კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ატკბობს ზაფხულის ცხელ დღეებში ჯაბა კილაძეს და შემოიჭრა თუ არა მის ცხოვრებაში ახალი სიყვარული


– როგორ უმკლავდება ზაფხულის ცხელ დღეებს ჯაბა კილაძე?

– გადაღებები დავასრულეთ, აქტიურად ვისვენებ და ვტკბები ამით. ორი დღით ბათუმში ვიყავი და იმ განწყობით ჩამოვედი, რომ უკან მალე წავალ. ახალი ბათუმი ძალიან მომეწონა, მართლა ძალიან ლამაზია.

– თეატრში თუ არის რაიმე სიახლე?

– სიახლე ის არის, რომ ახალი სეზონისთვის მარჯანიშვილის თეატრში „დეკამერონის“ პრემიერა მექნება. სპექტაკლის რეჟისორია ჭოლა და მართლა კარგი სპექტაკლი გამოდის.

– მართალია, ბათუმში ჯერ მხოლოდ 2 დღით იყავი წასული, მაგრამ ხალხს თავისი საყვარელი სერიალის „შუა ქალაქის“ პერსონაჟი უყურადღებოდ მაინც არ დარჩებოდა. როგორი იყო ხალხის რეაქცია „სანდროს“ დანახვაზე?

– სანაპიროზე მხოლოდ ერთხელ მოვასწარი გასვლა, ძირითადად ჩემს საქმეებს ვაგვარებდი. აი, გასულ წელს კი დიდი დოზით მოდიოდა ხალხის ყურადღება. ძალიან კარგი გრძნობაა, მაგას რა ჯობია.

– ბევრი იმასაც ამბობს ჯაბა კილაძე იმდენად დაემსგავსა „სანდროს,“ რომ ვეღარც ვასხვავებთ ერთმანეთისგანო. შენი აზრით, მართლა დაემსგავსე შენს გმირს?

– მართალია, ეს მეც გამიგია, მაგრამ რეალურად როგორ შეიძლება მე და სანდრო ერთმანეთს დავემსგავსოთ? მაგრამ, იცი როგორი მომენტია უკვე? გინდა-არ გინდა, უცხო საზოგადოებაში გამოჩნდები თუ არა, ყველა იმას ამბობს, სანდრო მოვიდაო. სულ ყურადღებით გიყურებენ – აბა, რას იზამ. ელემენტარულად რაღაც რომ დამივარდეს ძირს, გაეცინებათ და სანდროს შემადარებენ. ერთხელ მართლა ძალიან სახალისო ისტორია გადამხდა თავს. ჩემი მანქანით არ ვიყავი მისული ტელევიზიაში და ამიტომ ბაჩოს, ანუ „დედას ბუშტს“ ვთხოვე მანქანა ცოტა ხნით. თან ჰყავს „პაჯერო იო,“ რომელიც ძალიან ბევრია თბილისში. მოკლედ, ჩემი საქმე გავაკეთე და უკან უნდა დავბრუნებულიყავი ტელევიზიაში. მივედი „პაჯეროსთან“ სიგნალიზაციის პულტს ხელი დავაჭირე, მაგრამ მანქანა არ გაიღო. ვიფიქრე, რა დაემართა-მეთქი. ამ დროს ვიღაცის გულიანი სიცილი შემომესმა, გავიხედე და დავინახე ტაქსი, ძველი „24.“ შიგნით ვიღაც დიდი მსუქანი ჯიგარი კაცი იჯდა, გადაღეღილი, წითელი ყელით. ბიჯოო, ეგ არ არის შენი მანქანა, ოეე – გამომძახა მან. ვიცი, რომ არ არის ჩემი მანქანა-მეთქი, სერიოზულად ვუთხარი და გავაგრძელე პულტის მომართვა. ეს მართლა ეგეთი ყოფილაო, თქვა და ერთი-ორი წუთი გულიანად დამცინოდა. ბოლოს ნომერს შევხედე და მართლა სხვა მანქანას ვეჩალიჩებოდი. ბაჩოს მანქანა კი მოშორებით იდგა. იმ კაცსაც მეტი რა უნდოდა, ჯაბამ ვერ მიაგნო საკუთარ მანქანას, ესე იგი მართლა სანდროაო. ძალიან სასაცილო იყო, ასეთი რაღაცეები მემართება ხოლმე.

– ცხოვრებაში თუ ხარ კურიოზული?

– მართლა არ ვარ კურიოზული ადამიანი, როგორც ბევრს ჰგონია. ინტერვიუს დროს რომ მეკითხებიან, კურიოზი გაიხსენეო, ვერ ვიტან, რადგან გასახსენებელი მართლა არაფერი მაქვს. კურიოზები ძალიან იშვიათად მემართება. ძალიან მოწესრიგებული ტიპი ვარ. მაქვს პუნქტუალურობის შეგრძნება და არსად არ ვაგვიანებ. ყოველთვის წინასწარ ვიცი, რას ვაკეთებ და ასე შემდეგ. ამიტომ კურიოზებისგან ძირითადად დაზღვეული ვარ.

– ბოლო დროს თბილისში ხმა გავრცელდა, ჯაბა კილაძე შეყვარებულიაო და რა ხდება შენს თავს იქნებ მითხრა?

– პირად თემებზე მართლა არ მინდა ლაპარაკი.

– ალბათ, ამ ამბავში სიმართლის მარცვალი მართლა არის.

– ახლა, ცეცხლი უკვალოდ არ ჩნდება.

– კარგი, მაშინ ის მაინც მითხარი, როგორი ხარ შეყვარებული?

– შეყვარებული არ ვარ ნამდვილად, მაგრამ მაგ პერიოდში თავისთავად ვიცვლები.

– გატაცებული ხარ?

– გატაცებაც არ ჰქვია ამას. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, კარგად ვარ და მშვენივრად ვგრძნობ თავს. სერიოზული არაფერი ხდება.

– როგორი ქალი ვერ იქნება შენს გვერდით ვერასდროს?

– ამაზე რამდენიც არ უნდა ვიფიქრო, პასუხი მაინც ბანალური გამომივა, შენთვის ყოველთვის კარგი გინდა. არის კატეგორია, რომელთანაც საერთოდ ვერ დავიჭერ საქმეს და ვერ შევძლებ ურთიერთობის აწყობას. გარეგნობას ჩემთვის ნამდვილად აქვს მნიშვნელობა, რატომაც არა. მიყვარს როცა ლამაზ ადამიანს ვუყურებ, ამაზე კარგი რა არის. სხვადასხვა იმპულსებია, რისი საშუალებითაც ნამდვილად იგრძნობ, როდის არის ქალი შენთვის მისაღები და როდის არა. საერთო ხომ უნდა გქონდეს ქალთან, მარტო ის ხომ არ არის ერთად რომ ვიტანტალოთ.

– აქტიური ქალები მოგწონს?

– ძალიან პასიური ქალები არ მომწონს, არც უზომოდ აქტიურ ქალებზე ვგიჟდები. ყველაზე კარგია, როცა ოქროს შუალედი არსებობს.

– დავუშვათ, გოგო ერთი შეხედვით მოგეწონა, სახეზე გეტყობა?

– კი, მეტყობა.

– იბნევი?

– არა, რას ამბობ.

– რა გაგიკეთებია მანდილოსნისთვის თავი რომ მოგეწონებინა?

– არასდროს ვფიქრობ იმაზე, რომ თავის მოსაწონებლად რაღაც გავაკეთო. ბოლო დროს ტენდენცია წამოვიდა საქართველოში, ზედმეტად თუ ვინმეს გაუღიმე, ამას უკვე ლაპარაკი მოჰყვება. ნერვები მეშლება ამაზე. რაღაც მცირედიც რომ გააკეთო, მაინც აბუქებენ და წარმოიდგინე, ვინმესთვის რაღაც განსაკუთრებული რომ გააკეთო, რას იზამენ. ამიტომ, ვცდილობ, ხშირ შემთხვევაში, თავშეკავებული ვიყო.

– გამოგდის?

– რა ვქნა, აბა, უნდა გამომივიდეს.

– თუ ყოფილა ისეთი მომენტი შენს ცხოვრებაში, რომ ხელი ჩაგიქნევია და არაფერი აღარ გინდოდა?

– ეს რა მოგიგონია, არა. საკმაოდ მიზანდასახული ვარ, მელანქოლიას და დეპრესიას არასდროს მივეცემი. საკუთარი თავი ყოველთვის უნდა გააკონტროლო, ისედაც ცოტა ხანს ვცოცხლობთ და კაცმა არ იცის, ხვალ რა მოგველის. ამიტომ სახლში ჩაჯდე და ეს დრო დეპრესიაში დახარჯო, არ მიმაჩნია სწორად.

– დეპრესიულ და წუწუნა ადამიანებთან თუ შეგიძლია ურთიერთობა?

– ძალიან ბევრი წუწუნა ადამიანი მყავს გვერდით. განსაკუთრებით, ცოტა პატარა თაობაში ბოლო დროს წუწუნი კარგი ტონი გახდა, რაზეც მეცინება. რაც შეეხება დეპრესიულ, მძიმე ადამიანებთან ურთიერთობას – ძალიან რთულია.

– სიყვარულის გამო თუ ჩავარდები დეპრესიაში?

– ადამიანი ვარ და კაცმა არ იცის, რა დამემართება, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ სიყვარულის გამო დეპრესიაში არ ჩავვარდები. ძალიან მყვარებია, ძალიან ცუდადაც ვყოფილვარ და ბევრიც მიფიქრია, მაგრამ თავს უნდა მოერიო. იმდენად მობილიზებული ვხდები, რომ მაქსიმალურად ვცდილობ, დეპრესია ჩემამდე ახლოს არ მოვუშვა.

– როგორ მოქმედებს საკუთარ თავზე გაგონილი ჭორი?

– ადრე არასდროს მქონდა რეაქცია. ლოგიკურია, როცა ცნობილი სახე ხარ, თავისთავად ჭორაობის ობიექტიც ხდები. ეს ჩვეულებრივი მომენტია, რაც წინასწარვე იცი. თუ ამას ვერ გაუძლებ, ან ეს ყველაფერი შენთვის დამთრგუნველი იქნება, უმჯობესია, საერთოდ სხვა გზა აირჩიო, ანუ უფრო მინიმალური. პირადად მე რეაქცია არ მაქვს ჭორებზე, უბრალოდ არ არის სასიამოვნო, როცა საკუთარ თავზე ისეთ უაზრო, იაფფასიან ჭორს იგებ, რომელიც შენს ღირსებას შელახავს.

– თუ გადავხედავთ შენ მიერ განსახიერებულ როლებს, ორი ყველაზე მეტად გამოარჩია ხალხმა, ეს არის სპექტაკლი „ჯინსების თაობა,“ სადაც გეგას როლი განასახიერე და სერიალ „შუა ქალაქში“ სანდროს როლი. როგორ ფიქრობ, რომელი უფრო იყო შენთვის პოპულარობის მომტანი?

– მართალია, მას შემდეგ ძალიან ბევრი როლი ვითამაშე, მაგრამ „ჯინსების თაობა“, ჩემთვის მაინც ყოველთვის გამორჩეული იქნება. იმიტომ კი არა, რომ გეგას როლმა პოპულარობა მომიტანა, არამედ ეს ჩემი პირველი სპექტაკლი იყო. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და ამ დროს ასეთ სკანდალურ და საინტერესო სპექტაკლში მომიწია თამაში. აქედან გამომდინარე, გეგას როლი ჩემთვის ყოველთვის ერთით ზედა საფეხურზე იქნება სხვა როლების ფონზე. მართლა ძალიან დიდი მადლობელი ვარ დოის, რომელმაც მეორე კურსის სტუდენტს ამხელა ნდობა გამომიცხადა. „ჯინსების თაობასა“ და „შუა ქალაქს“ შორის პარალელს ვერ გავავლებ. რამდენი კაციც არ უნდა მოვიდეს და რამდენჯერაც არ უნდა ნახონ სპექტაკლი, თეატრი მაინც ვიწრო საზოგადოებისთვისაა. მთელი წლის განმავლობაში თუ შენს სპექტაკლზე 2 000 ადამიანი მოვა, „შუა ქალაქის“ ერთ სერიას 20 000 კაცი უყურებს. ამიტომ, მასობრივი პოპულარობისთვის ტელევიზიას თეატრი ვერ შეედრება.

– „შუა ქალაქი“ მოსწონს ყველას, და მნიშვნელობა არ აქვს არის თქვენი მსახიობი თუ არა.

– ხშირად უთქვამთ და წამიკითხავს კიდეც სხვა სერიალის მსახიობების ინტერვიუ, რომ სერიალში მონაწილეობა უბრალოდ შემოსავლის წყაროა, თორემ სხვა დანიშნულება არ აქვს მათთვის. ჩემთვის ასე ნამდვილად არ არის. „შუა ქალაქის“ არც ერთ მსახიობს ასეთი რამ არ უთქვამს. არა იმიტომ, რომ ჩვენ ეთიკას არ ვარღვევთ, არამედ მართლა ასეა. ვერ აგიხსნი, როგორი სითბოთი ვართ განწყობილი „შუა ქალაქის“ მიმართ. ის ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ყველამ თავის საქმე იცის და ზედ აკვდებიან ყველაფერს. აქედან გამომდინარე, „შუა ქალაქი“ ვერასდროს გახდება ჩემთვის დამატებითი ფულის წყარო. ჩვენთან ყველაფერი გრაფიკით არის გაწერილი, რაშიც სხვებისთვის თითით საჩვენებელი მაგალითი ვართ. რატომღაც ჰგონიათ, თუ კარგი კამერით გადაიღებ, მსახიობს „ზარას“ მაგივრად „დოლჩე და გაბანას“ სამოს ჩააცმევ, ამით რამეს შეცვლი. ამით ვერაფერს შეცვლი. „სვეცკი“ დეკორაციების გაკეთება ხარისხი არ არის. ხარისხი დამლაგებლიდან იწყება და დირექტორით მთავრდება. თუ ამ დიაპაზონს კარგად გამართავ, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.


скачать dle 11.3