კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას მოითხოვს ყოველ დილით საყვარელი მამაკაცისგან ქეთი ორჯონიკიძე და რატომ დასჭირდა მას ფსიქოლოგიის კურსის გავლა


ქეთი ორჯონიკიძე: ყველა ამბობს – ქეთი, შენ როგორი სიცოცხლით სავსე ადამიანი ხარო, მაგრამ, ეს ასე არ არის. იცით როგორი ვარ? წყნარი, მხიარული, როცა საჭიროა და ცოტა ზარმაციც.

– თუმცა, ეს ერთი შეხედვით არ ჩანს. არ მეთანხმები?

– გეთანხმები. სცენაზე, როგორიც ვარ, ისეთი რომ ვიყო ცხოვრებაშიც, საგიჟეთში ადგილი გარანტირებული მექნებოდა (იცინის). წყნარად რომ „შევუბერო” როკი, ხომ ჩამოეძინა მაყურებელს? მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი გამორჩეული უნდა იყოს, ორიგინალური და თავისი სტილის მქონე. არადა, უმეტესობა ისე იქცევა, ერთმანეთს ემსგავსებიან. ეს ადამიანის ინდივიდუალური არჩევანია და ვერაფერს ვიტყვით. მე თავად მიყვარს, როცა ადამიანი გამორჩეულია და ვცდილობ, ასეთი ვიყო. ოღონდ, მიყვარს გემოვნებით გამორჩეული ადამიანები. მარტო ის არ არის, რომ უცნაურად, მოდურად ან ძვირად ღირებული ტანსაცმელი გეცვას. მთავარია, ის გიხდებოდეს.

– რომ არა მომღერალი, რა გამოხვიდოდი?

– ალბათ, არქეოლოგი. ბავშვობიდან მიყვარდა ეს დარგი. ეგვიპტეზე ვაფანატებდი და სულ მინდა იქ მოხვედრა. ეს ოცნება ჯერ ვერ ავიხდინე. ვხუმრობ ხოლმე, დიდი სიამოვნებით გადავთხრიდი იქაურობას და სიძველეებს აღმოვაჩენდი-მეთქი. მეგობრები მეუბნებიან, რომ ჩაიხატები, თვალებით კლეოპატრას ჰგავხარ და ალბათ, წინა ცხოვრებაში ეგვიპტელი იყავიო (იცინის). მოკლედ, ეგვიპტოლოგია ჩემი სტიქიაა. მახსოვს, ბავშვობაში, სახლის უკან, ეზოში გავიყვანდი ბავშვებს, შემოვიკრებდი ირგვლივ, ვატყუებდი: ამ ადგილას ადრე ომები იყო. ქართველი მეომრები იბრძოდნენ მტრის წინააღმდეგ და მიწაში დაგვიტოვეს განძი, რომელიც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ და ამით ვიამაყოთ-მეთქი. ისინიც მიჯერებდნენ. დავაჭერინებდი ბარებს და ვათხრევინებდი მიწას. მე იქვე ვიჯექი და რასაც იპოვიდნენ, ჩემთან, ანუ ბრიგადირთან, მოარბენინებდნენ. მეც სახლში მიმქონდა ეს მონაპოვარი და ვეუბნებოდი, მუზეუმში დავუდე ბინა-მეთქი. მთელი ეზო გადათხრილ-გაუბედურებული იყო. ერთხელაც, იფიქრეს, ეს ეტყობა გვატყუებსო და პრეტენზია გამოთქვეს – აღარ დაგიჯერებთ, ამდენი ხანია, ვთხრით მიწას და განსაკუთრებული ვერაფერი ვიპოვეთო. გადავირიე, რას ამბობთ, ჩვენ ახლა შთამომავლობას ისეთ საქმეს ვუკეთებთ, ამის შუა გზაზე მიტოვება როგორ შეიძლება, დღეს დავისვენოთ, ხვალ გავაგრძელოთ თხრა, და თუ ვერაფერი ვიპოვეთ, მაშინ დავანებოთ თავი-მეთქი. დამთანხმდნენ. ავდექი, ღამით ჩუმად გავიტანე ეზოში რკინის ნივთები, კოვზები, ჩანგლები, ჯამები, შუშის ბურთები, დედაჩემის ბიჟუტერია და დავმარხე. დილით რომ გავედით სათხრელად და ამდენი რამ აღმოაჩინეს, კინაღამ გადაირივნენ, კიდევ კარგი არ შევწყვიტეთ თხრა და ეს ყველაფერი მიწაში არ დავტოვეთ, ეს განძი ნამდვილად ჩვენ უნდა აღმოგვეჩინაო. ასე იქცა ჩემი ეზო ექსპედიციის კერად, ხოლო ჩემი სახლი უძველესი, შეუფასებელი განძის საბადოდ (იცინის). ასევე, ბავშვობის ოცნებაა მონსერატ კაბალიესთან და „აეროსმიტთან” დუეტის ჩაწერა. იმედია, ამ ოცნებას ავისრულებ და ისინიც უარს არ მეტყვიან (იცინის). ფრედი მერკურისთანაც სიამოვნებით ვიმღერებდი ორ ხმაში, მაგრამ სამწუხაროდ, აღარ არის ცოცხალი.

– ქეთი, მიუხედავად ასაკისა, ძალიან ბევრს მიაღწიე შემოქმედებითი კუთხით. პირად ცხოვრებაშიც ასეთი წარმატებული ხარ?

– გაგიმხელთ და ჯერ კომფორტულად ვერც ერთი ვერ მოვირგე. მართალია, ბევრი წარმატება ვიგემე შემოქმედებითად, მაგრამ უფრო მეტს მივაღწევდი, ზარმაცი რომ არ ვიყო. ცოტა დეპრესიული ვარ და ესეც მაფერხებს ცხოვრებაში. უფრო მეტი შემეძლო გამეკეთებინა, მაგრამ ხელით სათრევი ვარ. რომ ვფიქრობ, ლოგინში წოლა რომ მიყვარს, ამის გამო რამდენი რამ ვერ გავაკეთე, უფრო ცუდ განწყობაზე ვდგები. კი ვხვდები დანაშაულს, მაგრამ იგივეს ვაკეთებ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ვერ ვიტყვი ჩემს ასაკში პირადი ცხოვრება ვერ მოვიწყვე და დეპრესიული და უბედური ქალი ვარ-მეთქი, ეს სისულელეა. გულდაწყვეტილიც ვყოფილვარ და შეყვარებულიც, მაგრამ ფაქტია, ვისაც დავშორებივარ, ყველასთან შემინარჩუნებია კარგი ურთიერთობა.

– სიყვარული ერთბაშად, სტიქიასავით მოვარდება შენთან, თუ ნელ-ნელა გეპარება და გაბრუებს?

– თავიდან, ნაპერწკალი ჩნდება, მერე ნელ-ნელა ღვივდება, მერე ალი მოედება, გადაბუგავს-გადაწვავს ჩემს გრძნობებს და ვხვდები, შეყვარებული ვარ. მერე, ეს ნაპერწკალი ნელ-ნელა ქრება და ისევ ვხვდები, რომ გრძნობა განელდა, შეყვარებული აღარ ვარ.

– შენს გრძნობებში ეს ნაპერწკალი ხშირად ჩნდება?

– საერთოდ, ხშირი შეყვარება არ მჩვევია. სხვათა შორის, ისეც ყოფილა, მეგონა, მიყვარდა და თურმე, ვცდებოდი. ღმერთს მადლობა, სიყვარულის უნარი გამაჩნია და რამდენჯერაც მიყვარდა და მეყვარება – მიყვარდა და მეყვარება გულით, გრძნობით და მთელი განცდით. როცა მიყვარს, უფრო მეტად ყურადღებიანი და დისტანციური ვარ. საყვარელი მამაკაცი, ყოველთვის სტიმულია ჩემთვის. თუ ენერგიულია, ხომ კარგი, მაგრამ თუ ჩემზე მუდოა, მტრისას. მაშინ, საშინელება ხდება, ანუ ყოველი დღე პანაშვიდი და გასვენებაა (იცინის). შეყვარებული ყოველ დილით უნდა მოვიდეს და გამაღვიძოს, მერე უნდა „დამქოქოს”, უნდა შემახსენოს, რა მაქვს გასაკეთებელი. ისე, როგორც ბიჭი გაიხსნება ჩემთან, მეც ისევე ვიხსნები მასთან. მისგან მოდის ეს მუხტი და მეც შესაბამისად ვმოქმედებ. ახლა რომ დავფიქრდი, სერიოზული სიყვარულის „კაიფი” ორჯერ გამოვცადე. მე თუ ადამიანთან რაღაც ურთიერთობას დავამთავრებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ჩემთვის ძვირფასი აღარ არის. მთავარ „მუღამს” იცი, როდის კარგავ სიყვარულში?

– როდის?

– როცა შენ მართავ შეყვარებულ მამაკაცს. როცა თვითონ გმართავს, უფრო „იქოქები” და „მუღამში” ვარდები. ჩემი აზრით, მამაკაცებს ჩემში ის მოსწონთ, რაღაცნაირი, სხვანაირი რომ ვარ. ამიტომაც, არიან ჩემი ყოფილი შეყვარებულები ახლა ჩემი მეგობრები.

– ჭორად გავიგე, ქეთიმ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და ერთი ორგანო დაიპატარავაო. მართალია?

– ეს ჭორი მეც გავიგე. თითქოს, ცხვირის ოპერაცია გავიკეთე და დავიმოკლე. ეს ტყუილია. ხომ იცით, ადამიანი რომ ხდება ცხვირი უგრძელდება, ხოლო რომ სუქდება, პირიქით უმოკლდება. მეც, ცოტა მოვიმატე წონაში ერთი პერიოდი და ეტყობა, ჩემი ცხვირიც ეპატარავათ (იცინის). ისიც გავიგე ჭორად, თითქოს ვიღაცას გავყევი ცოლად, ვიღაც შემიყვარდა, თავში ამივარდა და ასე შემდეგ. მე ასეთ ჭორებს გულთან არ ვუშვებ. არ მაინტერესებს ჭორები. ეს ცხოვრებაში უკან დამწევს. თუ დაკომპლექსდი, ცუდია. დაკომპლექსებული ადამიანი ვერაფერში ივარგებს – ვერც კარიერაში, ვერც სცენაზე და ვერც პირად ცხოვრებაში. არ მაინტერესებს, ვინ რას იტყვის ჩემზე. როცა ემოციით სავსე ვარ, ეს აუცილებლად უნდა გამოვხატო. „ვარსკვლავების აკადემიიდან” რომ გამოვედი, მანქანის კაპოტზე დავჯექი თოჯინასავით და ასე პიპინ-პიპინით მივედი სახლამდე. ქუჩაში გაოგნებულები გვიყურებდნენ, ეს გიჟები სად მიქრიანო (იცინის).

– ვიცი, ფსიქოლოგიის კურსები გაიარე. ეს ადამიანების ადვილად ამოცნობაში დაგეხმარება?

– რასაკვირველია. თან, ძალიან მიყვარს ყველა სტილისა და ფენის ადამიანებთან ურთიერთობა. ერთი პერიოდი, ძალიან მოვინდომე ყველანაირ ხალხთან ახლო ურთიერთობა. როკერები გავიცანი. ერთ დღესაც მივედი მათთან. უცნაურად ჩაცმული როკერების გვერდით, მაღალ ქუსლებზე შემდგარი, მოკლე სარაფანში გამოწკეპილი, თავზე ყვავილდამაგრებული, ნამდვილი „კეკელკა” ვჩანდი (იცინის). მოიფიქრეს, ზოოპარკში გადავიპაროთო. ვუთხარი, ფული მაქვს და მე დაგპატიჟებთ, რად გვინდა გადაპარვა-მეთქი. დამცინეს, ფული ჩვენც გვაქვს, მთელი „მუღამი” გადაპარვაშიაო. ვიფიქრე, ჯანდაბას, მეც ავყვები-მეთქი. ძლივს ავფოფხდი კედელზე, გადავხტი, კინაღამ კისერი მოვიტეხე. ისინი წინ წავიდნენ. მე რა მეჩქარება, ნელა ვივლი და დავეწევი-მეთქი. მოვდივარ, დავიღალე და შესვენება გადავწყვიტე. უცებ, ყურთან გაშმაგებული სუნთქვა მესმის. გავიტრუნე. მოვიხედე და... უზარმაზარი ლამა დგას და მომშტერებია. ისე მოვცოცხე, ადრენალინს აქეთ-იქეთ ვისროდი (იცინის). ისე, ექსტრემი არ მიზიდავს, მაგრამ იმდენჯერ მოვხვდი ექსტრემში, მტრისას. მეგობრებთან ერთად, ხშირად კი მიჩნდება გიჟობის სურვილი და ამის შეკავება ძნელია.

– მარჯვენა ხელის არათითზე საქორწინო რგოლი გიკეთია. დაინიშნე თუ რაშია საქმე?

– ამას ყველა მეკითხება და მეც ვხუმრობ, არაოფიციალურად დანიშნული ვარ, ჯვრისწერაღა მაკლია-მეთქი. მეგობრები ვიყავით წასული დასასვენებლად საირმეში. იქ იყიდებოდა ეს საქორწინო რგოლები. მეგობარმა ბიჭმა გვითხრა, სამახსოვროდ გიყიდითო. იყიდა ეს ბეჭდები და სამივე გოგო ერთდროულად „დაგვნიშნა” (იცინის). გათხოვება არ მეჩქარება. ჯერ დაღვინების პროცესში ვარ, კარგად „მოვიგიჟიანებ” და მერე ვიფიქრებ გათხოვებაზე.


скачать dle 11.3