კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვეღარ წარმოუდგენია ოჯახის შექმნა ლენუკა ყიფშიძეს და როდის გადაწყვიტა მან სწორად ცხოვრება


ლენუკა ყიფშიძე: ცოტა არეული ზაფხული მაქვს, დაგეგმილად ვერ გადავწყვიტე, სად წავსულიყავი, სამაგიეროდ, ვიმოგზაურე გურიასა და აჭარაში. ჯერ ჩემს მეგობრებთან და ბავშვებთან ერთად ვიყავი გონიოში ათი დღე. მერე, ჩამოვედი თბილისში, მაგრამ ვეღარ გავძელი. ზოდიაქოს ნიშნით „თევზები“ ვარ, ვერ ვუძლებ სიცხეს, ვკვდები, მირჩევნია, ყინულში ჩამსვან, გავიყინო. ჩემი ძმა წავიდა ქობულეთში, „სტრეპტოციტში“ ბარმენად მუშაობდა და არ იცი, იქ რა ხდებოდა. გოგონებმა რომ დაინახეს გიო ბარში, „კრუგში“ ჩადგნენ, ჩავედი და დედასავით ვეჯექი იქ. მერე ჩემმა ახლობელმა მითხრა, გურიაში წავიყვან ბავშვსო, წაიყვანა და მე ჩემს დაქალთან ერთად სამი დღით წავედი გონიოში. მერე ნიკუშას ჩავაკითხე გურიაში. მდინარე, ჰამაკი, სოფლური ცხოვრება – გავგიჟდი, ისე მომეწონა.

– ძროხაც ხომ არ მოწველე?

– მოვწველე, წელს პირველად. ჩემმა ნათესავმა მითხრა, არ გინდა მოწველოო? – მეც ერთი ჩამოვკარი ცურზე და თავი დავანებე, არ მინდა-მეთქი. ბავშვობის მერე სოფელში არ ვყოფილვარ და მინდოდა, ყველაფერი მენახა. ისე გავიხარე, ჩემი შვილიც გაკაჟდა, გაიზარდა. გურია ძალიან ლამაზია. დიდხანს შევრჩით, კარგად გავერთეთ. მერე მე და ჩემი შვილი დავადექით თავზე გიოს. ვიჯექი გიოსთან ბარში და ვერავინ მეკარებოდა, ვერაფერს ბედავდნენ. გიო ისე მაგრად მუშაობდა, გავგიჟდი. არ გაჩერებულა 11 საათიდან დილის 5 საათამდე, მარტო სიგარეტის მოსაწევად გამოდიოდა.

– ასე მგონია, შენ და გიორგი საერთოდ არ ჰგავხართ ერთმანეთს.

– განსხვავებულები ვართ – გიო მსახიობია, თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, სადღაც დაფრინავს. არა, მეც ასეთი ვარ, სადღაც დავფრინავ – სულ ფიქრებში, ოცნებებში ვარ. თუმცა, უარყოფით რაღაცეებზეც ვფიქრობ. წლოვანება რომ მემატება, მინდა, კარგისკენ წავიყვანო ჩემი ცხოვრება. რაღაც პერიოდში თავში მიქროდა, არაფერზე ვფიქრობდი. ახლა 28 წლის ვარ, ბევრი პრობლემა შემხვდა ცხოვრებაში. გავიარე და ამან ჭკუა მასწავლა. ამიტომ სხვანაირად ვუყურებ ყველაფერს.

– სიმშვიდე გეყვარება.

– სიმშვიდე მიყვარს, მაგრამ შეიძლება, რაღაც მონაკვეთში გიჟური მომენტიც მქონდეს. ეს ყველას აქვს. უნდა დაიხარჯო, ეს განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა. ახლა ჩამოვედი და ბოლომდე ვარ დატენილი. ერთადერთი ის არის ცუდი, რომ ცოტა დაძაბული წელი მაქვს. რაღაცეები მოხდა ჩემს ცხოვრებაში. რომ მივდიოდი ზღვაზე, ჩემმა ერთ-ერთმა უფროსმა დამირეკა და მითხრა, რომ სამსახურიდან გამათავისუფლეს. ვინერვიულე, მაგრამ ვიცი ყველაფერს შევძლებ. შინაგანად ძალიან ემოციური ვარ, შეიძლება არ შევიმჩნიო, მაგრამ ამ დროს ვკვდები. საერთოდ, ყველასა და ყველაფერზე ვნერვიულობ, იმიტომ რომ, ვინც გარშემო მყავს, ყველა ძალიან მიყვარს. ადამიანს ყოველთვის მოსდის შეცდომა, მაგრამ შეცდომას, რომ დავუშვებ, ძალიან განვიცდი, სინანულის გრძნობა მაქვს, ვეღარ ვიხარჯები. ვეღარ გამოვხატავ და თავს ვვნებ ამით.

– დამოუკიდებელი ხარ?

– ზოგადად, ძალიან დამოუკიდებელი ვარ. რა თქმა უნდა, მამაჩემი ყველანაირად გვერდში მიდგას. მშობლებთან ვცხოვრობ, ხელს მიწყობენ, მაგრამ, შეძლებისდაგვარად, ყველაფერს ვაკეთებ. ძალიან ბევრი ჩანაფიქრი მაქვს და უკვე დროა, მივხედო ჩემს ოჯახს. საკუთარი ოჯახი არ მაქვს, მაგრამ მე და ჩემი შვილი ხომ ვართ.

– აპირებ ოჯახის შექმნას?

– უკვე ვეღარ წარმომიდგენია, როგორ უნდა გავთხოვდე. ქმარი, შვილი მაინც სულ სხვა პასუხისმგებლობაა, დიდი დაფიქრება უნდა. თან, ისეთი რაღაცეები ხდება გარშემო, ახალგაზრდები ისე ცხოვრობენ, მარტივად უყურებენ ოჯახის დანგრევას. პირველად რომ დამენგრა ოჯახი, ახლა, მგონია, ასეთი ნაბიჯის გადადგმა ძალიან გამიჭირდება. უნდა ვიგრძნო, რომ ჩემიანია, მე – მისიანი ალბათ, ასე თუ გადავწყვეტთ ოჯახის შექმნას. ძალიან ბევრ რამეს გავითვალისწინებ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დათმობაზე წასვლა. როდესაც ადამიანი გიყვარს, მასაც უყვარხარ, დათმობა აუცილებელია. ვაღიარებ, დამიშვია ისეთი შეცდომა, რითაც ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპი გამიფუჭებია. ასაკს და გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ახლა ჩემს წარსულს რომ ვუყურებ, მან ბევრი რამ მასწავლა.

– არ მგონია, ისეთი ადამიანი იყო, რომელიც საკუთარ წარსულში ხშირად იქექება.

– ადრე ვიყავი ასეთი. ახლა ვცდილობ, წარსული საერთოდ არ გავიხსენო. ის ჩავაბარე დროს და ცხოვრებას. ახლა კი უნდა ვიცხოვრო ისე, როგორც საჭიროა. არ მინდა, კიდევ ისეთი შეცდომა დავუშვა, რომ ვინანო. მინდა, სწორად ვიცხოვრო. ადრე ეჭვიანობის მომენტებიც მქონდა. მაგრამ, ახლა მივხვდი, რომ საერთოდ აღარ ვარ ეჭვიანი. ეჭვიანობა აფუჭებს ურთიერთობას. თუ ქალსა და მამაკაცს შორის ნდობა არ არის, მაშინ არაფერი გამოვა. თან, ეს ორივეს ანგრევს და პირველ ყოვლისა, შენ.

– შენ თქვი, დამოუკიდებელი ადამიანი ვარო, რა ხდება მაშინ, როდესაც ვიღაც შენს ცხოვრებაში უხეშად ჩარევას იწყებს, შეზღუდვებს გიწესებს?

– საშინელი რეაქცია მაქვს, აგრესიული ვხდები და ასე მგონია, ქალი არ ვარ. უცებ შინაგანად ვგრძნობ, რომ კაცი ვარ. ჩემებიც მეუბნებიან, ზურა ხარ ლენუკაშიო. მე, ზურა და ჩემი ძმა ძალიან ემოციურები, ფეთქებადები ვართ. ასეთ დროს არ ვიცი, რას ვაკეთებ, ვერ გეტყვი, შეიძლება, მანქანით გადავუარო, „ჰალკივით“ ტიპი გავხდე. ეს თვისება, მგონი, თინეიჯერობიდან გამომყვა. ახლახან მამაჩემი 57 წლის გახდა. ვკითხე, მამა, როგორ გრძნობ თავს-მეთქი. რა ვიცი, შვილო – მხრებზე დაიდო ხელი – ეს ბერდება, მაგრამ შინაგანად ისევ პატარა, „ხიპურ“ ამბავში ვარო. მეც ახლა 17-18 წლის ვარ, ისეთივე სანამ გავთხოვდებოდი... სირბილი, ბადბინტონის თამაში – აი, იქ ვარ ჩარჩენილი. უბრალოდ, რომ იზრდები, უფრო იხვეწები, ქალური ხდები, ღირებულებები, მოთხოვნილებები გეცვლება.

– საკმაოდ დადებითი ადამიანი ხარ.

– კი. ამბობენ... თუმცა ბევრი მეუბნება, რა მძიმე ხარო. კოქტეილი და კონიაკი მიყვარს, ოღონდ ცოტას ვსვამ, კარგ ხასიათზე რომ ვიყო. ერთი-ორჯერ გადავაჭარბე, მერე მითხრეს, ჯობია, აღარ დალიო, დარდები გამოამჟღავნეო. ვუთხარი, გამაკონტროლეთ-მეთქი და შენ ვერ გაგაკონტროლებთო. მიტირია კიდეც ჩემს დაბადების დღეზე. მერე ფოტოები რომ ვნახე, ვკითხულობდი, რა მჭირდა-მეთქი და შენ და შენი ძმა ერთმანეთს ასკდებოდით, ბღაოდითო. ასეთი ჩავარდნები ყველას აქვს.

– თინეიჯერობა ახსენე, როგორი იყავი მაშინ?

– ვზანგობდი, მთელი სადაქალო ვზანგობდით. ჩაჩაჩული შარვლებით დავდიოდით, ტოპი „მაიკით“. ჰიპი არასდროს ვყოფილვარ. თუფაქს, სნუპ დოგი-დოგს ვუსმენდი.

– შენი ცხოვრებიდან ყველაზე მეტად რომელი პერიოდი გახსენდება ბედნიერად?

– ჩემი შვილის დაბადება. ქალისთვის ეს ყველაზე ბედნიერი დღეა. ძალიან მინდა, კიდევ ერთი შვილი – გოგო. თან, წარმომიდგენია, როგორი იქნება. დედაჩემი მეუბნება, სულ წარმოდგენილი მქონდა, როგორი იქნებოდი. სწორი თმით, წვრილი თვალებითო. მართლა, ბავშვობაში იაპონელს ვგავდი. თან სულ „ზაგარი“ მქონდა. ტრუსიკით დავრბოდი, „მაუგლის“ მეძახდნენ. საშინელი ცელქი ვიყავი, დაკუნთული, სულ გიოს დავყვებოდი. ფეხბურთის თამაშის დროს მაისურს ვიხდიდი, კარში ვდგებოდი. შავი ვიყავი მურთხივით. ჩემი შვილი, იცი, როგორი წარმომიდგენია? ლათინოსი, ბუთქუნა ტუჩებით, დიდი, ღია ფერის თვალებით.

– ანუ ლათინოს მამაკაცს ვეძებთ?

– კი, ვეძებ.


скачать dle 11.3