კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალებმაც იციან...


რა იციან?! – რა და, მეგობრობა. არ დაუჯეროთ იმას, ვინც შეეცდება, საპირისპიროში დაგარწმუნოთ. მამაკაცების უმრავლესობა ხშირად ამბობს, რომ ქალებს მეგობრობა არ შეუძლიათ. მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ქალი ქალს ყოველთვის თავის მეტოქედ აღიქვამს. ეს ასე არ არის. მშვენიერ სქესს აქვს უნარი, იყოს იდეალური მეგობარი. საერთოდაც, ეს არის ნიჭი, რომელიც შეიძლება ქალსაც ჰქონდეს და კაცსაც. ამას სქესი არ გააჩნია. მეგობრობას თავისი პრინციპები აქვს. ანუ, შეგიძლიათ, მეგობრობაც ისწავლოთ:

* არასოდეს წაუკითხოთ მეგობარს მორალი, განსაკუთრებით მაშინ, როცა თვითონაც იცის, რომ შეცდომა დაუშვა და ამის გამო იტანჯება. რჩევაც მარტო მაშინ მიეცით, როცა ამას თავად გთხოვთ.

* დაეხმარეთ და ზურგი გაუმაგრეთ ყოველთვის, როცა კი ამისი საჭიროება იქნება. ძნელ წუთებში მას თქვენი იმედი უნდა ჰქონდეს.

* დაიმახსოვრეთ ყველაზე მთავარი „ოქროს წესი“! არასოდეს გაეპრანჭოთ მამაკაცს, რომელიც თქვენს მეგობარს მოსწონს. „უწყინარი“ ფლირტიც კი დაუშვებელია. ნურც იმას შეეცდებით, „დაუძმაკაცდეთ“ და თქვენი მეგობრის ნაკლი მასთან განიხილოთ. ეს უკვე აღარ არის მეგობრობა.

* მასთან ერთად წყალში გადახტომას არავინ გთხოვთ, მაგრამ ამაში ხელი ხომ აუცილებლად უნდა შეუშალოთ?!

P. S. რაც უნდა თქვან მამაკაცებმა, ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია მეგობრობა და ვაფასებთ ჭეშმარიტ ურთიერთობებს. ან კი არსებობს ის, რაც ქალს არ შეუძლია?..


скачать dle 11.3