კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისთვის მიანიჭეს 22 წლის ქართველ სპეცრაზმელს საბჭოთა კავშირის გმირობა


ოპერაცია „ამორძალები”

1967 წლის 11 მარტს საბჭოთა კავშირი-კუბის მეგობრობისა და ეკონომიკური ურთიერთდახმარების ხელშეკრულების შესაბამისად, თავისუფლების კუნძულზე ეგრეთ წოდებული მეგობრული ნობათი გაიგზავნა. თორმეტ უზარმაზარ გემზე იყო დატვირთული და ეს მოვლენა მასმედიის საშუალებებით ფართოდ გაშუქდა. მთელ მსოფლიოში და სხვადასხვა ტელეარხებზე მუდმივად უჩვენებდნენ, თუ როგორ მიემართებოდა თორმეტი გემისგან შემდგარი „საბჭოური ძღვენი” კუბაში. იმის გამო, რომ ტვირთი არასამხედრო დანიშნულების იყო, მას არათუ წყალქვეშა ნავები, უბრალო სამხედრო ბადრაგიც კი არ აცილებდა. სინამდვილეში კი, ასეთი აჟიოტაჟი თვალის ასახვევად ატეხა საბჭოთა პროპაგანდამ და ამერიკის შეერთებული შტატების ყურადღების მოდუნებას ისახავდა მიზნად. გემების ორფსკერიან ტრიუმებში იმ პერიოდისთვის უახლესი ბალისტიკური რაკეტები ელაგა და კუბის ტერიტორიიდან ამერიკაზე დასამიზნებლად იყო გაგზავნილი. თორმეტი ასეთი რაკეტა 25 მარტს უნდა ჩასულიყო ადგილზე და აბსოლუტური საიდუმლოების დაცვით დაემონტაჟებინათ. საბჭოთა კავშირს კარგად ახსოვდა „კარიბის კრიზისის” გაკვეთილები და ასეთი საიდუმლო ტრანსპორტირება ამიტომ განხორციელდა. თუმცა, 22 მარტს, როდესაც ორი დღის სავალი გზა იყო დარჩენილი, საბჭოთა გემების ქარავანი კარიბის ზღვაში მოთარეშე მეკობრეებმა გააჩერეს. მთელი ეს კამპანია ნალის ყურეში გამოამწყვდიეს, სადაც მათ მიუდგომელი ბაზა ჰქონდათ.

ნალის ყურე, პირველ ყოვლისა, იმიტომ ითვლებოდა მიუდგომლად, რომ ის სალი კლდეებით იყო გარშემორტყმული და რაც მთავარია, დანაღმული. იქაურ გამოქვაბულებში კი კბილებამდე შეიარაღებული სამასკაციანი ჯგუფი იყო დაბანაკებული. ისინი სხვადასხვა ქვეყნიდან გაქცეული სამხედროები და კრიმინალები იყვნენ. მათი მეთაური კი, ამერიკის საზღვაო ქვეითთა ყოფილი მაიორი ენდრიუ როჯერი იყო. ამერიკელმა სამხედროებმა არაერთხელ დააპირეს როჯერსის ბანდის ლიკვიდაცია, მაგრამ ყოველთვის უარი თქვეს ამაზე. მსგავსი სპეცოპერაცია 4-5 ათასი ელიტური მებრძოლის დაღუპვას გამოიწვევდა. კარიბელ მეკობრეებს შეიარაღებაში სამი სწრაფმავალი კატარღა, სამი სამხედრო ვერტმფრენი და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა ჰქონდათ. პიროვნულად კი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩეოდნენ. გატაცებულ ტვირთს ისინი იაფად ყიდდნენ. გარდა ამისა, ენდრიუ როჯერსი ნარკობიზნესშიც იყო ჩართული და საკმაოდ დიდი შემოსავალი ჰქონდა. საბჭოელები, თავდაპირველად, ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის განხორციელებას გეგმავდნენ ყურეზე და ამ გზით აპირებდნენ რაკეტების უკან დაბრუნებას, რადგან რაკეტები აუწყობელი იყო და ბირთვული აფეთქების საშიშროება ამ შემთხვევაში არ არსებობდა. თანაც, ამერიკელებისგან განსხვავებით, საბჭოთა მხარე არც დიდ მსხვერპლს მოერიდებოდა და თანახმა იყო 5 და 50 ათასი ჯარისკაციც კი გაეწირა. ყველაფერი მოკლე დროში მომზადდა და ოპერაცია უნდა დაწყებულიყო, რომ როჯერსმა ორმაგფსკერიან ტრიუმებში რაკეტები აღმოაჩინა, ააწყო და როგორც „ლენგლში” („ცეერუს“ შტაბბინა), ასევე „ლუბიანკაზე” გამაფრთხილებელი „მესიჯი” გაგზავნა. ყოფილი ამერიკელი მაიორი რაკეტების აფეთქებით იმუქრებოდა და ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

როჯერსის განცხადებამ მოსკოვი და ვაშინგტონი შოკში ჩააგდო და დაპირისპირებულმა იმპერიებმა უკვე საიდუმლო-დიპლომატიური არხების მეშვეობით დასდეს ბრალი ერთმანეთს. თუმცა, მალევე მოეგნენ გონს და იმაზე დაიწყეს ფიქრი, როგორ აეცილებინათ თავიდან ბირთვული კატასტროფა, რასაც ნახევრად შეშლილი როჯერსი არ მოერიდებოდა. 25 მარტს მოსკოვში, სპეციალური თათბირი გაიმართა და ოპერაცია „ამორძალების” დეტალები დააზუსტეს. შემდეგ მემორანდუმს ხელი მოაწერეს, რომელშიც ყველა მუხლი საიდუმლო იყო და დაწყების ბრძანებაც გაიცა.

1967 წლის 27 მარტს კარიბის ზღვაში, როჯერსის უკიდურესად გათავხედებულმა მეკობრეებმა ავსტრალიური საოკეანო ლაინერი „ადელაიდა” აიყვანეს აბორდაჟზე, რომელშიც 600 მშვიდობიანი ტურისტი იმყოფებოდა. გემზე 200 ქალიც იყო, რომლებიც, ვინმე აირონ კენედის განმარტებით, ევროპიდან ამერიკაში მიჰყავდათ ბორდელებში სამუშაოდ. ტანწერწეტა გოგონები თვალში მოუვიდათ მეკობრეებს და სამი დღის განმავლობაში ნალის ყურე რიოს საკარნავალო ქუჩებს დაემსგავსა: ბორდელისთვის გამზადებული ლამაზმანები „ადელაიდას” ტრიუმებიდან წამოღებული სასმელებით უმასპინძლდებოდნენ თავზეხელაღებულ მეკობრეებს და სიამოვნებას არ აკლებდნენ. როჯერსის დისციპლინირებული დაჯგუფება, სულ რაღაც სამ დღეში, აირია. მეომართა სამხედრო სულისკვეთება კი ისე დაეცა, რომ არც მორიგეობა უნდოდა ვინმეს და არც როჯერსის ბრძანების შესრულება.

31 მარტს, როჯერსმა 8 მეკობრე დახვრიტა და ამგვარად, სცადა სიტუაციის შემობრუნება. თუმცა, ამან უკუეფექტი გამოიღო. მეკობრეები კლდეებში გამაგრდნენ გოგონებთან ერთად და როჯერსისა და მისი ერთგული ოცეულის წინააღმდეგ აჯანყდნენ. რაკეტებს ჯერ კიდევ როჯერსი აკონტროლებდა. თუმცა, 1 აპრილს, დილით, სამი ღამის ნათევი მაიორი და მისი მეომრები ქალების ყიჟინამ გამოაღვიძა, მაგრამ გვიან იყო. ყველანი გაკოჭილები იყვნენ და სულ რაღაც საათ-ნახევარში ნალის ყურეში საბჭოთა და ამერიკული დესანტი გადასხდა.

საბორდელო გოგონები, სინამდვილეში საბჭოთა ელიტური სპეცდანაყოფის „ალფას” წევრები იყვნენ, რომელიც შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში იყო გაერთიანებული და „ამორძალთა” პოლკი ეწოდებოდა. მათი მეთაური კი 29 წლის ირინა მიქაძე იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის გმირის წოდებით და ამერიკული ვერცხლის ვარსკვლავით დააჯილდოვეს.

როჯერსი გაასამართლეს და დახვრიტეს, ხოლო ბალისტიკური რაკეტები საბჭოეთში დააბრუნეს.


скачать dle 11.3