კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაიქცა რომანტიკული სიყვარული საზარელ მკვლელობად


ქმარმა ყოფილი ცოლი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა დანით. მკვლელობა ქუჩაში, ისე მოულოდნელად მოხდა, რომ მკვლელის განეიტრალება ვერავინ შეძლო. მომხდარის გამო ერეკლე ხ-ს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ რეალურად, უცნობი დარჩა მკვლელობის მოტივი. ყოფილი ქმარი სასამართლო პროცესზე თავს იმართლებდა, რომ მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და მხოლოდ ცოლის დაყოლიება უნდოდა შერიგებაზე. თუმცა, პარალელურად, გარდაცვლილის მხარე აცხადებს, რომ ნანა პ-ს ეპილეფსიით დაავადებული ქმრის ატანა აღარ შეეძლო და ვინაიდან ცოლმა მიატოვა, ერეკლე ხ-მ მასზე შური იძია. რა მოხდა რეალურად? მიუხედავად იმისა, რომ განაჩენი გამოტანილია, საქმეში ბევრი კითხვის ნიშანია. უფრო სწორად, საქმიდან არსად ჩანს, რომ ქმარს ცოლი არ უყვარდა ან სცემდა. არადა, სწორედ ამ ვერსიას ავითარებდნენ გარდაცვლილის ახლობლები.

5 თვის განმავლობაში ერეკლე ხ. და ნანა პ. არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. ქორწინების შემდეგ, ქმარი საცხოვრებლად ცოლის ნაგირავებ ბინაში ცხოვრობდა, მაგრამ მიუხედავად რომანტიკული სიყვარულისა, რამდენიმე თვეში მათ შორის ურთიერთობა მაქსიმალურად დაიძაბა. როგორც ჩანს, ამის მიზეზი ნანას დედა იყო. ამასთან, ქმრის ეპილეფსიის გამო, სავარაუდოდ, ცოლსაც აღარ უნდოდა ქმართან ცხოვრება. ამიტომ, დედას სთხოვა, თუნდაც ცოტა ხნით, საცხოვრებლად სოფლიდან მასთან ჩამოსულიყო. ამით ცოლს საშუალება ეძლეოდა, ქმარი ცოტა ხნით თავიდან მოეცილებინა. საქმე ის იყო, რომ სიძე-სიდედრს თავიდანვე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. ამიტომ ცოლი დარწმუნებული იყო, ქმარი დედამისთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას არ მოისურვებდა და საცხოვრებლად დის სახლში გადავიდოდა. გეგმა განხორციელდა. ნანას დედამ, რომელიც რაიონში ცნობილი თერაპევტი იყო, შვებულება აიღო და შვილთან ჩამოვიდა. ერეკლე ხ. კი საცხოვრებლად მართლა დასთან გადავიდა და როგორც აღმოჩნდა, საბოლოოდ – ცოლი მის სატელეფონო ზარებს თავს არიდებდა. ბოლოს კი ნანამ საერთო მეგობრის საშუალებით შეუთვალა, რომ მათ შორის ყველაფერი დასრულდა.

აღშფოთებული ქმარი სიდედრის გამო ცოლის სახლში მისვლას ვერ ბედავდა და თავიდან ტელეფონით ცდილობდა ნანასთან დაკავშირებას. თუმცა, ვინაიდან ტელეფონს სიდედრი პასუხობდა, დარეკვები დაფარული ნომრით, თუმცა ამჯერადაც ამაოდ განაგრძო. ამის შემდეგ, ის ცოლის სახლს დარაჯობდა, რომ იქნებ, როგორმე ცოლი ენახა. მაგრამ, ვერც ამით მიაღწია მიზანს. ბოლოს კი სიდედრს ტელეფონით დაელაპარაკა და როგორც გამოძიება ამბობს, ერეკლე სიდედრსაც და მის შვილსაც მოკვლით დაემუქრა – ერეკლეს მიაჩნდა, რომ ნანა პ-ს ქმრის მიტოვებას დედა აიძულებდა.

ამ ამბიდან, დაახლოებით, 3-4 დღეში, დიდი მცდელობის შემდეგ, ქმარმა ცოლთან შეხვედრა შეძლო. ნანა იქვე, უბანში მდებარე მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა. სწორედ ამ მომენტში, ქმარი წინ გადაუდგა და დაემუქრა – თუ გადაწყვეტილებას არ შეიცვლიდა, მან ეგრეთ წოდებული „სპიცი“ დაანახვა, ამით მოგიღებ ბოლოსო. შეშინებული ნანა პ. შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მომხდარი დედას უამბო, დედამ კი მაშინვე პოლიციას მიმართა. ყველაფერი საქმის აღძვრით დასრულდა. ერეკლე პ. მუქარის ბრალდებით დააპატიმრეს, მაგრამ რამდენიმე დღეში 1 500-ლარიანი გირაოს საფასურად გაათავისუფლეს.

როგორც პროკურატურა ამტკიცებს, სწორედ ამის გამო განიზრახა ქმარმა ცოლზე შურისძიება. ამ მიზნით, ის ცოლს კვლავ სახლთან უსაფრდებოდა, მაგრამ მის ნახვას ვერ ახერხებდა. 22 დეკემბერს კი ლოდინმა გაამართლა. დაახლოებით, 20 საათზე, ნანა პ. ნათესავ გოგონასთან და ნაცნობ ბიჭთან ერთად შინ ბრუნდებოდა. ნანას ახლობლებმა მაღაზიაში პურისა და შაქრის საყიდლად შეუხვიეს. ნანამ გზა სადარბაზოსკენ განაგრძო (როგორც მათი ჩვენებებით ირკვევა, შეშინებული ნანა ეზოში არ ჩერდებოდა და ამიტომაც წავიდა სახლისკენ). სწორედ ამ დროს მიეპარა მას ერეკლე ხ. და ყოფილ ცოლს გულმკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა...

ერეკლე ხ-ს ჩვენებიდან: „ერთ-ერთი ობიექტის უფროსად ვმუშაობდი. ჩემი სამსახურის გვერდით მამაკაცებისა და ქალებისთვის სილამაზის სალონი გაიხსნა. თანამშრომლები იქ შევდიოდით. სწორედ იქ მუშაობდა ნანა და ძალიან დავახლოვდით. მთელმა ჩემმა სამსახურმა იცოდა ჩვენი ურთიერთობის შესახებ თუმცა, ჩემამდე ნანას შეყვარებული ჰყავდა და თავიდან მასზე მიყვებოდა, მეკითხებოდა, ამა თუ იმ სიტუაციაში როგორ იქცეოდნენ კაცები. ნანა ძალიან კარგი გოგო იყო, მაგრამ ვხვდებოდი, რომ კაცი, რომელსაც ხვდებოდა, მის ცოლად მოყვანას არ აპირებდა და ამის გამო ძალიან მეცოდებოდა. ერთ დღესაც ატირებულმა დამირეკა და მთხოვა, მასთან მივსულიყავი. არ გამკვირვებია, როდესაც მითხრა, რომ შეყვარებულს დასცილდა, აღმოჩნდა, რომ ის ბიჭი სხვაზე აპირებდა დაქორწინებას. ნანა ძალიან განიცდიდა და ვამშვიდებდი, მაგრამ მითხრა, რომ მათ შორის ურთიერთობა გაცილებით რთულად იყო. მივხვდი, ინტიმურ ურთიერთობას გულისხმობდა, მაგრამ იმ მომენტში აღარ ჩავეკითხე.

ნელ-ნელა ყველაფერი შეიცვალა, კიდევ უფრო დავახლოვდით და ჩვენი ახლო მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. შემდეგ სახლში დამპატიჟა, სადაც მეგობართან ერთად მივედი. ვიქეიფეთ, რამდენიმე დღის შემდეგ კი მითხრა, ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ვატყობ, არც შენ ფიქრობ ჩემზე სერიოზულადო. შეხვედრა ბაღში დავუთქვი და იქ ვუთხარი, რომ მომწონდა და მიყვარდა. ამის მიუხედავად, მითხრა, რომ ჩვენს შორის რეალური არაფერი მოხდებოდა. მიზეზის თქმა რომ მოვთხოვე, მაშინ მითხრა, რომ შეყვარებულთან, რომელსაც დაცილდა, ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა. ესაა ჩემი პრობლემაო. მაგრამ მე ვუთხარი, როცა სიყვარულია, ეს არაფერს ნიშნავს-მეთქი. ამ საუბრის შემდეგ სალონამდე მივაცილე, საღამოს კი დამირეკა და მასთან სახლში მისვლა მთხოვა. ვისადილეთ, დავლიეთ, წასვლა დავაპირე, მაგრამ მთხოვა დავრჩენილიყავი. იმ დღიდან დაიწყო ჩვენი ცოლქმრული ურთიერთობა.

ნანას დედა თავიდანვე აგრესიულად განეწყო ჩემ მიმართ. არ ვიცი რატომ არ მოვწონდი, მიაჩნდა, რომ მისი შვილი გაცილებით მჯობდა. მაშინ, როცა ყველა პირიქით ფიქრობდა, მით უმეტეს, ნანა ჩემზე სამი წლით უფროსი იყო. თანაც, ნანას დედამ ჩვენს ურთიერთობაზე ყველაფერი იცოდა.

თავიდან ყველაფერი ძველებურად გრძელდებოდა. ნივთები მასთან გადავიტანე, რადგან მითხრა, რომ ბინას მარტო ვერ ტოვებდა – ხან შენთან ვიყოთ, ხან – აქ. თანაც, შენთან სხვებიც ცხოვრობენო. დავეთანხმე.

ნოემბრის ბოლოს, ვინაიდან დედამისი ჩამოვიდა, ჩემს დასთან გადავედი ცოტა ხნით. ნანამ მითხრა, რომ დედამისი საკვალიფიკაციო კურსებზე იყო ჩამოსული და ცოტა ხნით მასთან იქნებოდა. თუმცა, რომ ვურეკავდი ტელეფონი სულ გამორთული ჰქონდა, ანდა მატყუებდა დედასთან ერთად ვარ და საუბარი არ შემიძლიაო. ერთ დღესაც, ვინაიდან ნანას ტელეფონი გამორთული ჰქონდა, სახლის ნომერზე დავრეკე, დედამისმა მიპასუხა და პირდაპირ ვკითხე, რატომ უკრძალავდა ნანას ჩემთან საუბარს. მან კი რატომღაც თბილად მითხრა – ხომ იცი, რა ხასიათების გოგოა, სამსახურში წავიდა, ალბათ, მეტროში იყო. ცოტა ხანში დარეკეო. მართლაც ცოტა ხანში ნანამ მიპასუხა, ტრანსპორტში ვარ, ცოტა მერე დამირეკე და ყველაფერს გეტყვიო. რომ დავურეკე, კატეგორიულად მითხრა, ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდაო და ცრემლები მოერია. უფრო სწორად ამიხსნა, რომ დედამისი იყო ჩვენი ერთად ყოფნის წინააღმდეგი. თანაც, მეც მძიმე ხასიათი მაქვს და ხომ ხედავ, ვერ ვეწყობითო.

მინდოდა, დრო ჰქონოდა საფიქრელად, მაგრამ რამდენიმე დღეში გავიგე, რომ ნანას მუცელი მოეშალა. მე ისიც არ ვიცოდი, ორსულად თუ იყო. ეს ჩვენი საერთო მეგობრისგან გავიგე. როგორც აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც დედამისმა ნანას ორსულობა გაიგო, აიძულებდა ბავშვი არ გაეჩინა და ამის გამო ვენაში რაღაც ნემსი გაუკეთა. რამდენიმე დღეში კი სისხლდენა დაეწყო და საბოლოოდ, ბავშვი დაკარგა. ეს ყველაფერი დედის ზეწოლით გააკეთა. ვეცადე, დამედგინა რომელ ექიმთან იყვნენ, მაგრამ ვერ შევძელი. ვცდილობდი, რამენაირად მენახა. მეგობარს ვაბარებდი, ნანას ტელეფონი ჩაერთო და დამლაპარაკებოდა. ინტენსიური დარეკვების შემდეგ, ერთხელ მასთან საუბარი მართლაც შევძელი. შეხვედრა დამითქვა, მაგრამ არ მოვიდა. შემდეგ ვეღარ ვუკავშირდებოდი. მართალია, ნანას ნახვა ძალიან მინდოდა, მაგრამ ყველაზე მეტად ის მაინტერესებდა, მუქარის გამო რომ დამაკავეს, მართლა მისი დაწერილი იყო თუ არა საჩივარი – რომ, თითქოს ჩემი ავადმყოფობის გამო ვცემდი და ცუდად ვექცეოდი. ამან ძალიან გამაბრაზა, რადგან ნანა არასოდეს შემიწუხებია“.

განსასჯელმა მკვლელობის დღეც გაიხსენა: „ნანასთან მინდოდა, გამერკვია, ჩემი უსამართლოდ დაჭერისთვის რატომ ჩაწერეს საჩივარში არარსებული ფაქტები. საღამოს 7 საათი იქნებოდა, ნანას სახლთან რომ მივედი. სახლში შუქი არ ენთო და იქვე სკამზე დავჯექი. დაახლოებით, 8 საათი სრულდებოდა, ნანა ორ ადამიანთან ერთად დავინახე. ძალიან გამიხარდა, როცა უცნობები მაღაზიაში შევიდნენ და ნანა სახლისკენ წამოვიდა. ნანა ვერ მხედავდა და დავუძახე, შემოტრიალდა. მისი მოკვლა გამიზნული რომ მქონოდა, 1-2 წუთი ხომ არ ვისაუბრებდით. პირველი, რაც ვკითხე, ბავშვის ამბავი იყო. მიპასუხა – ეგ უკვე წარსულიაო, თანაც, ჩემს ოჯახს არ უნდოდა ბავშვს შენი გენები გამოჰყოლოდა. ისიც შენნაირი ავადმყოფი იქნებოდაო. ასეთი რამ ნანამ პირველად მითხრა და შევახსენე, რომ ჩემი ავადმყოფობის შესახებ მან თავიდანვე იცოდა. ამიტომ, ამ სიტყვებმა წყობიდან გამომიყვანა, კონტროლი დავკარგე. მაშინ ამოვიღე დანა, ნანას უნდოდა, მოეგერიებინა, ხელი მაჯაში წამავლო. არ მახსოვს დანა რამდენჯერ დავარტყი. მერე კივილი ატყდა. ქვას წამოვკარი ფეხი, დავეცი, მაგრამ გაქცევა შევძელი. კივილი ისევ მესმოდა. მანქანა გავაჩერე და პირდაპირ ვაგზალზე წავედი. მეორე დღეს ტელევიზიით გავიგე, რომ ნანა მოვკალი. არ ვიცოდი, ასეთი დაზიანებები თუ მივაყენე. შემდეგ ვიმალებოდი, მაგრამ ბოლოს ჩემი ფეხით მივედი პოლიციაში. დედამისის ნათქვამი, რომ ნანას ვემუქრებოდი, ტერორში მყავდა და ჩემი გამოჩენის ეშინოდა, ტყუილია. მისი მოკვლის განზრახვა არ მქონია. ყველაფერი სპონტანურად, ნანას პასუხიდან გამომდინარე, მოხდა.“

პატიმრის ამ ჩვენებაზე მოკლულის დედა აცხადებდა, რომ ყველა სიტყვა ტყუილი იყო და სიმართლეს არ შეეფერებოდა. ქალბატონი ირწმუნებოდა, რომ განსასჯელი მის შვილს გაუთავებლად ემუქრებოდა მოკვლით და ეს მუქარა აუსრულა. ერეკლეს აგრესიულობას კი მის სენს მიაწერდა, რადგან ერეკლე ხ. ეპილეფსიით იყო დაავადებული და პერიოდულად, კრუნჩხვებში ვარდებოდა, რითაც მის შვილს სიცოცხლეს უმწარებდა.

მისივე თქმით, ერეკლე მის შვილს დამახინჯებით, დაკვლით ემუქრებოდა. მისი მიზანი იყო, ცოლი დაემახინჯებინა. დედის თქმით, სწორედ ამიტომ მოკლა დანით და არა მაგალითად იარაღით, რომელსაც უკანონოდ სახლში ინახავდა (პოლიციას ერეკლეს ბინიდან იარაღი არ ამოუღია).

მოკლულის დედამ დეტალურად ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ არ აძლევდა ერეკლე გასაქანს მის ქალიშვილს, როგორ სთხოვდა შერიგებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მოკვლით და ოჯახის ამოწყვეტით ემუქრებოდა. მისი თქმით, სწორედ ამიტომ გახდნენ იძულებულნი პოლიციისთვის მიემართათ, მაგრამ პოლიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ დანაშაული მომხდარიყო. გარდაცვლილის დედის პოზიციით, მისი ყოფილი სიძე, რომ გირაოთი არ გამოეშვათ, მკვლელობა აღარ მოხდებოდა.

გარდაცვლილის მხარე განსასჯელის უმკაცრესად დასჯას მოითხოვდა და განაჩენამდე ყოფილ სიძეს უშვერად ლანძღავდა. ამაზე, განსასჯელიც იგივენაირად პასუხობდა. სწორედ ამ მიზეზით, მოსამართლემ დარბაზიდან ორივე გააძევა. თუმცა, დედისგან განსხვავებით, პატიმარი დარბაზში განაჩენის გამოცხადების დროს შემოიყვანეს.

პროკურორმა განსასჯელისთვის 19 წლით პატიმრობა მოითხოვა. თუმცა, სასამართლომ მას 18 წელი მიუსაჯა – 2 წელი წინა ბრალდებისთვის, ანუ მუქარისთვის, ხოლო 16 წელი მკვლელობისთვის.


скачать dle 11.3