კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის „დააკლავდა” ერთმანეთზე გიორგი მახარაშვილი და რა შეზღუდვები არ აწუხებს ნუკი ყარალაშვილს


ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ნუკი ყარალაშვილი

– გიო, მოდი, გავიხსენოთ როგორ გავიცანით ერთმანეთი.

– კარგად მახსოვს „ჯეოსტარზე” მოხდა ეს. მანიკა ასათიანთან ერთად მოხვედი. კონცერტის შემდეგ გაგეპრანჭე, მაგრამ შენ ყურადღება არ მომაქციე.

– ყველა გოგოს ეპრანჭები?

– არა, რატომ. მართლა მომეწონე. წეღან, სანამ ინტერვიუს დავიწყებდით, ნუკის ვკითხე შენც მოგეწონე-მეთქი და კიო (მე მომმართავს – ავტორი)

– ხედავ, ყველა ბიჭი ერთნაირია. ჯერ მოეწონები, მერე თუ შენც მოგეწონა, ეგრევე „ტიპდებიან“ და თავში უვარდებათ. მაგრამ, ასეც არ არის საქმე. თვალს აკლია, მინუს ათი აქვს. ეს როგორ უნდა მომეწონოს.

– ჩემს თვალებს რას უწუნებ, ვერ გავიგე. რაც არ არსებობს, იმას ისედაც ვერ ვხედავ, მაგრამ რაც არსებობს და რეალურია, ჩემი მინუს ათითაც გადასარევად ვხედავ (იცინიან).

– გიორგი, მითხარი, როგორ შეიცვალა შენი ცხოვრების სტილი „ჯეოსტარის” შემდეგ?

– შეიცვალა ჩემო ნუკი, აბა, როგორ? ოცლარიანი „კოიკის” ნაცვლად „შერატონში” ვისვენებ. ზღვაში ისეთ ლამაზმანებთან ერთად ვარ, როგორიც შენ ხარ, ჩემო ძვირფასო. ნამდვილი ვარსკვლავი ვარ, მეტი რა უნდა შეცვლილიყო?

– ბევრი ფული იშოვე?

– არა, ვხუმრობ. რა ფული ვიშოვე. „კოიკაში” დღემდე ხუთ ლარს ვიხდი (იცინიან). არა, რეალურად „ჯეოსტარის” ტურნეში ვარ, ახლაც. რამდენიმე საათში აქ კონცერტი მაქვს და იმიტომ ვარ ბათუმში, თორემ ჩავალ ორ დღეში თბილისში და დაიწყება ისევ ყვითელი ავტობუსები, რიგში დგომა, „პადიეზდში” „ბიჩოკების” ძებნა და სხვა.

– „ჯეოსტარის” პერიოდში მოგწონდა თუ არა ვინმე, შიდა სამზარეულოს ამბები მოყევი. ხედავ როგორ აკანკალდა?! (მე მომმართავს – ავტორი)

– იყო მოწონების ამბები და რაღაც მსგავსები. მაგრამ, ახლა ამის გახსენება აღარ მინდა, ყველანი მეგობრები ვართ.

– „ჯეოსტარელები” ერთმანეთთან დღემდე მეგობრობთ?

– მეტი მეგობრობა რაღა გინდა, ლოგინში მიწევს ერთ-ერთი (იცინიან). არა, ვძმაკაცობთ ყველა, მართლა. შევინარჩუნეთ მეგობრობა და ძალიან მიხარია. მართალია, ზოგიერთი ახლა ჩვენთან ერთად არ არის, ამ ტურნეში, მაგრამ სამაგიეროდ, სხვადასხვა ადგილებში ისვენებენ.

– მოდი, რაღაც სტანდარტულს გკითხავ, რას ვერ აპატიებდი საყვარელ ადამიანს?

– საყვარელ ადამიანს ვერ ვაპატიებდი სხვასთან სექსს.

– ანუ, ღალატს?

– ღალატს ვაპატიებდი, სექსს ვერა (იცინიან). არა ვხუმრობ, ვერ ვაპატიებდი ღალატს, რა თქმა უნდა, რატომ უნდა ვაპატიო? იმ დონეზე არ მგონია, გავგიჟდე და გადავირიო, რომ გოგოს ღალატი ვაპატიო.

– შენს ძმაკაცთან რომ გიღალატოს?

– რა საშინელება თქვი. ჯერ ხომ ჩემს შეყვარებულს მოვკლავ, მერე ძმაკაცთან მივალ, კარგად ჩავთეთქვავ, მოვკლავ და კუბოში ერთად ჩავაწვენ. თუ ერთად გინდოდათ ყოფნა, იყავით თქვენი დედაც...

– რამე მეტსახელი თუ გაქვს?

– თუ გახსოვს „ჯეოსტარზე” „ნუ პაგადი” შემარქვეს. ახლა კი „ავატარს” მეძახიან, რადგან სამეგობროში ყველაზე მაღალი ვარ. თან, მეუბნებიან, ბანძი „ავატარი” ხარო, ვერ გავიგე რატომ?

– მწვანე ხარ?

– კი, მწვანეც ვარ და მაღალიც (იცინიან).

– კარგი, გიორგი, მითხარი ტურნეს შემდეგ რას აპირებ, როგორ გინდა, დარჩენილი ზაფხულის გატარება?

– ინტერვიუ რომ გამოვა, ჩემი ორკვირიანი ტურნე უკვე დამთავრებული იქნება. ვაპირებ, ცოტა ხნით სოფელში წავიდე, შემდეგ – ბულაჩაურში. მოგვიანებით კი, ერთ-ერთ „ჯეოსტარელთან”, ბექა შოშიაშვილთან ერთად ბულგარეთში მივდივარ. იმედია, ეს ყველაფერი გამოვა და კარგადაც გავერთობით, რადგან გართობას, შენ იცი, ჩემო ნუკი, რა იოლად ვახერხებთ – სადაც არის გიტარა, სიმღერა და მეგობრები, ყველგან ერთობი – ბარში, პაბში, კლუბში, რესტორანსა თუ სხვა ადგილებში.

– მერე თვრები და საშინელებებს აკეთებ?

– არა. ისე არასდროს ვთვრები, რომ საშინელებები ვაკეთო. საყვარელი და „ბუნჩულა” ვხდები. მერე დათვის ბელივით მეფერებიან ლამაზ-ლამაზი გოგონები.

– როგორ წარმოგიდგენია შენი თავი ოცი წლის შემდეგ?

– იცი როგორ?! ჩემი შესაფერისი მანქანა მეყოლება, ისეთში სადაც დაუკუჭავად ჩავჯდები. ისევ სიმღერაში, ისევ მხატვრობაში, ისევ ფოტოგრაფიაში, ანუ, ხელოვნებაში.

– გეკეთება უფრო სქელი სათვალე.

– არა, იმ დრომდე ოპერაციას გავიკეთებ.

– ოჯახი არა?

– როგორ არა. ამას კითხვაც აღარ უნდა. ხომ გითხარი, გაცნობის პირველივე დღეს მომეწონე-მეთქი. წეღან ვიხუმრე, ახლაც ძალიან მომწონხარ და ალბათ, ცოტა ხანში, ხელს გთხოვ.

– ცოტა ხანში მეც გეტყვი კარგ პასუხს, რომელიც კარგი, რა თქმა უნდა, ჩემთვის იქნება.

– ნახე, ნახე, როგორ მოუნდა ჩემთან ერთად „ჯიპში“ ჯდომა. თან ხედავ, როგორ მხიბლავ, ჩაგიცვამს კაბა წვრილი ყვავილებით. იცი, როგორ მიყვარს და იმიტომ. წინა ინტერვიუში ვთქვი ასეთი გოგონები მაგიჟებენ-მეთქი და წაიკითხე არა?

– შენ რომ გიყვარს, იმიტომ მაცვია, აბა რა?!

– ჩვენ მგონი, ერთმანეთს ვეპრანჭებით.

– ისე, რა უცნაურია, ბიჭებს სულ მოკლე ჯინსისშორტიანი, ნახევრად შიშველი გოგონები მოსწონთ. შენ ისევ საუკუნის წინანდელ რომანტიზმში ხარ?

– არა შორტების და ნახევრად სიშიშვლის წინააღმდეგიც არ ვარ, უბრალოდ, მომწონს ასეთი სტილის ნაზი კაბები მაღალ გოგონებზე, რომელთაც ფეხები „პერევალივით” არ აქვთ. მიმზიდველია, საყვარელი... ბუნებასთან ახლოს არიან. ამ ყველაფერთან ერთად ლამაზი „ბასანოჩკიც” რომ აცვიათ, მერე ვჭედავ.

– და რას შვრები, რომ ჭედავ?

– ვეხუტები და ვცდილობ, თბილად ვიყო, რაც არ უნდა ცხელოდეს.

– მოკლედ, ერთობი და დადიხარ „ოფლი ფართებზე” კაბიან გოგონებთან ერთად.

– რა მნიშვნელობა აქვს ამას?! ადამიანი, როცა მოგწონს, ოფლიანიც უნდა მოგწონდეს და მშრალიც.



ინტერვიუ 2. ჟურნალისტია

გიორგი მახარაშვილი

– მითხარი, გიხარია, დღეს ჩემთან ერთად რომ წერ ინტერვიუს?

– კი, ჭკუაზე არ ვარ. ხომ ხედავ, ყვავილებიანი კაბაც კი ჩავიცვი და შენ წარმოიდგინე, „ბასანოჩკებიც”. გატყობ, რომ უკვე გადაირიე, მაგრამ მიზეზი „ბასანოჩკები” უფროა მგონი, ვიდრე მე (იცინიან).

– იმ დღეს პლაჟზე შემთხვევით რომ შემხვდი, მიხვდი, როგორ გამიხარდა?

– რა თქმა უნდა და გახარება იმით გამოიხატა, რომ წყალში მაყვინთავე.

– როდესაც გოგო მომწონს, ასე გამოვხატავ (იცინიან).

– ეს მხოლოდ შენნაირი გიჟებისთვის თუ იქნება დამახასიათებელი. იმ დღეს, ჩემს გარდა, ერთი ოცდაათი გოგო მაინც აყვინთავე, რამდენ ფრონტზე იბრძვი ერთად ამიხსენი? თან, ხედავ, რომ არც ჩემთან და არც იმათთან არაფერი გამოგდის, იქნებ დაანებო წყალში „ჭიდაობას” თავი?!

– ერთი გასროლით ორი კურდღლის დაჭერისაც კი არ დამიჯერებია არასდროს და რაღა ახლა გავისვრიდი ოცდაათზე ერთად?! აჭარბებ, ჩემო ნუკი, ზუსტად იცი, რომ არაფერი გამომდის?

– არა. არც ადრე გამოგდიოდა, არც ახლა და არც მომავალში გამოგივა შე, ჩემსავით ბრუციანო (იცინიან).

– გასაგებია. ადრე, „რედისონში” რომ გნახე ისეთი სახით შემხვდი, ვერაფერზე დაგპატიჟე, დღეს კი რადგან გავიგე, რომ ჩემსავით ბრუციანი ყოფილხარ და ასე საყვარლად ვსხედვართ ორივე სათვალეებით, უკვე შემიძლია, დაგპატიჟო პიცაზე, კარტოფილზე და „კოკაზე“. და, იცი, რა წარმოვიდგინე?! ოცი კი არა, ორმოცდაათი წლის შემდეგ – ბუხართან მე, ნუკი და მეგობრები. ჩვენ, რა თქმა უნდა, უფრო დიდი სათვალეებით ვართ.

– გადასარევია. ხელში საჩხრეკი მიჭირავს და ცეცხლს ვაღვივებ (იცინიან). რამხელა ფანტაზია გაქვს.

– „ვიცე-მისობიდან” რატომ გამოგაგდეს?

– „ვიცე-მის საქართველო“ გავხდი და შენ ამას გამოგდებას ეძახი?!

– მაპატიე, მართლა არ ვიცოდი. „პაკლონიკები” არასდროს გეყოლებოდა ცოტა, მაგრამ ამის საყოველთაო აღიარების შემდეგ, რა თქმა უნდა, მოემატებოდნენ. არ არის მათ შორის ვინმე ისეთი, მიზანდასახულად რომ უცქერდე?

– როგორც არ უნდა გაგიკვირდეს და ამას საკმაოდ ხშირად ვამბობ, ბევრი თაყვანისმცემელი არასდროს მყოლია და ბევრნი არც ახლა არიან. თან, ახლა გვერდით ასეთი ბიჭი მიზიხარ, სხვისკენ როგორ გავიხედო?!

– და ორმოცდაათი წლის შემდეგ ვისხდებით ერთად...

– არა, არა. ორმოცდაათი წლის შემდეგ შენ მოძებნი ვინმე სხვა ბრუციანს, ოღონდ მე – არა. ისხდებით ერთად არა ბუხართან, არამედ დიდ „ჯიპში“, რომელშიც რამენაირად ჩაეტევი.

– ახლა ჩემ ბრუციანობაზე რაღაც გამახსენდა და უნდა მოვყვე. გუშინწინ საუნაში ვარ, რა თქმა უნდა, უსათვალოდ. ვერ გავარჩიე წესიერად და გავარვარებულ ქვას ხელი მოვკიდე, ეს რა არის-მეთქი (იცინიან). ახლა უკვე შეგიძლია, ცოტა ფანტაზია ჩართო და განსაზღვრო, ვინ მეყოლება გვერდით ორმოცდაათი წლის შემდეგ, გინდ „ჯიპში“, გინდ „ბუხრიწინა”.

– ეგ კი არა, უფრო იმან დამაბნია, ამ სიცხეში საუნაში რა გინდოდა (იცინიან).

– კარგი, შევეშვათ ამ თემას. სექტემბრიდან რამე ახალს არ აპირებ?

– უამრავი გეგმა მაქვს. ჯერ ერთი, სწავლა მეწყება და ჩემი ყოველდღიური ცხოვრების რიტმს დავუბრუნდები. თან, რაღაც საინტერესო შემოთავაზებები მაქვს და ვნახოთ, დავფიქრდები, განვიხილავ და რაღაცეებს, ალბათ, დავთანხმდები.

– ნუკი, პირველად როდის გაგიშვეს დასასვენებლად მარტო?

– არასდროს! უკვე თვრამეტი წლის ვარ, მაგრამ დღემდე ოჯახთან ერთად ვისვენებ. თუმცა, სიმართლე გითხრა, ეს საერთოდ არ მზღუდავს და არ მაწუხებს, პირიქით, მარტო არ მიშვებენ და ამის დიდი სურვილიც არ მაქვს.

– მალაიზიაში ხომ იყავი მარტო?! რა ქენი იმ კონკურსზე, მომიყევი. ისე, ინტერვიუს შემდეგ იქ რომ აუზში გოგო იყო, მისი კოორდინატები მომეცი. სახეს მკერდი რომ უფარავდა – იფ, იფ... (იცინიან).

– რა გადარეული ხარ! მალაიზიაში, შენ წარმოიდგინე და მარტო ვიყავი, მაგრამ არა დასასვენებლად, არამედ კონკურსზე. ყველას გავაცანი საქართველო, კარგად გავერთე და წამოვედი. სამწუხაროდ, საუკეთესო ათეულში ვერ მოვხვდი, რადგან იქ ცოტა სრული, შევსებული გოგონები მოსწონთ. მე რომ დამინახეს, გაგიჟდნენ, რა გამხდარი ხარო და იქ ყოფნის პერიოდში სულ მაჭმევდნენ, თან ძალიან ბევრს. მაგრამ, ალბათ, იმიტომ არ ვსუქდებოდი, რომ ძირითადად გველების და ლოკოკინების ჭამა მიწევდა.

– გველების, რა გითხრა, მაგრამ ჭამა რომ შეგაყვარეს, ამაში კი დავრწმუნდი. არადა, გამხდარი მომწონხარ, არ ჭამო ბევრი. კარგი, ერთი ის მითხარი, გემრიელი იყო ლოკოკინები?

– თავიდან საშინლად არ მომეწონა, ცუდად გავხდი კინაღამ, მაგრამ მერე სხვა გზა არ მქონდა, უნდა მეჭამა. თანდათან ყველაფერს შევეგუე.

– იცი, რა მაინტერესებს, ქართველმა ბიჭებმა, როგორ ფიქრობ, იციან სიმპათიის გამოხატვა? – ზოგჯერ უხეშობას და უზრდელობას უფრო ჰგავს ეს, ვიდრე იმას, რომ „მომწონხარ”.

– იციან, მაგრამ ყველამ არა. სხვადასხვა ადამიანს მოხიბვლის თავისი სტილი აქვს. ზოგი არ გეშვება, ისე გაბეზრებს თავს, რომ ხანდახან მიკვირს, ოდნავი თავმოყვარეობა მაინც არ გააჩნიათ-მეთქი?! ზოგს კი პირიქით, თავის დაფასებით უნდა რომ ყურადღება მიაქციო და მოგეწონოს. ზოგს საშინლად აქვს რაღაც თავში ავარდნილი.

– ამაზე, ალბათ, იმან იმოქმედა, რომ მსოფლიოში ერთ კაცზე შვიდი ქალი მოდის პროცენტულად. მაგრამ, ეს კიდევ არაფერი. ამ შვიდიდან, როგორც მინიმუმ, ექვსს ულვაშები და ბაკენბარდები აქვს. ასე რომ, საბოლოო ჯამში, პროცენტული თანაფარდობა გამოდის (იცინიან).

– ეს ბიჭები მაინც რა ჭორიკნები ხართ. არავის ინდობთ, ყველას ჭორავთ. მაგრამ ისე, არც გოგონები ვართ ნაკლები. აქ უნდა დაიხატოს სკაიპის „სმაილიკი“, რქიანი ეშმაკი – „დევილ” (იცინიან).

– თქვენ, უმეტესობა ზუსტად ეგ „სმაილიკები” ხართ, და, რაზე ჭორაობთ ხოლმე, ბიჭებზე? იმ დღეს სახლში რომ წავედი, ჩემზე იჭორავეთ, არა (იცინიან). პირველად პლაჟზე „გავიჩითე” ტყავის ფეხსაცმლით და კლასიკური „საროჩკით”. რა ამბავს ატეხდით იქ ჩემზე, წარმომიდგენია.

– რა არ ვიჭორავეთ, გადაგიარეთ (იცინიან). თავიდან ვიფიქრე, „ჯეოსტარელებს” რამე ბანკეტი ხომ არ აქვთ-მეთქი. ამაზე ძალიან ბევრი ვიცინეთ. მერე, მაგით დამთავრდა ყველაფერი?! იმას რა დამავიწყებს, ტრუსიკით რომ ჩახტი ზღვაში. რა გაგიჟებს ხოლმე, მართლა ვერ ვხვდები.

– ნუკი, ზაფხულში ჩვენებები გაქვს თუ გქონდა უკვე?

– სულ რამდენიმე დღის წინ იყო ირაკლი ნასიძის და ჟან-პოლ ნოტის ჩვენება აქ, ბათუმში, სადაც გამოვდიოდი. ძალიან მაგარი ჩვენება იყო. ასეთი რამ საქართველოში ხშირად არ ხდება. ამას გარდა, აგვისტოს ბოლოსკენ კიდევ არის დაგეგმილი ჩვენებები, სადაც აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას.

– უცხოელ დიზაინერებთან უფრო ადვილია მუშაობა თუ ქართველებთან?

– არც ერთთან არ არის რთული, სასიამოვნოა. უცხოელებთან უფრო საპასუხისმგებლოა, უფრო მკაცრად არის ყველაფერი აგებული და დაგეგმილი. ირაკლი და ჟან-პოლი ერთად კარგი შერწყმა გამოვიდა, ძალიან საინტერესო იყო.

– ბოლოს, მითხარი, ჩემ თხოვნას ხომ გაითვალისწინებ, იმ დღეს პლაჟზე რომ გთხოვე, „მანიკურებთან” დაკავშირებით?

– არავითარ შემთხვევაში, არ გავითვალისწინებ. ძალიან მომწონს და მიხდება ჩემი შავი ლაკი. ისიც ვიცი, ამ ჩემ ყვავილებიან კაბას ნაზი მანიკიური და ფრენჩი რომ მოუხდება, მაგრამ ჯერ ასე მინდა. ვნახოთ, იქნებ, ცოტა ხნის შემდეგ გავითვალისწინო შენი თხოვნა.

– ამ ბოლო დროს „ფეშენ ტივის” ვუყურებ ხოლმე ხშირად და დარწმუნებული ვარ, ცოტა ხანში, იქ შენც გნახავ.

– კი, მალე იქიდან ხელს დაგიქნევ, თან უსათვალოდ და იმედია, შენც გნახავ დიდ სცენაზე, თუნდაც სტივთან ერთად.

– რა თქმა უნდა, აუცილებლად. ისე, წესით, ახლა აქ უნდა ყოფილიყო, მაგრამ დარეკა, ვერ ჩამოვალო. მხედველობასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები ჰქონია (იცინიან).

– არ ხარ-მეთქი ნორმალური, რომ გეუბნები, არ გჯერა.


скачать dle 11.3