კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს


კითხვა: ჩემი შვილიშვილი დაიბადა 2001 წლის 24 ივნისს, დილის 7 საათზე. რა არის მისი კოსმიური მისია და რომელი პროფესია აირჩიოს სამომავლოდ, რომ წარმატებებს მიაღწიოს?

პასუხი: მისი კარმულ-კოსმიური მისიაა, იყოს ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი და გამანაწილებელი; უნდა შექმნას სტაბილური საოჯახო, სანათესაო კავშირი; სადაც შევა, უნდა შეიტანოს სიმშვიდე და ჰარმონია და არა დეპრესია და აგრესია; უნდა დაეყრდნოს ინტუიციას, დაიცვას საიდუმლო; უნდა იყოს სამშობლოს პატრიოტი, ემსახუროს მას; დაიცვას ტრადიციები და ადათ-წესები; უნდა შეძლოს შუამავლის ფუნქციის შესრულება, დაეყრდნოს ოპტიმიზმს, აქტიურობას, კომუნიკაბელურობას, ცოდნის ბაზას. რაც შეეხება პროფესიებს, მისთვის კარგია და წარმატების მომტანი: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი; პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი; ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია; მედიცინიდან პედიატრია, პედაგოგიკა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო სფერო, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, იურისპრუდენცია, პროფესიონალური დიპლომატია ან ტურიზმი.

კითხვა: დავიბადე 1975 წლის 21 თებერვალს, დილის 8 საათზე. რა არის ჩემი კარმული მისია?

პასუხი: თქვენი კოსმიური მისიაა მუდმივი კავშირი უცხოეთთან. თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეძლებთ იქ ცხოვრებას, ეს სასიკეთოდ წაგადგებათ. სამშობლოში კი, გირჩევთ, იმუშაოთ უცხოურ ფირმაში ან გქონდეთ მუდმივი კონტაქტი უცხოეთთან. ეს თქვენთვის წარმატების მომტანია. ასევე, უნდა იყოთ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, შეგეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, გამოავლინეთ ლიდერულ-ორგანიზაციული თვისებები, მებრძოლი სულისკვეთება. დაეყრდენით ცოდნის ბაზას, ოპტიმიზმს, კეთილშობილებას, იყავით კომუნიკაბელური. ეს ყოველივე თქვენი კოსმიური მისიაც არის და ცხოვრებაში წარმატების მომტანიც.

კითხვა: დავიბადე 1989 წლის 17 მაისს, დილის საათებში. უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები და წარმატების მომტანი ცხოვრებაში?

პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმული მისია არ არის, თუმცა, არც ცუდია. იქ გამგზავრება და ძალების მოსინჯვა ნამდვილად ღირს. რაც შეეხება ქვეყნებს, თქვენთვის მისაღებია: პორტუგალია, ბრაზილია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი, პაკისტანი, კუნძული მალტა, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, ჩრდილო და დასავლეთ აფრიკის ქვეყნები, ინგლისის დასავლეთი ნაწილი, კანადა, საბერძნეთი, კუნძული სარდინია, ნორვეგია.

კითხვა: დავიბადე 1990 წლის 19 იანვარს, ღამის 3 საათზე. რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები?

პასუხი: თქვენთვის კარგია და მისაღები: დრამატურგია, სცენარისტობა, რეჟისურა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, აუდიო-ვიდეო სისტემები, სოციოლოგია, ავიაციის ბიზნესი, შემოქმედება, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო-საგამომგონებლო საქმე, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, პედიატრია.

კითხვა: ვარ 18 წლის, ორი თვის ორსული. ერთი თვის წინ სიზმარი ვნახე და თქვენი რჩევა მჭირდება. სიზმარი ასეთი შინაარსის იყო: ტრიალ მინდორზე ვიდექი და თეთრებში ჩაცმული ქალი მომიახლოვდა. ისე იყო განათებული, სახე არ უჩანდა და მკაცრი ხმით მითხრა: ეს ბავშვი არ უნდა გააჩინოო, თან, დაამატა, ეს სიზმარი მარტო იმას უთხარი, ვისაც მარიამი ჰქვიაო. შეშინებულმა გავიღვიძე. არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ეკლესიური არ ვარ. თქვენ რას მირჩევთ?

პასუხი: ასეთ სიზმრებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას და სამყარო თავად გადაწყვეტს, ეს ბავშვი უნდა გაჩნდეს თუ არა. გააგრძელეთ ცხოვრება ლოცვებით, ეს დაგეხმარებათ.


скачать dle 11.3