კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოლაყბე მძარცველები, მეგრულენოვანი რუსი და გაშიფრული დანაშაული


რუსული წარმომავლობისა და გარეგნობის მიუხედავად, ტრადიციულ ქართულ ოჯახში ვარ აღზრდილი და, როგორც მე, ასევე ჩემი წინაპრები, თავს ქართველებად მივიჩნევთ. სამეგრელოში დავიბადე, იქ ვიზრდებოდი და, გასაკვირი არ არის, რომ მეგრული წყალივით ვიცი.

ერთხელ თბილისიდან ლენინგრადში მივემგზავრებოდი სამსახურებრივ საქმეებზე მატარებლით. იარაღი თან მქონდა, მაგრამ სამოქალაქო ტანსაცმელი მეცვა. ოთხადგილიან კუპეში ზედა საწოლი იყო ჩემი და მატარებლის გასვლამდე ოცი წუთით ადრე დავიკავე ჩემი ადგილი. ცოტა ხანში დანარჩენი მგზავრებიც გამოჩნდნენ – სამი ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომლებიც მეგრულად საუბრობდნენ. დაიძრა თუ არა მატარებელი, ბიჭებმა სუფრა გაშალეს და მეც დამპატიჟეს, თან რუსულად გამომელაპარაკნენ.

– ლენინგრადელი ვარ და სახლში ვბრუნდები-მეთქი, – ვუთხარი.

– ჩვენ კი მეგრელები ვართ, – სიამაყით მითხრეს მათ, – სოჭში მივდივართ დასასვენებლად.

მე ორი ჭიქა დავლიე, შემდეგ ბიჭებს მოვუბოდიშე და დასაძინებლად დავწექი. მათ პროტესტი არ გამოუთქვამთ და ქეიფი განაგრძეს, თან თავიანთ მომავალ საქმეებზე საუბრობდნენ მეგრულად.

თბილისი-ლენინგრადის მატარებელი 12 საათი ჩერდებოდა ადლერში და მხოლოდ შუაღამეს გადიოდა. ბიჭები ადლერში ჩავიდნენ. გავისტუმრე თუ არა ისინი, მეც ჩავედი და სოჭის მილიციის სამმართველოს მივაშურე. მერე ჩემს კოლეგებთან ერთად სასტუმრო „ჟემჩუჟინაში“ წავედით და ჩავუსაფრდით.

უკვე საღამოს 7 საათი სრულდებოდა, როდესაც „ჟემჩუჟინაში“ ის სამი ბიჭი შემოვიდა. ისინი სასტუმროს მეოთხე სართულზე ავიდნენ და ერთ-ერთ ნომერში შევიდნენ. ჩვენ მათ უკან მივსდიეთ და იმ დროს ავიყვანეთ, როდესაც ნომრიდან გამოდიოდნენ. უკან შევაბრუნეთ და ხელბორკილები დავადეთ. ხოლო, როდესაც მათი სპორტული ჩანთა გავხსენით, იქ 450 ათასი მანეთი აღმოვაჩინეთ. სასტუმროს ნომერში პირში ჩვარჩაჩრილი, გაკოჭილი კაცი ეგდო, ეს თანხა სწორედ მას წაართვეს მძარცველებმა. გაირკვა, რომ ის კაცი მსხვილი სპეკულანტი იყო და სოჭიდან თბილისში ფული უნდა ჩამოეტანა. იმ ბიჭებმა კი იცოდნენ ეს ამბავი, მას სასტუმროს ნომერში დაადგნენ და გაძარცვეს. რომ არა მათი ლაყბობა და ჩემი მეგრულის ცოდნა, მათ ეს ფული შერჩებოდათ – ვერც მძარცველებს შევიპყრობდით და ვერც სპეკულანტს.

ვიცე-პოლკოვნიკ ვლადიმერ პეტროვის ნაამბობის მიხედვით


скачать dle 11.3