კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„აი, ია“ ანუ „აი, სათვალთვალო კამერა“


გამომდინარე იქიდან, რომ მასწავლებელთა სერტიფიცირების გამოცდების შედეგები კონფიდენციალურია, ჩვენ მხოლოდ თუ ვივარაუდებთ, რომ, რაკი 10 000 პედაგოგიდან სასერტიფიკაციო გამოცდა მხოლოდ 1 147-მა ჩააბარა, ქართულ საჯარო განათლებაში ზღაპრული ვითარებაა (რაც ღრმად შედიხარ, მით უფრო გეშინია). მაგრამ, ამის მიუხედავადაც, რეფორმა (შესაძლოა, ასეც ითქვას, გამორეფორმირება) გრძელდება. ხოლო, რაკი ასეა, საჯარო სკოლების როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრზე ვიდეოკამერების დამონტაჟების პროცესიც ძალუმად გრძელდება. სახელდობრ, პროგრამის – უსაფრთხო სკოლის – ეგიდით ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების დამონტაჟება თბილისის 20-ზე მეტ სკოლაში უკვე კიდეც დასრულდა. განა მხოლოდ თბილისში, პარალელურად, სამუშაოები ქუთაისისა და ბათუმის ყველა სკოლაშიც მიმდინარეობს. ქართველი განმანათლებლები განმარტავენ, რომ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა საშუალებას იძლევა, რომ რეალურ დროში მოხდეს სკოლის მონიტორინგი და უსაფრთხოების კონტროლი. მეტიც, გვარწმუნებენ, რომ ვიდეოსამეთვალყურეო ტექნიკა სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს (განსხვავებით სწავლების სტანდარტებისგან) და გვპირდებიან, რომ ამიერიდან ბავშვები სკოლაში მუდმივად იქნებიან უფროსების მახვილი და ყურადღებიანი მზერის ქვეშ, რასაც იმის გარანტიადაც მიიჩნევენ, რომ მათი უსაფრთხოებაც ზედმიწევნით იქნება დაცული (ბუნებრივია, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „ქართლი-2“ დღენიადაგ გამართულად იმუშავებს). მეორე მხრივ, საჯარო სკოლებში მანდატურების შერჩევის პროცესიც გრძელდება (რა თქმა უნდა, ისევ და ისევ მოსწავლეთა უსაფრთხოების მოტივით).

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ აბიტურიენტთა (ესე იგი, საჯარო სკოლის მოსწავლეთა განათლების დონე წლიდან წლამდე უარესდება, სხვათა შორის, პედაგოგებისაც), უნდა ვივარაუდოთ, რომ ბ-ნი შაშკინი იმას ართმევს თავს, რაც იცის (თვალთვალი და მანდატური), შესაბამისად, თუ ამ ჩვენს განათლების სისტემას უსაფრთხოების დაცვის გარდა განათლების ფუნქციაც არ დავუმატეთ, შესაძლოა, გამორეფორმირებულობის მორიგ ხუთიოდ წლისთავზე , „აი“-ს „იას“-გან გამრჩევიც აღარ დაგვრჩეს, თუმცა ისიცაა, სამაგიეროდ, გვეცოდინება: „აი, ვიდეოსათვალთვალო კამერა“, „აი, მანდატური“.


скачать dle 11.3