კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

იოშკა ფიშერი „ნაბუკოს“ გაუწევს ლობირებას

გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, იოშკა ფიშერი, გაზსადენ „ნაბუკოს“ პროექტს პოლიტიკურად გაუწევს ლობირებას. გაზსადენი „ნაბუკო“ აშენების შემთხვევაში ევროპას აზერბაიჯანში და, შესაძლოა, სხვა მეზობელ ქვეყნებში მოპოვებულ გაზს, რუსეთის გვერდის ავლით მიაწვდის. ფიშერი „ნაბუკოს“ ოპერატორ კომპანია „ნაბუკო გაზ ფაიფლაინშის“ მრჩევლის პოსტს დაიკავებს, სადაც მისი ხელფასი რამდენიმე ასეული ათასი ევრო იქნება წელიწადში. ფიშერის მთავარი ამოცანა თურქულ მხარესთან ურთიერთობების მოწესრიგება იქნება. 2009 წლის მაისში თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გულმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც „ნაბუკოს“ მონაწილე სახელმწიფოებს ივნისის ბოლომდე ხელი უნდა მოეწერათ სამთავრობათაშორისო შეთანხმებისთვის, თუმცა, ამ შეთანხმების ხელმოწერა დღემდე ვერ მოხერხდა. თურქეთი აპირებს, შეღავათიანი ფასით შეისყიდოს იმ გაზის 15 პროცენტი, რომელიც „ნაბუკოს“ გაზსადენით გაივლის. სავარაუდოდ, ახალი გაზსადენის სიმძლავრე წელიწადში 30 მილიარდი კუბური მეტრი იქნება წელიწადში. ჯერ ბოლომდე არ არის განსაზღვრული ის ქვეყნები, რომლებიც „ნაბუკოს“ გაზით მოამარაგებენ. ამ პროექტის განხორციელებას 7,3 მილიარდი დოლარი სჭირდება. უცხოელი ლობისტების დაქირავება გაზის სფეროში სიახლე არ არის. რუსული გაზის გიგანტის – „გაზპრომის“ ინტერესებს 2006 წლიდან გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შროდერი ლობირებს.

скачать dle 11.3