კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ზიანი მიაყენა საკუთარ თავს რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბესესკუმ ყურის საწმენდი ჩხირით და რატომ ადანაშაულებენ მას სომხების დისკრიმინაციაში

რუსული პრესა მას კრემლის „ნაკლებადცნობილ მტერს“ უწოდებს, ამბობენ, რომ მას ისევე უყვარს რუსეთი, როგორც ბალტიის ქვეყნების ლიდერებს. აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოს, რუმინეთის მეხუთე პრეზიდენტი და ბუქარესტის ყოფილი მერი ტრაიან ბესესკუ დასავლური ინტერესების დამცველად ითვლება რეგიონში და მას მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს საქართველოსთან. რუბრიკაში სწორედ მის შესახებ გავრცელებულ საინტერესო ფაქტებს შემოგთავაზებთ.

* ტრაიან ბესესკუ 1951 წელს, რუმინეთში ყოფილ სოფელ მურფატლარში – ამჟამად ქალაქ ბასარაბიაში, დაიბადა. 1976 წელს ბესესკუმ „მირჩა ჩელ ბატრას“ საზღვაო ინსტიტუტის ნავიგაციის ფაკულტეტი დაამთავრა და სწავლის დასრულებისთანავე 1976-1981 წლებში იგი III, II და I საზღვაო ოფიცრის რანგის თანამდებობაზე კონსტანცაში, სავაჭრო ფლოტის კომპანია „ნავრომში“ მსახურობდა. 1981-1989 წლებში ბესესკუ გემების „არჯესის“, „კრიშანას“ და „ბირუინტას“ კაპიტანი იყო. ცნობისთვის, „ბირუინტა“ რუმინული ფლოტის ყველაზე მსხვილი სანავთობო ტანკერია. მისი საზღვაო კარიერის განმავლობაში წამოწეული იყო საკითხი ბესესკუს კავშირზე რუმინელი დიქტატორის ნიკოლაე ჩაუშესკუს რეჟიმის უშიშროების სამსახურებთან, თვითონ ბესესკუმ არაერთხელ აღნიშნა, რომ მას ჰქონდა კავშირები უშიშროების ოფიცრებთან, თუმცა ეს მხოლოდ იმ პერიოდში ხდებოდა, როდესაც იგი კომპანია „ნავრომის“ ბელგიის ბიუროში მუშაობდა.

* რუმინულმა გამოცემა „გარდიანულმა“ გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, რომელზეც ქვეყნის პრეზიდენტი ტრაიან ბესესკუ მცირეწლოვან ბავშვს ხელს ურტყამდა. რგოლი 2004 წლით თარიღდება, იმ პერიოდით, როდესაც ბესესკუ კენჭს იყრიდა რუმინეთის პრეზიდენტის პოსტზე. ვიდეოჩანაწერზე მკაფიოდ ჩანს ტრაიან ბესესკუ, რომელიც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხვდება მოსახლეობას. იგი ესაუბრება ქალბატონებს, რომელთაც მას გადასცეს ქაღალდის შეკვრა. ბესესკუმ ხელი ჩამოართვა. ამ დროს ერთ-ერთ ქალბატონთან მდგომი პატარა ბავშვი რაღაცას ეუბნება ბესესკუს, პრეზიდენტობის კანდიდატი კი ბავშვს ყბაში გარტყმით პასუხობს. ბავშვი კი იცინის. რგოლის გამოქვეყნების შემდეგ, ჟურნალისტებმა მოძებნეს ის ბავშვი – იმ დროს 10 წლის ბოგდანი იხსენებდა, რომ მან შეურაცხმყოფელი სიტყვები უთხრა ბესესკუს, რომელმაც მას სახეზე ხელი წაუთათუნა. თვითონ ბესესკუმ კი განაცხადა, რომ მას ცხოვრებაში არ გაურტყამს ბავშვისთვის და რგოლის გამოქვეყნება კარგად დადგმულ პროვოკაციად შეაფასა.

* რუმინეთის პრეზიდენტი ტრაიან ბესესკუ ავტოსაგზაო ავარიის მიზეზი გახდა. ინციდენტი 2008 წლის მარტში ბუქარესტში, საპრეზიდენტო რეზიდენციასთან მოხდა, როდესაც „ფოლკსვაგენ-გოლფი“, რომელსაც ტრაიან ბესესკუ მართავდა, მსუბუქ ავტომობილ „დაჩიას“ უკანა მხარეს შეეჯახა. არც ერთი მძღოლი არ დაშავებულა, ტრაიან ბესესკუ კი, პირად დაცვასთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა, გაიარა ტესტი ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობაზე, რომელმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა, მას 40 დოლარის ექვივალენტის საჯარიმო სანქცია დაეკისრა. აღსანიშნავია, რომ ტრაიან ბესესკუმ აღიარა თავისი ბრალეულობა ავარიაში, იმის მიუხედავად, რომ „დაჩიას“ მძღოლი კატეგორიულ უარს აცხადებდა რაიმე სახის ჩივილზე.

* რუმინელი ჟურნალისტების ცნობით, პრეზიდენტი ტრაიან ბესესკუ თვეში 100 ევროზე ცხოვრობს. ამასთან ერთად, პრეზიდენტი არის ერთადერთი დასაქმებული პირი ოჯახში, მისი მეუღლე და ორი სრულწლოვანი ქალიშვილი, დეკლარაციის თანახმად არსად არ მუშაობენ. დეკლარაციის თანახმად, ბესესკუს ოჯახი ეკონომიურად ცხოვრობს, ხოლო მათ საკუთრებაშია: 2003 წლის გამოშვების ავტომობილი „დეუ მატიზი“, 20 ათასი დოლარის ძვირფასეულობა, 35 ათასი დოლარის ღირებულების კედლის საათი, 7 ათას დოლარად შეფასებული მხატვრული ტილო. გარდა ამისა, სხვადასხვა ბანკებში ტრაიან ბესესკუს 100 ათასი დოლარი და 170 ათასი რუმინული ლეი ერიცხება.

* 2006 წელს ბუქარესტის საფეხბურთო კლუბი „სტიაუა“ უეფას თასის ნახევარფინალში გავიდა და ამ მოვლენის აღსანიშნავად, რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბესესკუმ „სტიაუის“ მთლიანი გუნდი რესტორანში მიიპატიჟა. შუა ქეიფის დროს, რესტორანში ფოტოგრაფებმა პრეზიდენტი ღვინით სავსე ჭიქით დააფიქსირეს, რომლითაც იგი „სტიაუას“ პრეზიდენტს ჯიჯი ბეკალის ლოცავდა, ხოლო რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ, პრეზიდენტი მიუჯდა თავისი ავტომობილის საჭეს და სახლში წავიდა. რუმინულმა პრესამ პრეზიდენტი რუმინული კანონების უგულებელყოფაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს, რაც დაუშვებელია. ტრაიან ბესესკუს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია ამ საკითხთან დაკავშირებით.

* რუმინეთის პრეზიდენტ ტრაიან ბასესკუს თავისი ყოფილი ამერიკელი კოლეგის, ჯორჯ ბუშის მსგავსად, ხშირად ეშლება სხვადასხვა ქალაქების სახელწოდებები ერთმანეთში. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე მას ერთმანეთში აერია მოლდოვური ქალაქი კაგული და ავღანეთის დედაქალაქი ქაბული. ბესესკუ კაგულს რუმინული საკონსულოს გახსნის მიზნით ესტუმრა და სწორედ მაშინ დაუშვა შეცდომა.

* რუმინეთის პრეზიდენტი ტრაიან ბესესკუ რასისტულ გამოსვლაში დაადანაშაულეს. თავის მკურნალი ექიმი მან შემდეგნაირად დაახასიათა: „ის არის ყველაზე კომპეტენტური სომეხი, რომელიც ცხოვრებაში შემხვედრია“. პრეზიდენტის ამ ფრაზამ რუმინეთის ფინანსთა მინისტრის, ეთნიკური სომეხის ვარუჯან ვოსგანიანის უკმაყოფილება გამოიწვია. სწორედ მან დაადანაშაულა ბესესკუ სომხების დისკრიმინაციაში.

* რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბესესკუმ ბოდიში მოუხადა ტელეჟურნალისტს, რომელსაც რამდენიმე დღით ადრე მობილური ტელეფონი წაართვა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტს ადგილი 2007 წლის მაისში ჰქონდა. ბუქარესტის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ტრაიან ბესესკუ და მისი მეუღლე საყიდლებზე იყვნენ შესულები, სადაც ისინი ტელეარხ „ანტენა-1-ის“ ჟურნალისტმა ანდრეა პანემ დაინახა და გადაწყვიტა მობილური ტელეფონის ვიდეოკამერით დაეფიქსირებინა, რამაც ბესესკუს აღშფოთება გამოიწვია. პრეზიდენტი მიეჭრა ჟურნალისტს, ხელიდან წაართვა ტელეფონი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით, მობილური ტელეფონი პანეს ბესესკუს დაცვის თანამშრომელმა დაუბრუნა, ხოლო მეორე დღეს პრეზიდენტმა ოფიციალური ბოდიშიც მოიხადა.

* რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბესესკუმ უხერხულად მოიხმარა ყურის საწმენდად განკუთვნილი ბამბის ჩხირი და იძულებული გახდა ოტოლარინგოლოგისთვის მიეკითხა. საავადმყოფოში მისულ პრეზიდენტს რამდენიმე ათეული ჟურნალისტი მიჰყვა. პრეზიდენტის ოპონენტების ვარაუდით, ბესესკუ საავადმყოფოში გადაღლილობამ მიიყვანა, თუმცა მოგვიანებით ტრაიან ბესესკუმ თვითონ გააკეთა განცხადება – „დილით, შხაპის მიღების შემდეგ, გადავწყვიტე ყურები გამეწმინდა. თუმცა, ბამბის ჩხირი არასწორად მოვიხმარე და ყური დავიზიანე, რის გამოც მივაკითხე საავადმყოფოს“.


скачать dle 11.3