კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს


კითხვა: დავიბადე 1993 წლის 4 მარტს, ღამის პირველის ნახევარზე. რომელი სპეციალობა იქნება ჩემთვის წარმატებების მომტანი ცხოვრებაში?

პასუხი: თქვენ თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული. ასევე, თქვენი კოსმიური მისიაა უცხოეთთან კავშირი. კარგია იქ გარკვეული დროით ცხოვრება, კაპიტალის და ცოდნის დაგროვება. ამით უფრო მეტ წარმატებას მიაღწევთ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. პროფესიებიდან კი თქვენთვის სასურველია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან საქმიანობა, იურისპრუდენცია, სადალაქო საქმე, საკონდიტრო ინდუსტრია ან ბიზნესი, სოციოლოგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ტურიზმი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, პედაგოგიური მოღვაწეობა, სპორტი. ეს სფეროები წამოწიეთ წინა პლანზე.

კითხვა: დავიბადე 1963 წლის 19 ივლისს, შუადღის 2 საათზე. ვაპირებ ბიზნესის დაწყებას და გთხოვთ მითხრათ, მაქვს თუ არა წარმატებების შანსი, ან რა სფეროში გამიმართლებს?

პასუხი: თქვენთვის კარგია საქმიანობა სამშობლოში და არა უცხოეთში. პროფესიებიდან კი სასურველია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნება, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია; ნავთობის და სასმელების ბიზნესი; მედიცინიდან – პედიატრია, ფსიქოლოგია; ფილოსოფია, სასტუმროების ბიზნესი ან შემოქმედება, საბავშვო ბაღების ბიზნესი, ფოტოგრაფია, სპორტის ფართო სპექტრი, მანქანათმშენებლობა, სახანძრო სამუშაო ან ბიზნესი.

კითხვა: დავიბადე 1968 წლის 22 დეკემბერს, დღის 12 საათზე. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია და უცხოეთის რომელი ქვეყნებია ჩემთვის მეტად მისაღები?

პასუხი: თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით ხართ დაბადებული და თქვენი კოსმიური მისიაა ისეთი თვისებების შერწყმა ერთმანეთში, როგორებიცაა: აქტიურობა, ენერგიულობა, ინიციატივის გამოვლენა, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა, უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთების გამოვლენა, უნდა იყოთ მშვიდობის მტრედი და სადაც შეხვალთ, სახლი იქნება ეს თუ სამსახური, სიმშვიდე, ჰარმონია, სილამაზე და იდილია შეიტანოთ და არა დეპრესია, აგრესია. ეს თქვენი გამარჯვების ფაქტორია. უნდა დაეყრდნოთ აუცილებლად კომუნიკაბელურობას, ცოდნის ბაზას, სამართლიანობას, დიპლომატიას. უცხოეთი თქვენი კოსმიური მისია არ არის, თუმცა, არც ცუდია – ზოგადად, საშუალოა. ქვეყნებიდან კი თქვენთვის მისაღებია: იტალია, არგენტინა, ბირმა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ეგვიპტე, სან-მარინო, ტიბეტი, ესპანეთის კატალონიის მხარე, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, გვატემალა და ავსტრია. ეს ქვეყნები წამოწიეთ წინა პლანზე.

კითხვა: დავიბადე 1983 წლის 21 მაისს, 13 საათსა და 45 წუთზე. მაინტერესებს, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ვარ დაბადებული?

პასუხი: თქვენ კუროს ზოდიაქოს ნიშნით ხართ დაბადებული. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ თქვენზე დიდია ტყუპების ზეგავლენა, რადგან 3-4 წუთის შემდეგ, თქვენი დაბადების მომენტიდან, მზე გადავიდა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში.


скачать dle 11.3