კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დიეტა კურორტის შემდეგ



როგორც წესი, ყოველ წელიწადს, დასასვენებლად წასვლის წინ ქალბატონები განსაკუთრებით ცდილობენ, ზედმეტი წონა მოიშორონ და თავიანთი გრაციოზულობით დაატყვევონ ძლიერი სქესის წარმომადგენლები, კურორტზე ყოფნის პერიოდში კი თავს ვეღარ იკავებენ ათასნაირი ნუგბარისგან და წვალებით „გასტუმრებული” კილოგრამები უკან ბრუნდებიან.

სწორედ მათ ვთავაზობთ საზამთროს დიეტას, რომელიც მარტო კი არ გაგახდუნებთ, თქვენი ორგანიზმიდან წიდებსაც გამოდევნის.

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად საზამთროს მრავალი სასიკეთო თვისებისა, უნდა გახსოვდეთ, რომ მისი განუსაზღვრელი რაოდენობით ჭამა არ შეიძლება. მაგალითად, თუ თქვენ მთელი კვირის განმავლობაში მხოლოდ საზამთროს მიირთმევთ, მეორე ტიპის დიაბეტი თითქმის გარანტირებული გექნებათ. ამიტომ, სარგებლობა რომ მოგიტანოთ, საზამთროთი განტვირთვის დღეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში ორ დღეს და დღეში უნდა მიირთვათ არა უმეტეს 2-3 კილოგრამი რბილობისა, დღის განმავლობაში უნდა დალიოთ 2 ლიტრი წყალი და საღამოს 7 საათის შემდეგ უნდა აკრძალოთ საზამთროს ჭამა.

გთავაზობთ საზამთროს ერთკვირიან დიეტას:

ორშაბათი

პირველი საუზმე (9 საათი): ხილის სალათა – ვაშლი, მსხალი, კივი, ფორთოხალი – 250 გრამი.

მეორე საუზმე (11 საათი): 1 ცალი მოზრდილი მაგარი (ხრაშუნა) მსხალი.

სადილი (14 საათი): 1 ცალი კანიანად მოხარშული კარტოფილი, ბოსტნეულის სალათა მწვანილითა და ზეთით – 250 გრამი.

სამხარი (17 საათი): 1 ცალი მსხალი.

ვახშამი (19 საათი): უმი კომბოსტოს და სტაფილოს სალათა ხახვით, მწვანილითა და ზეთით – 200 გრამი.

სამშაბათი

პირველი საუზმე: წყალზე მოხარშული მანის ფაფა – 250 გრამი.

მეორე საუზმე: საზამთროს რბილობი – 1 კილოგრამი.

სადილი: ჩაშუშული ბოსტნეული და 2 ნაჭერი მოხარშული თევზი ან ქათმის ხორცი – 250 გრამი.

სამხარი: საზამთროს რბილობი – 1 კილოგრამი.

ვახშამი: ჩაშუშული ბოსტნეული – 250 გრამი.

მთელი დღის განმავლობაში გადაანაწილეთ 2 ლიტრი წყალი და 2 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი.

ოთხშაბათი

პირველი საუზმე: შავი პურით მომზადებული ეგრეთ წოდებული „ყიყლიყო” (ათქვეფილ კვერცხში ამოვლებული და შემწვარი პური) – 1 ნაჭერი. თხელი, უცხიმო ხაჭო – (100 გრამი) და მწვანილი.

მეორე საუზმე: 5 ცალი ქლიავი.

სადილი: მოხარშული თევზი და ბოსტნეულის სალათა მწვანილითა და ზეთით – 200 გრამი.

სამხარი: 5 ცალი ქლიავი.

ვახშამი: უმი ბოსტნეულის სალათა მწვანილითა და ზეთით.

ხუთშაბათი

საზამთროთი განტვირთვის დღე:

გაანაწილეთ საზამთროს 4 კილოგრამი რბილობი მთელი დღის განმავლობაში (დილის 9 საათიდან საღამოს 19 საათამდე). ოღონდ, ამ დღეს ნუ მიიღებთ სითხეს, სპეციალურად მომზადებული „ჰიდრომელის” გარდა: 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში ჩაუმატეთ 1 ცალი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი, მოურიეთ და მაშინვე დალიეთ (დღეში 2 ჩაის ჭიქა).

პარასკევი

პირველი საუზმე: 1 ცალი მოხარშული კვერცხი და 1 ცალი პატარა კიტრი.

მეორე საუზმე: ხილის სალათა (ვაშლი, მსხალი, კივი, ფორთოხალი) – 250 გრამი.

სადილი: კარტოფილის, კომბოსტოს, ხახვის, პომიდვრის, სოკოსა და მწვანილის „სალიანკა”.

სამხარი: 100 გრამი უცხიმო ხაჭო.

ვახშამი: 2 ცალი საშუალო ზომის მრგვლად დაჭრილი პომიდვრის სალათა 1 კბილი ნივრით, მწვანილითა და ზეთით.

შაბათი

პირველი საუზმე: გახეხილი უმი სტაფილოსა და წვრილად დაჭრილი ვაშლის სალათა, შეზავებული ნიგვზით – 200-250 გრამი.

მეორე საუზმე: 3 ცალი მოზრდილი კივი.

სადილი: 1 ცალი მოზრდილი მოხარშული კარტოფილით, 1 ცალი მოზრდილი ბოლოკით, 1 ცალი საშუალო ზომის კიტრით, 200 გრამი უცხიმო კეფირითა და მწვანილით მომზადებული საზაფხულო ცივი სუპი „აკროშკა” (ეს ყველაფერი უნდა დაჭრათ წვრილად, აურიოთ კეფირში).

სამხარი: 3 ცალი მოზრდილი კივი.

კვირა

დღის განმავლობაში გაანაწილეთ 2,5 – 3 კილოგრამი საზამთროს რბილობი და 2 ლიტრი წყალი.

ყველა კერძი მზადდება ორთქლზე ან იხარშება. მარილი გამორიცხეთ. ზეთი მოასხით უკვე მომზადებულ კერძს.

ამ დიეტის საშუალო შედეგია 2,5 – 4 კილოგრამი კვირაში.

წარმატებას გისურვებთ!


скачать dle 11.3