს.

– ქალი რომ იყოს კულტურისტი, ბადროს მტყორცნელი ან ჭოკით მხტომელი, მხიარული და ერთმანეთს ყველაფერში უგებდეთ, შეიყვარებ?

– გამორიცხულია, ძალოსანი მანდილოსნები არ მომწონს, ჩემგან შორს! წარმომიდგენია, ელემენტალური კამათიც კი როგორი ბათქაბუთქით დაგვირგვინდება.

– ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში შენ უნდა იდგე პირველ ადგილზე თუ მატრიარქატ-პატრიარქატს არ აქვს შენთვის მნიშვნელობა?

– მე აუცილებლად პირველ ადგილზე უნდა ვიდგე და უფრო მეტად მზრუნველი უნდა ვიყო, ვიდრე ის. თუ არავისზე ვზრუნავ და არც შეყვარებული ვარ, მაგ პერიოდში ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები.

– რას ვერ აპატიებ ქალს?

– ღალატის პატიება, ალბათ, ძალიან გამიჭირდება, რადგან ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. მეტი ისეთი არაფერი.

– შეყვარებულისთვის არასდროს გიღალატია?

– არა.

– ხშირად მამაკაცები ამბობენ და ირწმუნებიან, რომ თუ ვინმესთან „გაივლიან“, ეს ღალატი სულაც არ არის.

– გააჩნია, რა დონის ურთიერთობა გაქვს საყვარელ ქალთან. როცა სერიოზულად ყოფილა საქმე, ნამდვილად არასდროს მიღალატია, არც კი მიფიქრია ამაზე; ასეთ დროს საერთოდ ვერ ვუყურებ სხვას. თუ ფლირტის დონის ურთიერთობაა, ბუნებრივია, კაცს გართობა სჭირდება, უნდა გავლა-გამოვლა და, ასეთ შემთხვევაში, ვინმესთან წასვლა ღალატი არ არის.

– მამაკაცები იმასაც ამბობენ, რომ კაცის ღალატი ღალატი არ არის, ხოლო ქალის ღალატი კი ქვეყნის დაქცევაა.

– ნამდვილად ასეა, რადგან ბუნება ასეა მომართული და ქალისა და კაცის ტვინი ასეა კოდირებული. მამაკაცისგან განსხვავებით, ქალს უფრო შეუძლია თავის გაკონტროლება.

– ჭკვიანი ქალის გეშინია?

– არა, ჭკვიანი ქალის ნამდვილად არ მეშინია, რადგან ქალი ჭკვიანი უნდა იყოს. პირადად მე უჭკუო ქალის უფრო მეშინია, ვიდრე ჭკვიანის.

– ეგუები ამბიციურ და ფეთქებად ქალებს?

– მეც საკმაოდ ფეთქებადი ვარ და, აქედან გამომდინარე, ჩემთან ვერ იქნება ისეთი ემოციური, როგორც სხვასთან. ძალიან ფეთქებადი და „ფსიხი“ ვარ.

– რაზე ფეთქდება კახა კუხიანიძე?

– ძალიან ბევრ რამეზე შემიძლია, ავფეთქდე, „გავფსიხდე“ და ემოციების ფოიერვერკი მოვაწყო. მაგალითად, თუ ველაპარაკები, არ მისმენს და რამდენჯერმე მიწევს გამეორება. ამ დროს, შეიძლება, გავაფრინო. არის კიდევ სხვა დეტალები, ყველაზე ვერ ვისაუბრებ.

– აფეთქების შემდეგ მალე წყნარდები?

– გააჩნია აფეთქების დონეს.

– უკვე 27 წლის ხარ. ოჯახის შექმნაზე არ ფიქრობ?

– ადრე არ ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ, უკვე დავინტერესდი. ჩემი აზრით, 30 წლამდე კაცს თავისუფალი პერიოდი აქვს, უნდა „მოჭამოს“ ყველაფერი, გაერთოს და მერე უკვე კარგად დაღვინებულმა შექმნას ოჯახი.

– შემიმჩნევია, რომ მომენტებში მწვანე ფერის თვალები გაქვს. ლინზებს ხმარობ?

– ლინზები არასდროს მკეთებია, „ქამელეონი“ თვალები მაქვს და, როცა გარუჯული ვარ, მწვანე ფერს იღებს. ასევე, ტანისამოსის ფერზეც იცვლება თვალების ფერი.

– კიდევ რაში ხარ „ქამელეონი“?

– ადრე შავი თმა მქონდა და ახლა ჭაღარა მაქვს (იცინის).


скачать dle 11.3