კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ახალი ეპოქა, ახალი სახელები


რაკი მხოლოდ მზეს არ აქვს ლაქები, იმასაც მოვესწარით, რომ გასული კვირის მიწურულს 18 საათზე სრულიად საქართველოში თვით „გილაურის ნათურებიც“ კი ჩაქრა (მართალია, ბ-ნი გილაური უკვე აღარ არის ენერგეტიკის მინისტრი, მაგრამ მადლიერი ქართული ენერგეტიკა მის სახელს მაინც ვერ ივიწყებს). უფრო მეტიც, ეს ერთ თვეში უკვე მეორე მასშტაბური ავარიაა. ამის მიუხედავადაც, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო პასუხისმგებლობას ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელ კომპანიას აკისრებს (მათდა გასახარად კი ეს, არც მეტი, არც ნაკლები, „საქრუსენერგოა“). სახელდობრ, განმარტავენ, რომ გადამცემი ხაზის შეკეთებისა და მწყობრში მოყვანის ვალდებულება სწორედ „საქრუსენერგოს“ ეკისრება.

ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში სრულიად საქართველო, თავისი სასიცოცხლო ობიექტებიანად, ელექტროენერგიის გარეშე მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზ „ქართლი-2“-ზე მომხდარი ავარიის გამო დარჩა, თუმცა ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა აგვიხსნა (თითქოს ჩვენი საკუთარი ტვინის რუხი ნივთიერება არ ეყოფოდა ამ დასკვნის გამოცხობას), რომ საქართველოში მხოლოდ ერთი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზია, ქვეყნის ენერგოსისტემის საიმედოობა კი მხოლოდ ალტერნატიული ხაზის აშენების შემდეგ იქნება შესაძლებელი (თუ ამდენი იციან, სანამ ბათუმის ბულვარს 20 კილომეტრამდე გააგრძელებდნენ, ჯერ მაღალი ძაბვის ალტერნატიული გადამცემი ხაზი აეშენებინათ? თუნდაც, იმიტომ რომ იმ ბულვარში სეირნობის მსურველი ტურისტები გაგვიმრავლდნენ).

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ შევარდნაძის ბნელ (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით) ეპოქაში ქართულ ენერგოსისტემას ნულზე მეცხრე ბლოკი სვამდა, ახლა კი ეს ფუნქცია „ქართლი-2-მა“ შეითავსა, უნდა ვივარაუდოთ, რომ თვით ყველაზე ნათელ ეპოქასაც კი თავისი სამყოფი „მეცხრე ბლოკი“ აქვს.


скачать dle 11.3