კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიდედრის ნაჩუქარი, თავზე დამსხვრეული „ლენინი“ და ბიუსტში აღმოჩენილი განძი

 

„კაგებეს“ სასწავლებელი რომ დავამთავრე, „მორფლოტის“ საგანგებო განყოფილებაში გამამწესეს და ნახევარი ცხოვრება გემზე გავატარე. ჩემი უშუალო მოვალეობა იყო გემზე არსებული ჯანსაღი „პოლიტიკური კლიმატის შენარჩუნებისთვის ზრუნვა“, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, პოლიტიკური პოლიციის ფუნქციები უნდა შემესრულებინა. თუმცა, ჯაშუშის და „ჩამშვების“ როლი არასოდეს მიკისრია და ეკიპაჟის პირად შემადგენლობასთან ყოველთვის კარგ დამოკიდებულებაში ვიყავი.

მუშაობა ძირითადად უზარმაზარ ტანკერებზე მიწევდა, რომელსაც ნავთობი, მაზუთი ან სხვა მსგავსი პროდუქცია გადაჰქონდა საბჭოთა კავშირის სატელიტი ქვეყნებისთვის და საამისოდ უზარმაზარი სივრცის გავლა გვიწევდა. ასეთი მოგზაურობის დროს, ჩემი კაიუტის თაროს თაბაშირისგან ჩამოსხმული თეთრი ფერის ლენინის ბიუსტი „ამშვენებდა“. სიდედრი მყავდა ძველი ბოლშევიკი, რომელსაც ეს ბიუსტი საკომისიო მაღაზიაში ჰქონდა ნაყიდი და დაბადების დღეზე მაჩუქა. ის ჩვენს ოჯახში ცხოვრობდა და ყოველი რეისის წინ ამ ბიუსტს პირადად მიდებდა ჩემოდანში, თან მეუბნებოდა: თვალსაჩინო ადგილზე გედოს. იცოდე, არ დაკარგო და ცურვის დამთავრების შემდეგ უკან წამოღება არ დაგავიწყდესო. ამ ბიუსტის გამო ხშირად უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდნილვარ და გარდა იმისა, რომ ეკიპაჟის წევრები დამცინოდნენ, ეს საკმაოდ მძიმე ბიუსტი რამდენჯერმე თაროდან გადმოვარდა, თავში დამეცა და საკმაოდ გამამწარა.

ერთხელ კუბაში მივცურავდით. კარიბის ზღვაში ატეხილი ღელვა ჩვენს გემს გვარიანად არყევდა. ამ დროს ლენინის ბიუსტი თაროდან გადმოფრინდა, ცხვირში მომხვდა და ისე გამამწარა, სული ძლივს მოვითქვი. აზრზე რომ მოვედი, ბიუსტს დავწვდი, გემბანზე ავვარდი და მთელი ეკიპაჟის თვალწინ „ლენინი“ წყალში მოვისროლე. უკან რომ ვბრუნდებოდი, ჩვენმა მეზღვაურებმა ზვიგენი მოკლეს, გაფატრეს და ხარხარი აუტყდათ, მის კუჭში სიდედრის ნაჩუქარი ბიუსტი აღმოჩნდა

– ეტყობა, განგების ნებაა, რომ ეს ბიუსტი შენთან იყოს, – სიცილით მითხრა კაპიტანმა, ბიუსტი დამიბრუნა და „ლენინმა“ კვლავ ჩემი კაიუტის თაროზე დაიკავა ადგილი.

როდესაც კარიბის ზღვას ვტოვებდით, ჩვენს გემს ამერიკულმა სამხედრო პატრულმა გადაუღობა გზა. ისინი ჩვენი ტანკერის შესამოწმებლად ამოვიდნენ, რადგან ეჭვი ჰქონდათ, რომ იარაღი გადაგვქონდა. ერთ-ერთი ამერიკელი ჯარისკაცი ჩემს კაიუტას ამოწმებდა. ამ დროს თავზე ჩემი ბიუსტი დაეცა და გონება დაკარგა, თუმცა ბიუსტი ამჯერად დაიმსხვრა და იქიდან ძვირფასი თვლები და მეფისდროინდელი ოქროს მონეტები გადმოცვივდა... მე ჯერ ბიუსტის შიგთავსი ავკრიფე და გადავმალე, შემდეგ კი ამერიკელი მოვასულიერე და მშვიდობიანად გავისტუმრე.

ბიუსტში ნაპოვნი განძის უმეტესი ნაწილი ფულად ვაქციე და გაჭირვების ჟამს იმ თანხით ვინახავდი ოჯახს. დამსხვრეული ბიუსტის სანაცვლოდ კი უფრო დიდი ბიუსტი ვიყიდე და სიდედრს დაბადების დღეზე ვაჩუქე.

პოლკოვნიკ პავლე თურმანიძის ნაამბობის მიხედვით


скачать dle 11.3