კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აჯობებს, დაიცადო!


აჩქარება არაფერში ვარგა. მით უფრო, არ გამოგადგებათ ისეთ საქმეში, რასაც ქორწინება ჰქვია. იქნებ, ზოგჯერ ბევრ ფიქრსაც ზიანი მოაქვს, მაგრამ გათხოვდე მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლოს მაინც ყველა თხოვდება, დაუშვებელია. მაგალითად, არ უნდა შექმნა ოჯახი, თუკი ხვდები, რომ იმ ადამიანთან ერთად ცხოვრების დარჩენილი ნაწილის გატარება გაფრთხობს. მაშინაც კი, როცა ამისი სურვილი გაქვს, წინასწარ ძნელია იმის თქმა, გაუძლებს თუ არა ეს ურთიერთობა დროის გამოცდას. ქორწინება მხოლოდ ლამაზი რიტუალი არ არის. ის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.

* უნდა დაიცადოთ, თუკი ხედავ, რომ თქვენს პარტნიორს თუ რჩეულს, სერიოზული პრობლემები აქვს მოსაგვარებელი. მაგალითად, ფინანსური. ეს არ არის „უმნიშვნელო წვრილმანი“. ერთ და ორ დღეში ვერ მოგვარდება და შესაძლოა, მომავალში სერიოზული სკანდალის მიზეზიც კი გახდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, აჯობებს, მან დამოუკიდებლად მოაგვაროს ის პრობლემები, რომლებიც თქვენთან ურთიერთობამდე ჰქონდა.

* უმჯობესია, დაცდა, თუკი მას ჯერაც ვერ უპოვია საკუთარი ადგილი საზოგადოებაში. არ აქვს საყვარელი საქმე და საქმე საერთოდ. არ გამოირჩევა პასუხისმგებლობით და სჯერა, რომ ხვალ „თოვლის ბაბუა“, თუ ვიღაც „კეთილი ძია“ აჩუქებს ფულით სავსე ტომარას, ან კაბინეტის კარს გაუღებს და მიიპატიჟებს. არავითარ შემთხვევაში არ მოიტყუოთ თავი, რომ დღევანდელი უქნარა ხვალ წარმატებულ ბიზნესმენად იქცევა. როცა ხედავთ, რომ შრომა არ უყვარს, ეზარება და სულ „გამოსაძვრომს“ ეძებს, მერე წუწუნს და სინანულს, თავიდანვე თქვით მასზე უარი. სიყვარული შეიძლება ცვლის ადამიანებს და საგმირო საქმეებისკენაც უბიძგებს, მაგრამ ჯერ კარგად დარწმუნდით, არის კი თქვენ წინაშე გმირი?!


скачать dle 11.3